შემდეგი მეტოქეები:"დორტმუნდი" და "როსენბორგი"
მადრიდის "რეალს" დარჩა ორი მატჩი ჩასატარებელი წინასასეზონო მომზადების დასრულებამდე.
პირველი მატჩი გაიმართება 19 აგვისტოს "დორტმუნდთან".მატჩი მიეძღვნება გერმანული კლუბის ასი წლის იუბილეს.24 აგვისტოს კი "სამეფო კლუბის" მეტოქე "ბერნაბეუს" თასზე იქნება ნორვეგიული "როსენბორგი".
"რეალმა" წინასასეზონო მომზადება დაიწყო 10 ივლისს,რის შემდეგაც გუნდმა 10 დღე გაატარა დუბლინში.მადრიდელებმა გაიმარჯვეს "შემროკ როვერსთან" 1:0.მადრიდში დაბრუნებისთანავე მანუელ პელეგრინის შეგირდებმა მონაწილეობა მიიღეს "მშვიდობის თასის" გათამაშებაში,სადაც მადრიდელების მეტოქეები იყვნენ "ალ იტიჰადი"(1:1),ლ.დ.უ(4:2) და "იუვენტუსი"(1:2).
ცოტა ხნის შემდეგ "რეალის" ფეხბურთელებმა გამართეს ჩრდილო–ამერიკული ტურნე,სადაც ითამაშეს ორი ამხანაგური მატჩი.პირველი მატჩი "სამეფო კლუბმა" გამართა "ტორონტოს" წინააღმდეგ(1:5),ხოლო მეორე შეხვედრაში მათი მეტოქე გახლდათ "დი სი იუნაიტედი"(0:3).ამის შემდეგ მადრიდელებმა გამართეს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ.კარიმ ბენზემასა და ვესლი სნეიდერის გოლებით მადრიდელებმა მიაღწიეს გამარჯვებას(0:2).
ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com
- 16 აგვისტო 2009
- 2739
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.