მოდრიჩი: „ანჩელოტის ვუთხარი, რომ მზადყოფნაში ვიყავი, თუმცა...“

მიუხედავად იმისა, რომ „ვალიადოლიდთან“ მატჩამდე ლუკა მოდრიჩმა მხოლოდ ერთხელ მოასწრო გუნდთან ერთად ვარჯიში, მას „ხოსე ზორიალიაზე“ თავის გამოჩენის საშუაება მაინც მიეცა. ხორვატი ნახევარმცველმა დაახლოებით 10 წუთი გაატარა საქმეში.


„მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ანჩელოტიმ მკითხა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს. მწვრთნელს ვუპასუხე, რომ პირველივე წუთებიდან შემეძლო მოედანზე გასვლა და ასპარეზობა. მისი გადაწყვეტილებით განვლილი პაექრობა სათადარიგოზე დავიწყე და ეტაპობრივად დავუბრუნდი რითმს. არანაირი პრობლემა არ არსებობს. სრულ მზადყოფნაში ვარ და ველოდები ახალ გამოწვევებს.“

„არდადეგების დროს ელემენტები შევავსე, მაგრამ, ცხადია, ბოლომდე მოდუნება ვერ მოვახერხე, ვინაიდან საკლუბო სეზონი გაჩაღდა. 3-4 ჯერ ინდივიდუალური პროგრამითაც ვიმუშავე, რათა შემენარჩუნებინა ფორმა.“

„სამეფო კლუბში ხუთშაბათს დავბრუნდი და ძალიან გამიხარდა თანაგუნდელების ნახვა. ჩვენ მოტივირებულნი ვართ.“

„ტურნირის განმავლობაში ცოტათი ტვირთი ვიგრძენი, მაგრამ არაფერი საშინელი. უფრო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მჭირდებოდა განახლება, ვიდრე ფიზიკური. რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდებოდი „ვალდებებასზე“ ვარჯიშის განახლებასა და თამაშს.“


„არაფერში გჭირდება ტიტულები და აღიარება, თუ არავინ გყავს, რომ გაუაზიარო ეს ბედნიერება. როდესაც ადამიანების გულწრფელ სიხარულის ვუყურებთ, რომელიც ჩვენი გამარჯვებებით არის გამოწვეული, მაშინ ყველაფერს ვაანალიზებთ. სპორტი არის სასწაული და ფეხბურთი არის სასწაული.“
dle 10.1


1

31 დეკემბერი 2022 14:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4878
კურტუას რომ არ აეღო ის მკვდარი ბურთი ვერ მოვიგებდით.
ტურის სეივი დადო

2

31 დეკემბერი 2022 14:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 279
ლუკიტოო შენ კლასნო ❤

3

31 დეკემბერი 2022 15:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8994
არგენტინასთან ძალიან ცუდი იყავი და ამან გამოიწვია თქვენი ნაკრების ასეთი განადგურება. ცოდვა იყო ბრაზილია თქვენთან წასაგებად

4

31 დეკემბერი 2022 16:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 279
ციტატა: kontaqti
არგენტინასთან ძალიან ცუდი იყავი და ამან გამოიწვია თქვენი ნაკრების ასეთი განადგურება. ცოდვა იყო ბრაზილია თქვენთან წასაგებად

მართალიი ხარ 👍 არგენტინას ჩემი აზრით მხოლოდ ბრაზილიააა მოუგებდაა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)