მარადიული "შვიდიანი"
"წმენდა",რომელიც განხორციელდა მადრიდის "რეალში",არ შეეხო გუნდის კაპიტან რაულს.მას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერც იგუაინმა და ვერც ბენზემამ წაართვა.რაული მუდამ იბრძვის და იმარჯვებს.
რაულ გონსალეს ბლანკო–520 მატჩი პრიმერა დივიზიონში,323 გოლი,15 სეზონი ესპანური ფეხბურთის ელიტაში და მუდამ გარანტირებული ადგილი მადრიდის "რეალის" ძირითად შემადგენლობაში.მხოლოდ მისმა გამოუცდელობამ პირველ სეზონში და მძიმე ტრავმამ,რომელიც მიიღო 2005 წელს შეუშალა ხელი მოხვედრილიყო ძირითადში.თუ ამ 2 სეზონზე არ გავამახვილებთ ყურადღებას,რაული მუდამ თამაშოდა მინიმუმ 30 მატჩს სეზონში.
ის ასრულებდა მთავარ როლს გუნდში და მუდამ იყო ლიდერი.ვერცერთმა "გალაქტიკომ" ვერ შეძლო წაერთმია მისთვის ლიდერის როლი და ადგილი ძირითად შემადგენლობაში.მან გადაიტანა მუხლის უმძიმესი ტრავმა.უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ის განიცდის მეორე ახალგაზრდობას და რეგულარულად გააქვს გოლები.
მას მუდამ ჰქონდა მებრძოლი სული და საგოლე ალღო.ის 32 წლისაა,მაგრამ ზურგს უმაგრებს შესანიშნავი კარიერა,რომელზეც ნებისმიერი იოცნებებდა.მისი სისწრაფე,რომელიც არასდროს ყოფილა კოზირი,უკვე დაეკარგა.ბოლო წლებში მას არ უთქვამს თავისი სიტყვა ჩემპიონთა ლიგაზე.ჩნდება კითხვა:საჭიროა რაული მუდამ იყოს ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფიგურა?
გუნდში კრისტიანო რონალდოს,კაკასა და ბენზემას მოსვლის შემდეგ მანუელ პელეგრინს საშუალებას აძლევს მიმართოს როტაციას.ახლა საუბარი არამარტო რაულის ასაკზე,არამედ იმაზეც მიდის გაუძლებს თუ არა კაპიტანი ამდენ დატვირთვას.მას კონკურენციის გაწევა მოუწევს კარიმ ბენზემასთან.ფრანგი ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში.გონსალო იგუაინმა გასულ სეზონში ყველას დაანახა,თუ რას წარმოადგენს.მისი გოლები შთამბეჭდავი იყო.მან დაამტკიცა,რომ შეუძლია იყოს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი.
სტატისტიკა: გასულ წელს ბენზემამ საფრანგეთის ჩემპიონატში გაიტანა ერთით ნაკლები გოლი,ვიდრე რაულმა პრიმერა დივიზიონში.ორივემ ერთნაირი რაოდენობის მატჩები ითამაშა..რაულმა ჩემპიონთა ლიგაზე გამართა 8 შეხვედრა და გაიტანა 5 გოლი.აქ იგუაინი ვერ დაიკვეხნის.მას ჩემპიონთა ლიგაზე არ აქვს გოლი გატანილი.
ბრძოლა ძირითადისთვის...
ისტორიულ მოვლენებშიც რაული ლიდერობს.მიატოვიჩმა და შუკერმა დაკარგეს ძირითადში ადგილი "ელ კაპიტანოს" მოსვლის შემდეგ.გონსალეს ბლანკო მაშინ 20 წლის გახლდათ.რაულმა ასევე პენსიაზე გაუშვა ემილიო ბუტრაგენიო."გალაქტიკოსების" დროსაც გუნდის ნომერ პირველ თავდამსხმელად რჩებოდა დელ ბოსკეს,კეირუშისა და ლუქსემბურგოს დროს.
2004/05 წლების სეზონში შეტევაში რაულისა და ოუენის დუეტი იდგა.გუნდის შეტევა დიდებულად გამოიყურებოდა:ფიგუ,ზიდანი,რონალდო და ბექჰემი.მეორე თავდამსხმელად ყოფნა შეეძლო როგორც რაულს,ასევე ოუენს.მიუხედავად იმისა,რომ ინგლისელმა ფორვარდმა რაულზე მეტი გოლი გაიტანა,კაპიტანი მაინც ყველაზე ბევრჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში.38 შეხვედრიდან 31–ში.
ისტორია და ციფრები რაულზე კარგად მეტყველებს,მაგრამ მას კლუბში სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერავინ მისცემს."იმედი მაქვს,რაული იბრძოლებს,როგორც მთელი ცხოვრების განმავლობაში.მან ყველაფერი ისე უნდა გააკეთოს,როგორც მწვრთნელი ეტყვის"–განაცხადა ვალდანომ.მიუხედავად რაულის შესანიშნავი ფორმისა,შეიძლება ის სათადარიგოთა სკამზე დასვან.
2008 წელს,კალდერონის პრეზიდენტობის დროს რაულმა და იკერ კასილასმა გააფორმეს სამუდამო კონტრაქტი კლუბთან.გონსალეს ბლანკოს კონტრაქტს ვადა 2011 წელს გასდის და განახლდება,თუ ითამაშებს 30 მატჩს 2010/2011 წლების სეზონში.
რა თქმა უნდა ყველაფერი დამოკიდებული იქნება რაულზე.თუ ის ვერ ითამაშებს კარგად,მას მოუწევს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა.ის ახალ გამოწვევას დიდი აზარტით შეხვდება,რომლითაც ის მუდამ გამოდიოდა მოედანზე და გახდა საუკეთესო ბომბარდირი.რაული მუდამ გამარჯვებულია.
- 17 აგვისტო 2009
- 4114
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.