ანჩელოტი: „ამიერიდან განსხვავებულ ბენზემას იხილავთ“

კარლო ანჩელოტის გუნდმა საჭირო 3 ქულა ჩაიწერა აქტივში „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ. იტალიელმა სპეციალისტმა მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კომენტარი გააკეთა DAZN-ის მიკროფონთან.


„რთული შეხვედრა გამოდგა გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას პროგრესირებდა. პირველი ტაიმის დებიუტშივე მოვიპოვეთ თამაშზე კონტროლი, თუმცა „ვალიადოლიდი“ კარგად გამოიყურებოდა. არ ვფიქრობ, რომ საიმედოდ ვიცავდით თავს, მაგრამ მიუხედავად ამისა 3 ქულა მოვიპოვეთ. კურტუამ და ბენზემამ დიდებულად იასპარეზეს. მიმდინარე წელი ამაღლებულ ნოტზე დავასრულეთ.“

„განვლილი დაპირისპირება დადებითად იმოქმედებს კარიმზე. ვიცოდი, რომ ამ შერკინებაში ფრანგის როლი მნიშვნელოვანი იქნებოდა. ის ძალიან მოტივირებული და თავდაჯერებულია. ამიერიდან განსხვავებულ ბენზემას იხილავთ.“

„რაც შეეხება აზარს, მომდევნო მატჩში მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.“


„კამავინგა ნიშანდობლივი ფიგურაა. როდესაც ბურთი უჭირავს ფანტასტიკურად გამოიყურება. მან უნდა გააუმჯობესოს უბურთოთ ასპარეზობა და ეს იცის. მოხარულნი ვართ ედუარდოს გუნდში ყოფნით. მისი თვისებები და ენერგია დიდ დახმარებას გვიწევს.“


„პირველი ტაიმის ეპიზოდი გავაპროტესტე, ვინაიდან ვფიქრობ, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო. კარგად ვერკვევი ხელით თამაშის კრიტერიუმებში. ჩემი კოლეგის აზრით კი, მსაჯი არასწორად მოიქცა, როდესაც მატჩის მიწურულს თერტმეტმეტრიანი დააფიქსირა. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავეთანხმოთ არბიტრის გადაწყვეტილებებს.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)