Globe Soccer Awards 2022 - ნომინანტები ცნობილია!

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღით ადრე (17 ნოემბერს), დუბაიში, 2022 წლის Globe Soccer Awards-ის გალა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.


მომავალ ღონისძიებაზე 21 ნომინაციაში გამოავლენენ გამარჯვებულს. მათ შორის ყველაზე საინტერესოა - წლის საუკეთესო ფეხბურთელი, წლის საუკეთესო მწვრთნელი, წლის საუკეთესო კლუბი, წლის საუკეთესო პრეზიდენტი, წლის საუკეთესო ახალაგზრდა ფეხბურთელი და წლის საუკეთესო ფეხბურთელი გულშემატკივრების ვერსიით (TikTok Fan Award).

წლის საუკეთესო ფეხბურთელზე ნომინირებულნი არიან: კარიმ ბენზემა, ტიბო კურტუა, ლუიშ დიაში, ერლინგ ჰალანდი, კილიან მბაპე, სადიო მანე, რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდო და მოჰამედ სალაჰი.

წლის საუკეთესო მწვრთნელზე ნომინირებულნი არიან: კარლო ანჩელოტი, აბელ ფერეირა, რენატო გაუჩო, ხოსეპ გვარდიოლა, იურგენ კლოპი, ჟოზე მოურინიო და სტეფანო პიოლი.

წლის საუკეთესო კლუბზე ნომინირებულნი არიან: მადრიდის „რეალი,“ „ფლამენგო,“ „პსჟ,“ „პალმეირასი,“ „მანჩესტერ სიტი,“ „ლივერპული,“ „რომა,“ „მილანი,“ „ალ-ხილალი“ და „ვიდადი.“

TikTok Fan Award-ზე ნომინირებულნი არიან: ტიბო კურტუა, კარიმ ბენზემა, ერლინგ ჰალანდი, კევინ დე ბრუინი, რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი.

წლის საუკეთესო პრეზიდენტზე ნომინირებულნი არიან: ფლორენტინო პერესი, პაოლო სკარონი და ხალდუნ ალ მუბარაკი.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელზე ნომინირებულნი არიან: ფედერიკო ვალვერდე, გავი და ვიკტორ ოსიმენი.

ხმის მიცემა შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)