დიდებული შენაძენი
რეალის ბევრ გულშემატკივარს არ მოსწონდა კარიმის ტრანსფერი და პესიმისტურად უყურებდნენ მის შეძენას. მას შემდეგ უკვე 1 თვე გავიდა და უმეტესობამ აზრი შეიცვალა. მართლაც შეუძლებელია არ დაინახო ბენზემას შრომისმოყვარეობა და გარჯა. მან უკვე გაიტანა 3 გოლი წინა სასეზონო მატჩებში, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება მისი მუშაობა, მან გააკეთა 4 პასი, იგი აქტიურად ეხმარება დაცვასაც და საქმე ისე მიდის, რომ კარიმი მალე მადრიდის რეალის ერთ-ერთ შეუცვლელ ფეხბურთელად უნდა მოგვევლინოს.
ბენზემამ პირველი თავისი გოლი რეალის შემადგენლობაში ისე გაიტანა, როგორც ამას რონალდო აკეთებდა თავის დროზე ბლანკოსის რიგებში, მეორე გოლი ტორონტოში გაიტანა, ხოლო მესამე სოსიედადთან თამაშისას.
ფრანგი ფორვარდი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ძალიან ახალგაზრდაა. იგი არ არის დამოკიდებული ნახევამცველების პასებზე, მას აქვს პრესინგის უნარი, რომლის საშუალებითაც იგი ქმნის სახიფათო მომენტებს. იგი შესანიშნავად შეეწყო მადრიდის რეალს და უნდა ვივარაუდოთ რომ ის უფრო მოუმატებს. '
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 17 აგვისტო 2009
- 2615
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.