როგორ ჩაატარეს მადრიდელებმა მუნდიალის 1-ლი წრე?

გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის 1-ლი ტური დასრულდა.


როგორც იცით, მიმდინარე მუნდიალზე „რეალის“ ლეგიონს 12 ფეხბურთელი წარმოადგენს. მართალია, ამ ეტაპისათვის უკლებლივ ყველას არ მისცემია თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა უმრავლესობამ საკმაოდ მაღალ დონეზე წარმოაჩინა შესაძლებლობები.

საფრანგეთი 4-1 ავსტრალია (ჩუამენი და კამავინგა)

ოურელინმა 77 წუთი გაატარა საქმეში და ნახევარდაცვის ხაზს რაბიოსთან ერთად აკონტროლებდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი მეტწილად თავდაცვითი ფუნქციების შესრულებით იყო დაკავებული. Le Figaro-მ მისი ასპარეზობა შემდეგნაირად შეაფასა - „თავდაუზოგავად მომუშავე, ყურადღებიანი, ფოკუსირებული და პოზიციის კარგად შემრჩევი.“ კამავინგას ავსტრალიელებთან თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.

ხორვატია 0-0 მაროკო (მოდრიჩი)

დალიჩის გუნდის თამაში მოდრიჩის რითმით წარიმართა. „ათიანს“ კლუბისგან განსხვავებით, ნაკრებში სხვა სივრცეების ათვისება მოუწია. ლუკა მოედანზე 90 წუთის მანძილზე ირჯებოდა, რა პერიოდის განმავლობაშიც ყველაზე მეტჯერ ჩააგდო ბურთი მეტოქის საჯარიმოში (9) და 29 შემთხვევაში გაარღვია მათი დაცვითი ხაზი. „ოქროს ბურთის“ მფლობელი ფეხბურთელი აღნიშნული დაპირისპირების MVP გახდა.

გერმანია 1-2 იაპონია (რუდიგერი)

ბუნდეს ნაკრების გახსნით პაექრობაში ტონის შლოტერბეკი შეუწყვილდა. ფლიკის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, „რეალის“ მცველს არაერთგზის მოუწია თამაშში ჩართვა. მან მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით 3 დარტყმაც განახორციელა, ხოლო იაპონელების 1-ლი გოლის დროს კი, მეტის გაკეთება შეეძლო. რუდიგერმა შეუცვლელად იასპარეზა.

ესპანეთი 7-0 კოსტა რიკა (ასენსიო და კარვახალი)

მალიორკელმა შემტევმა „ფურია როხას“ გოლების ფესტივალში საკუთარი წვლილი შეიტანა. ასენსიოს განვლილი მატჩის რიგით მეორე შედეგიანი დარტყმა ჩაიწერა აქტივში და ამის გარდა, 4-ჯერ გაისროლა ბურთი კეილორ ნავასის კარის მიმართულებით. ლუის ენრიკემ მას დიდი ნდობა გამოუცხადა და „ცხრიანის“ პოზიციაზე გაამწესა. მარკომ 69 წუთის განმავლობაში იბურთავა, ხოლო დანიელ კარვახალი სათადარიგოდან უყურებდა შეხვედრის მიმდინარეობას.

ბელგია 1-0 კანადა (კურტუა და აზარი)

10 წუთი საკმარისი გამოდგა კურტუასათვის, რომ დაემტკიცებინა, თუ რატომ დაასახელეს განვლილი სეზონის საუკეთესო მეკარედ. ტიბო კატარის მუნდიალზე უფრო გამორჩეულ დებიუტს ვერც ინატრებდა - მოგერიებული პენალტი და კარის მშრალად შენახვა. რაც შეეხება აზარს, მწვრთნელმას მას მხოლოდ 62 მისცა. ედენმა მაღალ დონეზე იასპარეზა, თუმცა ის ტემპის ნაკლებობას განიცდიდა.

ურუგვაი 0-0 სამხრეთ კორეა (ვალვერდე)

„ელ ფალკონი“ ახლოს იყო გამარჯვებულის გოლი ჩაეწერა აქტივში, თუმცა 89-ე წუთზე აზიელების კარი ძელმა იხსნა. ფედერიკომ შეუცვლელად იბურთავა და MVP-ის წოდებაც დაიბევა.

ბრაზილია 2-0 სერბეთი (ვინისიუსი, როდრიგო და მილიტაო)

ვინიმ „სელესაოს“ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. თავდაპირველად, მის დარტყმულს, რომელიც მეკარემ მოიგერია, დაამატა რიჩარლისონმა, შემდეგ კი, მოდრიჩის სტილში ფეხზე დაასვა ბურთი იგივე რიჩარლისონს და ამ უკანასკნელმაც შესანიშნავად იმოქმედა. 75-ე წუთზე ვინისიუსმა ასპარეზი დაუთმო როდრიგოს. „სან პაულოს“ მკვიდრმაც სცადა შედეგიანი დარტყმის განხორციელება, თუმცა მისი გასროლილი მიზანს აცდა. ედერ მილიტაო სათადარიგო სკამიდან არ წამომდგარა. dle 10.1


1

25 ნოემბერი 2022 12:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8996
მეც ამ მუნდიალზე ბრაზილიას ვბალეშიკობ მაგრამ ხალხს მართლა გონია რომ სერბეთი მაგარი ნაკრებია? პირველ რიგში ჯგუფში ჩარჩებიან სულ მარტივად რომ ვთქვათ. ბრაზილიას ყველაზე დიდი პრობლემა ნახევარდაცვაში აქვს მარტო ერთი ნახევარმცველი ყავს ნორმალური დანარჩენები შლანგები არიან


2

25 ნოემბერი 2022 12:47

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: kontaqti
მეც ამ მუნდიალზე ბრაზილიას ვბალეშიკობ მაგრამ ხალხს მართლა გონია რომ სერბეთი მაგარი ნაკრებია? პირველ რიგში ჯგუფში ჩარჩებიან სულ მარტივად რომ ვთქვათ. ბრაზილიას ყველაზე დიდი პრობლემა ნახევარდაცვაში აქვს მარტო ერთი ნახევარმცველი ყავს ნორმალური დანარჩენები შლანგები არიან


სერბეთი შეილება იყოს კარგი ნაკრები, მაგრამ ბრაზილიამ ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე და დაჩრდილა მეტოქე
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

3

25 ნოემბერი 2022 12:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8996
ციტატა: Federico_Valverde
სერბეთი შეილება იყოს კარგი ნაკრები, მაგრამ ბრაზილიამ ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე და დაჩრდილა მეტოქე

სერბეთი არის საშვალო დონის საჯრები საშვალო დონის ფეხბურთელებით. რას აპიარებენ ასეთს ვითომ პორტუგალიაზე წინ რომ გავიდნენ არ ჩათვლილი გოლის გამო? ასე იტალია მაკედონიამ გამოაგდო და ევროპის საუკეთესო ყოფილა

4

25 ნოემბერი 2022 13:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3126
ვინმემ შეიძლება ამ ადამიანს ინტერნეტის კაბელი ჩაუჭრას? ნეიმარი ყოფილა ზარალი პელეს გადაასწრებს სადაცაა გოლებში და 😭😭

5

25 ნოემბერი 2022 13:27

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
კორექტულად დააფიქსირეთ აზრი... არ არის საჭირო შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთისათვის...

ნეიმარი არ იმსახურებს მსგავს შეფასებას..
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)