აზარი: „თუ „რეალი“ მეტყვის ამას, აუცილებლად დავთანხმდები“

ედენ აზარი ბელგიის ეროვნული ნაკრების რიგებში იმყოფება და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. „რეალის“ ნახევარმცველს „მარკა“ ესაუბრა.


- ჯერ კიდევ გაბედნიერებთ ფეხბურთი?
- რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როდესაც არ გიწევს ასპარეზობა, მაგრამ თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ფეხბურთი არის ჩემი ცხოვრება და ძალიან მომწონს მოედანზე გასვლა.

- რას გრძნობ, როდესაც „ვალდებებასზე“ მიდიხარ დილით? ალბათ, სამნახევარი წლის წინ ვერ წარმოიდგენდი მოვლენების ასეთ განვითარებას..
- მომწონს ბაზაზე გამოცხადება, ვინადაინ იქ ბევრი კარგი მოთამაშე და ადამიანი მხვდება. ცხადია, მწირი სათამაშო დრო მტკივნეული თემაა, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ, რათა თანაგუნდელების გვერდით ვიასპარეზო. ამისათვის ყველაფერს ვაკეთებ.

- მუნდიალი ბოლო შანსია თქვენთვის, რომ დაამტკიცოთ შესაძლებლობები?
- დიახ. ყველას უნდა დავუტმკიცო, რომ შემიძლია ფეხბურთის თამაში. ადამიანებს ეჭვი ეპარებათ ამაში.

- სხვა პერსონა რომ იყო, რას იტყოდით ამ აზარზე?
- იმას, რომ ის არის კარგი ბიჭი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში იღბალი არ წყალობს. რომ ის არის კარგი ფეხბურთელი, რომელმაც მეტი დრო უნდა გაატაროს მწვანე მინდორზე.

- რატომ შეაქვთ ადამიანებს ეჭვი თქვენში?
- ეს ნორმალურია, ვინაიდან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში იშვიათად მეძლევა თავის გამოჩენის საშუალება. ჩემი პოტენციალი მოედანზე უნდა გამოვავლინო, მაგრამ როდესაც მხოლოდ 5, 10 და 15 წუთით მიწევს თამაში, ძალიან რთული ამის გაკეთება.

- მიუხედავად ყველაფრისა, ამბობენ, რომ თქვენ სახეზე ისევ არის ღიმილი და თქვენ არ ქმნით პრობლემებს...
- მე ვარ იღბლიანი, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვირიცხები.

- პირველი სეზონის შემდეგ თქვით, რომ გულშემატკივრებმა მეორე სეზონის შედეგებით უნდა განგსაჯონ, რამაც არ იმუშავა. რა ნიშანს დაუწერდით საკუთარ თავს მადრიდული კარიერიდან გამომდინარე?
- ნულს, იმიტომ რომ არ ვთამაშობ, ხოლო ათს იმისათვის, თუ როგორ გავდივარ ამ ეტაპს გუნდთან ერთად. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო „რეალის“ მაისურის მორგება და კონტრაქტით კიდევ 1 წელი მაქვს დარჩენილი. ძალიან მინდა ყოველთვის ამ კლუბის ღირსევის დაცვა.

- ამ წლების განმავლობაში სხვა კლუბში გადასვლის რეალური შანსი არსებობდა?
- (არ დაასრულებინა კითხვა ბოლომდე ჟურნალიტს - ავტ.) არა, არა.

- „ჩელსისგან“ ზარი არ მიგიღიათ, შესაძლებელია, სანამ მარიან გრანოვსკაია მუშაობდა იქ?
- არა.

- რა შანსი არსებობს, რომ იანვარში ან ივნისში დატოვებთ კლუბს?
- ზამთრის სატრანსფერო ფანრჯის დროს ეს შეუძლებელია, ვინაიდან ოჯახი მყავს და ძალიან მომწონს მადრიდი, მაგრამ ზაფხულში ამის შანსი არსებობს. როგორც უკვე აღვნიშნე, კონტრაქტით კიდევ 1 სეზონის გატარება მეკუთვნის აქ, თუმცა კლუბის გადასაწყვეტია. თუ ხელმძღვანელები მეტყვიან რომ ჩვენი გზები უნდა გაიყაროს, რა თქმა უნდა, დავთანხმდები, რაც ნორმალურია. ჩემი სურვილია „რეალში“ დარჩენა და თამაში.

- და მაინც სად დაუშვით შეცდომა? მაგალითად, როდესაც „ბლანკოსში“ გადმოხვედით, პირველივე პრე-სეზონზე ჭარბი წონით გამოცხადდით...
- ეს ისტორია იყო 4 წლის წინ. აღნიშნულის შემდეგ სანამ ტრავმას მივიღებდი, 2 თვიან მონაკვეთში ძალიან კარგად ვასპარეზობდი. 10 წლის განმავლობაში 500 შეხვედრა ჩავატარე „ჩელსის“ შემადგენლობაში, ყოველგვარი ლაზარეთის გარეშე, მაგრამ მადრიდში არა ერთ პრობლემას გადავაწყდი ამ მიმართულებით. შეუძლებელია ავხსნა, თუ რატომ მოხდა ასე...

- ამბობენ, რომ თქვენ უკეთესად უვლით საკუთარ თავს. მაგ. ადრე სატრენაჟორო დარბაზში არ დადიოდით, ახლა კი პირიქით...
- დიახ, ეს სიმართლეა. ბევრი რამ შევცვალე.

- კვების მიმართულებითაც?
- დიახ.

- რა მესიჯს გაუგზავნიდით მადრიდისტებს, რომლებიც თქვენით იმედგაცრუებულნი არიან?
- ბოდიშს გიხდით, მეგობრებო. მე ვცდილობ, მაგრამ... არ არის ადვილი, თუმცა დასამტკიცებლად კიდევ 1 წელი მაქვს. ბევრს არ ვთამაშობ და მინდა, რომ მეტი დრო გავატარო საქმეში. ძალიან ვწუხვარ მოვლენების ამგვარი განვითარებით. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)