„რეალი“ იანვარში 4 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს

მსოფლიოს ჩემპიონატის გამო საკლუბო ფეხბურთი დაპაუზებულია, თუმცა „სანტიაგო ბერნაბეუს“ ოფისებში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარასთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობენ.


როგორც ცნობილია, სამეფო კლუბი იანვარში შემადგენლობის გაძლიერებას არ აპირებს, მაგრამ ჟურნალისტ ტომას გონსალეს-მარტინესის ინფორმაციით, კლუბი 4 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს (გაყიდვა ან იჯარა). საუბარია აზარზე, მარიანოზე, ვალიეხოსა და ოდრიოსოლაზე.

აღნიშნულ მოთამაშეებს, ფაქტობრივად, არ ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება და მხოლოდ სავარჯიშო პროცესებში არიან ჩართულნი.

დომენიკელ ფორვარდს მომავალ ზაფხულს ეწურება მოქმედი კონტრაქტი და მას 2023 წლიდან უკვე შეუძლია თავისუფლად აწარმოოს მოლაპარაკებები ნებისმიერ კლუბთან. მისდამი ყველაზე დიდ ინტერესს ხუან ლოპეტეგის „ვულვზი“ გამოხატავს.

მიმდინარე სეზონში მოედანზე არცერთი წუთი გაუტარებია გუნდში დაბრუნებულ ოდრიოსოლას. იტალიურ პრესაში მის მომავალს „იუვენტუსს“ უკავშირებენ. თითქმის იდენტურ სიტუაციაშია ცენტრალური მცველი ვალიეხო. არსებული კონკურენციის ფონზე, სარაგოსელის სათამაშო დრომ მხოლოდ 5 წუთი შეადგინა.

რაც შეეხება ედენ აზარს, მიუხედავად ყველაფრისა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის ზამთარში საყვარელი კლუბის რიგების დატოვებას დათანხმდეს.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)