კამავინგა: „მოდრიჩი ძალიან ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა“

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში მყოფი ედუარდო კამავინგა მოუთმენლად ელოდება თავის დებიუტს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ახალგაზრდა ფეხბურთელმა Le Parisien-თან ინტერვიუ ჩაწერა.


„ბენზემას კარიერა ნამდვილად სამაგალითო და მისაბაძია. მან „ლიონიდან“ დაიწყო, დღეს კი, უკვე „რეალის“ კაპიტანია და ცოტა ხნის წინ „ოქროს ბურთი“ დაიბევა. ამასთანავე, მის ანგარიშზეა არა ერთი ტიტული, მიღწევა და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის 5 თასი. ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც ჩემს ცხოვრებაში, ასევე ნაკრების შემადგენლობაში. კარიმი ყოველთვის კომფორტულ გარემოში მამყოფებს და ძალიან მეხმარება.“

„დაბადების დღე მოდრიჩმა ფრანგულად მომილოცა. მართალია ბოლომდე გამართულად არ გამოუვიდა, მაგრამ ვაფასებ მონდომებას (იცინის). ლუკა მამად მეკუთვნის, ვინაიდან ჩვენს შორის 17 წელია სხვაობა. ადამიანები ყოველთვის სწავლობენ ისეთი ფეხბურთელებისაგან, როგორიც ხორვატია. მისი კარიერა დიდ პატივისცემას იმსახურებს. მან მირჩია, რომ ჩვეულ სტილში გავაგრძელო ასპარეზობა, შევინარჩუნო კონტროლი და შანსი როდესაც მომეცამ წინ წავიდე ბურთით. ლუკა მეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში. მასთან გატარებული ყოველი დღე უკეთეს მოთამაშედ მაქცევს.“

„დიდიე დეშამის მსოფლიოს ჩემპიონია. ის დიდებულ კლუბებში ასპარეზობდა და ყველაფერთან ერთად შესანიშნავი მწვრთნელია. მუნდიალის მოგება, როგორც ფეხბურთელის, ასევე დამრიგებლის რანგში, ბრწყინვალე შედეგია. მისი რეკომენდაციები მეტად სასარგებლოა, ვინაიდან ჩვენი სათამაშო პოზიციები იდენტურია. ასეთი ღვაწლმოსისი მესაჭის შეგირდება ნამდვილი ოცნებაა. იგივეს თქმა შემიძლია კარლო ანჩელოტიზეც.“

„ზიდანის ფინტი? ამას ბავშვობიდან ვაკეთებ. ხშირად სკოლის ეზოში ვიმეორებდი ზიზუს ცნობილის მოძრაობას და მახსოვს, მასწავლებელმა დედაჩემს უთხრა, რომ ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი. ზიდანმა ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. ამასთანავე, ხშირად ვუყურებდი რონალდინიოს ვიდეოებს „იუთუბზე“ და პოგბას მატჩებს.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)