როდრიგო: „ეს მოხდა, როდესაც 10 წლის გავხდი“

როდრიგო გოესი ყატარში იმყოფება, სადაც პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. „რეალის“ შემტევთან ჩაწერილი ინტერვიუ The Players Tribune-მ გამოაქვეყნა.


„მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს. შესაბამისად, ბავშვობიდანვე მიყვარდა ოცნება და მასზე საუბარი.“

„ქუჩაში ბრაზილიის ნაკრების ფეიკი მაისური მეცვა, ხოლო თმა ნეიმარის სტილში მქონდა. გამუდმებით ვიძახდი, რომ „სელესაოს“ რიგებში ვაპირებდი ასპარეზობას.“

„ამასთანავე, ყველას ვეუბნებოდი, რომ „რეალში“ უნდა მეთამაშა. როდესაც 10 წლის გავხდი, დაბადების დღის წვეულების თემა იყო „როდრიგო რეალში.““

„მე ვაპირებ ჩემპიონთა ლიგის მოგებას - იყო საკლუბო ფეხბურთის უმაღლესი წერტილი, ხოლო მე ვაპირებ ვითამაშო მუნდიალზე, სანაკრებო ფეხბურთის პიკი.“

„„სანტოსში“ დილის 7 საათზე უნდა გამოვცხადებულიყავი, დედა კი, 4 საათზე მძინარეს მაცვევდა ტანსსაცმელს და ჩანთას მიწესრიგებდა. შემდეგ მანქანის უკანა სავარძელზე მაწვენდა და კომფორტულად რომ ვყოფილიყავი, თავს ქვემოთ ბალიშს მიდებდა. ბაზაზე მისვლამდე გამოძინებასა და ჭამას ვასწრებდი. მძღოლი ბიძაჩემი იყო.“

„ვარჯიშებიდან სკოლისკენ გავეშურებოდი, ხოლო გაკვეთილებიდან „სან პაულოში,“ ფუტზალის სათამაშოდ.“

„როდესაც „მანჩესტერ სიტისთან“ ანგარიში გავათანაბრე, ძირითადი დროის დასრულებამდე დარჩენილი იყო 40 წამი. ჩვენ თამაშის გადატვირთვისათვის დავიწყეთ მზადება და მყისვე გვაცნობეს, რომ მსაჯმა 6 წუთი დაამატა.“

„„სანტიაგო ბერნაბეუ“ გაგიჟებული იყო განივთარებული მოვლენებით. რამდენი წამის შემდეგ, დანი კარვახალმა ბუთი ჩააწოდა. მე ვცდილობდი საჯარიმოში შეღწევას, თუმცა მცველმა კონტაქტის გამო, მის უკან აღმოვჩნდი. შემდეგ ბურთი შეეხო ასენსიოს და ჩემი ნახტომი დროული გამოდგა. უმნიშვნელოვანეი გოლი გავიტანეთ.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)