კვლევა - რომელი კლუბი აკეთებს ყველაზე დიდ აქცენტს ახალგაზრდებზე?

კომპანია CIES-მა გამოიკვლია, ევროპის ტოპ 5 წამყვანი ჩემპიონატიდან, რომელი კლუბი აკეთებს ყველაზე დიდ აქცენტს ახალგაზრდებზე (ბოლო 10 სეზონის განმავლობაში).


როგორც გაირკვა, 2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრიდან მოყოლებული დღემდე, „რეალის“ სატრანსფერო პოლიტიკა არის ყველაზე მეტად მიმართული ახალი თაობისაკენ. აღნიშნულ პერიოდში შეძენილი მოთამაშეების (ჯამში 43) საშუალო ასაკი 22.87 წელს შეადგენს, რაც პირველი შედეგია ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში:

1. „რეალი“ - 43 ტრანსფერი - საშუალო ასაკი 22.87;
2. მიუხენგლადბახის „ბორუსია“ - 48 - 23.36;
3. დორტმუნდის „ბორუსია“ - 76 - 23.57;
4. „ნიცა“ - 92 - 23.73;
5. „ლილი“ - 87 - 23.88;
6. „რეალ სოსიედადი“ - 56 - 23.90;
7. „ვოლფსბურგი“ - 75 - 24.12;
8. ლევერკუზენის „ბაიერი“ - 58 - 24.14;
9. „მონაკო“ - 98 - 24.22;
10. მიუნხენის „ბაიერნი“ - 53 - 24.26;
13. „ბარსელონა“ - 73 - 24.48;
38. „პსჟ“ - 53 - 25.53;
39. „მანჩესტერ სიტი“ - 41 - 25.53;
49. „ატლეტიკო“ - 66 - 26.04;
50. „ჩელსი“ - 59 - 26.71.

საგულისხმოა, რომ უკანასკნელი დეკადის განმავლობაში, ჯუნი კალაფატის დამსახურებით, სამეფო კლუბის რიგები ისეთი მოთამაშეებით შეივსო, როგორებიც არიან: ვინისიუსი, როდრიგო, მილიტაო, ვალვერდე, ჩუამენი და კამავინგა. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებელი ტრანსფერებიც (მაგ. სერხიო დიასი, ლუკას სილვა, ვილიან ხოსე, აზარი, იოვიჩი, ილიარამენდი, ტეო ერნანდესი და ა.შ.), თუმცა საერთო ჯამში კლუბის მიდგომამ გაამართლა.

მაგალითისათვის, ფლორენტინო პერესმა ვინი ჯუნიორში 40 მლნ. ევრო გაიღო, ხოლო ახლა კი, მისი სატრანსფერო ღირებულება 120 მლნ. ევროს ფარგლებში მერყეობს. თუ არ ჩავთვლით ჩუამენს, რომლის სანაცვლოდაც მადრიდიდან მონაკოში 80 მლნ. გადაირიცხა, ყველა მოთამაშის ფასი გაიზარდა - როდრიგოს 40-დან 80 მლნ.-მდე, მილიტაოს 50-დან 60 მლნ.-მდე, კამავინგას 30-დან 50 მლნ.-მდე და ვალვერდეს 5-დან 100 მლნ.-მდე. შესაბამისად, კლუბმა მათ სანაცვლოდ გაიღო 250 მლნ, ამჟამინდელი მონაცემებით კი, ეს ციფრი გაზრდილია 490 მლნ.-მდე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე, „რეალმა“ 20 ტიტული დაიბევა, მათ შორის 5 ჩემპიონთა ლიგა!

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)