კაზემირო:,,ყველაფერი ამოვწურე, რეალში უბედნიერესი ვიყავი"

კაზემირომ „რეალის“ ფეხბურთელის რანგში ბოლო პრესკონფერენცია გამართა...

„რას ვგრძნობ ახლა? მხოლოდ იმას, რომ ამაყი ვარ. 2013 წლის იანვრიდან მოყოლებული ჩემი ფიქრები მადრიდის „რეალზე“ იყო გადართული. ყველა მატჩში, ყველა ვარჯიშზე და ყველა სიტუაციაში „მერენგების“ გამარჯვებაზე ვოცნებობდი. მე აქ ბოლომდე დავიხარჯე და არ მახსენდება მომენტი, როდესაც მხოლოდ კლუბზე არ ვფიქრობდი.“

„ამ კლუბისთვის ყველაფერი გავეცი. როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, აგენტს ვუთხარი, რომ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა, მან შვებულებაში გასვლა და დაფიქრება მირჩია. დაბრუნების შემდეგ აზრები არ შემიცვლია.“

„მსურს, მანჩესტერულ კლუბს აღორძინებაში დავეხმარო. აქ ყველაფერი მოვიგე, ყველაფერს მივაღწიე და ამისთვის ყველაფერი გავიღე. მადრიდის „რეალის“ წარმატებაში საკუთარი წვლილი მაქვს შეტანილი და ვეცდები, რომ პრემიერლიგაშიც იგივე გავაკეთო. გავეცნობით ინგლისურ ლიგას, კულტურას, ხალხს და ასე შემდეგ.“

„პრეზიდენტთან საუბარი ურთულესი იყო. ფლორენტინომ მხარდაჭერა აღმითქვა, რამაც მეტი შემართება მომცა. დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, რომელმაც მითხრა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიესალმებოდა.“

„მაქვს განცდა, რომ ჩემი ვალდებულება „რეალის“ მიმართ შესრულებულია. ლა ლიგასთან ერთად პრემიერლიგა ძალიან მიყვარს, სწორედ ამიტომ დავთანხმდი მანჩესტერული გრანდის წინადადებას.“

„„რეალი“ კვლავ გააგრძელებს ტიტულების მოგებას, ვინაიდან ეს ამ კოლექტივს ხასიათში აქვს. ინგლისიდან მადრიდულ გრანდს ვუქომაგებ და ფეხბურთელებთან ერთად აღვნიშნავ გოლებს, გამარჯვებებს, ტიტულებს. მე ვიცი, რომ აქაურობა ყოველთვის ძალიან მეყვარება.“

„ტონი კროოსმა ღამის 4 საათზე მომწერა მივდიოდი თუ არა, როგორც სჩანს ის ძალიან ნერვიულობდა, მე კი ვუპასუხე, რომ ღამე მაინც დავეძინებინე. ჩვენ ერთად უდიდესი ეპოქა შევქმენით, ამიტომ გულისწყვეტა გასაგებია.“

„„ბერმუდის სამკუთხედი“ დაიშალა, სწორედ ასე გვიწოდა ანჩელოტიმ ცოტა ხნის წინ. ტონი და ლუკა გუნდში რჩებიან, ისინი ამ კოლექტივის მამოძრავებელ ძალად განიხილებიან და მჯერა, რომ კიდევ დიდ წარმატებას მიაღწევენ.“

„დედამ მასწავლა, რომ არ არსებობს მთა, რომლის დალაშქვრაც არ შეიძლება, მთავარი მონდომება და შემართებაა. ჩემი ნება რომ იყოს, მანჩესტერელთა დახმარებას დღესვე დავთანხმდებოდი. ვიცი, რომ წინ დიდი გამოწვევები მაქვს. 18 წლის ბიჭივით ვარ და მჯერა, რომ მომდევნო წლებში აუცილებლად ვიბრძოლებ.“

„„რეალს“ ჰყავს ჩუამენი, კამავინგა და ვალვერდე. ეს უკანასკნელი შესაძლოა ჩემ პოზიციაზეც იხილოთ, თუმცა ფრანგებმაც დაამტკიცეს, რომ უდიდესი მომავალი აქვთ. საბედნიეროდ, მე არ ვარ მწვრთნელი და არჩევანის გაკეთება არ მიწევს, ეს საკმაოდ რთულია.“

„ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ ვიასპარეზებ, მაგრამ ევროპის ლიგაზე ვეცდები წარმატების მიღწევას, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ 1 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგასაც დავუბრუნდები.“

„რონალდუს ხილვა ძალიან სასიამოვნო იქნება, მასთან ერთად ბურთის გაგოება ყოველთვის დიდი პატივი იყო, ის არის კერპი და ლეგენდარული ფიგურა.“

„როდესაც „რეალში“ თამაშობ, სახლში ყოველთვის ღიმილით ბრუნდები და სირთულეების გადალახვას მარტივად ახერხებ. ახლა მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის და ვიცი, რომ 30 წლის ასაკში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ და წინ დიდი მიზნები მაქვს.“

„კრიშტიანოს ვნახავ და „რეალზე“ ვეტყვი რომ არაფერი შეცვლილა, ამ კლუბში მხოლოდ დრო გადის, მიდგომები კი იგივე რჩება.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 აგვისტო 2022
  • 7031
  • 28

1

22 აგვისტო 2022 17:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 387
„ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ ვიასპარეზებ, მაგრამ ევროპის ლიგაზე ვეცდები წარმატების მიღწევას😂😂😂😂😂

რომ 1 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგასაც დავუბრუნდები.😂😂😂😂😂😂

2

22 აგვისტო 2022 17:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ძალიან მაგარი გამოსვლა ქონდა. ავტორი გამოგრჩა ფულზე რო თქვა. "ვინც ამბობს,რომ ფულის გულისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი,ის უბრალოდ არ მიცნობს. ფული რო მთავარი ყოფილიყო 5 წლის წინ წავიდოდი" ატირებული კაზე, ატირებული ანჩელოტი და მოწყენილი პერესი,იდეალური კადრი იყო,რაც კიდე ერთხელ ამტკიცებს რეალის სიდიადეს. ღირსეული გაცილება და ღირსეული სიტყვა. 👏👏

3

22 აგვისტო 2022 18:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 387
ციტატა: კასილასი-THE best
"ვინც ამბობს,რომ ფულის გულისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი,ის უბრალოდ არ მიცნობს

და დავიჯერეთ ჩვენც

4

22 აგვისტო 2022 18:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: BLACK MAMBA
„ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ ვიასპარეზებ, მაგრამ ევროპის ლიგაზე ვეცდები წარმატების მიღწევას😂😂😂😂😂

რომ 1 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგასაც დავუბრუნდები.😂😂😂😂😂😂

რამოსი წავიდა, რონალდო წავიდა, რა ჩემი ფეხები მიიღეს რეალის მერე, ამასაც ეგ დღე ელის, აგერ რეალმა ლიგა მაინც დადო წელს, ასე რო ვინც წავა რეალიდან იმან იდარდოს თორე ჩვენ არ გვაქ არაფერი სანერვიულო.

5

22 აგვისტო 2022 18:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 387
ციტატა: Rafael nadal

ფული მიიღეს ძმა ფული ღორებმა

6

22 აგვისტო 2022 18:18

ხოდა მო.იათ დედა ძმაო, რეალი კვლავ გააგრძელებს მწვერვალების დაპყრობას, რამოსი ლიგა 1 ს ვერ გაცდწბა, რონალდო და კაზემირო კი ეპლის 7 ეულლს ვსიო.

7

22 აგვისტო 2022 18:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 593
კაზემირო თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა თუ რამდენში გაიყიდა?

8

22 აგვისტო 2022 18:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: lasha-bacha
კაზემირო თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა თუ რამდენში გაიყიდა?

70 მილიონად + ბონუსები 10 მილიონი

9

22 აგვისტო 2022 18:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: RONALDINHO
:D . არა რა, ავადმყოფი მინახია,მარა ასეთი არა.:D

შენზე ავა.ოფი ვინმე არი ამ საიტზე, პმ რო მაგინებ უმიზეზოდ შე მართლა იმბეცილო?

10

22 აგვისტო 2022 18:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: BLACK MAMBA
ციტატა: კასილასი-THE best
"ვინც ამბობს,რომ ფულის გულისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი,ის უბრალოდ არ მიცნობს

და დავიჯერეთ ჩვენც

ფულის გულისთვის რეალში არ თამაშობენ 10 წელი, რეალში 6 მილიონი ქონდა და ხმა არ ამოუღია არასდროს,როცა ხალხს 12-15 ქონდა მარა ეს კაცი მთელ გულს და სულს დებდა ყველა თამაშში. ან მანჩესტერში 375000 დაუნიშნეს ხელფასი კვირაში და ეს რო არაბეთში წასულიყო სათამაშოდ,მაგ ფულს 1 საათში აიღებდა.

11

22 აგვისტო 2022 18:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 593
ციტატა: კასილასი-THE best
ციტატა: lasha-bacha
კაზემირო თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა თუ რამდენში გაიყიდა?

70 მილიონად + ბონუსები 10 მილიონი

გასაგებია...მადლობა

12

22 აგვისტო 2022 18:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3485
კაცი ხარ კაზე კაცი! თან ისეც არ მიუტოვებია გუნდი რომ შემცვლელი არ გვყავდეს. ჩუამენი გააგრძელებს ამის გზას.
-----------------------
ვენგერი 26 წელი = 0 ჩემპიონთა ლიგა
ფერგიუსონი 26 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
მოურინიო 17 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
გვარდიოლა 10 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა

ზიდანი 2.5 წელი 3 ჩემპიონთა ლიგა :)

13

22 აგვისტო 2022 18:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
მაგრად დამწყვიტე გუნდი და ვერ დავიჯერებ, რომ ახალი გამოწვევის მისარებად წახვედი მანჩესტერში. არცერთი ნორმალურად აწყობილი გუნდი არ იტყოდა უარს შენზე.

14

22 აგვისტო 2022 18:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კაზემირომ მინიმუმ 4 ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ის არის ლეგენდა წავიდაა? მერე რა უნდოდა ახალი რამე შენ ერთ სამსახურში ყველაფერი რო გაიღო და ახალი რამე მოგინდეს თუნდაც მეტი ანაზღაურება ახალი ნაცნობები ახალი გამოწვევები შენი თავის გამოცდა ბოლოს და ბოლოს არ წახვალ? ხო და ესეც წავიდა კაზე არის რეალის ისტორიაში საუკეთესო ჩამშლელი ჰალამადრიდ ჰალა კაზეეე.

15

22 აგვისტო 2022 18:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მანიუში ჰა ჰა კონფერს ლიგას გამოკრას ხელი არადა, სადაც ლივერი, სიტი, ტოტე, უკვე არსენალიც, ჩელსი და უამრავი გრანდია ამ მანიუს ოთხეულიც გაუჭირდება ძმაო თორე.

16

22 აგვისტო 2022 19:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2585
მანჩესტერში რას ამოწურავ ეტთი ვნახავ. ყოვ წელს ოთხეული რომ გექნება სანატრელი! რამდენ ტიტულს მიამატებ ნეტა ამ ხუთი წლის მამძილზე რეალში მოპოვებულ ტიტულებს. მგონი მარტივი გამოსაცნობია. ვერც ერთს!

17

22 აგვისტო 2022 20:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
4 წლის წინ პსჟს უნდოდა დამატება, 25 მილიონს სთავაზობდა ხელფასს. ზედიზედ მესამე რომ მოვიგეთ მაგ ზაფხულს, 18ში და არ გადავიდა. ამაზე რას იტყვით? 😀

18

22 აგვისტო 2022 20:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფულმა შენ კი არა, კიკუ გადარია🤣🤣 მართლაც ხერხემალი იყავი რეალის! ეს იგივეა კიმიხი რომ წავიდეს ჩვენიდან! ჩვენ იოზუას შემცვლელი არ გვყავს რეალს კი!

19

22 აგვისტო 2022 21:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 387
ციტატა: Bayern 4-ever
ფულმა შენ კი არა, კიკუ გადარია🤣🤣 მართლაც ხერხემალი იყავი რეალის! ეს იგივეა კიმიხი რომ წავიდეს ჩვენიდან! ჩვენ იოზუას შემცვლელი არ გვყავს რეალს კი!

გამოავლინა ბოლოს ბრაზილიელობა რა

20

22 აგვისტო 2022 21:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 387
ბენზოს როდის ჭედებენ ბიჭებო ოქროს ბურთს თარიღი იცით? როგორც რედონდო იტყოდა ტანკლი ტუნკლი სასტავი ვითომ მადრიდისტები რომ ბენზოს ასხავდენ როგორ დაიხევს მაგ სასტავს აზე ხარ გაქრებიან საიტიდან მძორები იმენა ბენზო დაისვავს და ახტუნავებს მაგ სასტავს ვინც ლეგენდას ასხავდა

21

22 აგვისტო 2022 22:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ისე ადრე როცა არ ვიყავი დარეგისტრირებული, კომებს ვკითხულობდი და ზიზუზეც წერდა ეს რა ტრებერია მოაშორეთო, პირველი ლიგა გაუვარდაო და ასხსვდა, ბენზოსაც ასხავდა ეს ვითომ მადრიდისტა. და მესიზე ა.ევდა სულ, ჯერ მარტო ნიკად რონალდინიო უწერია რაის მადრიდისტაა ეს?

22

22 აგვისტო 2022 22:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვისაც მე black mamba ვგონივარ და უმიზეზოდ მტენის მე მისი დედას ვტე.ე, მაგ სლეობა ვინც აიტაცია კიდე ინიესტა 8 სლეში თუ ჩემი ფეხები მოგიმათ დედები მმე.

23

22 აგვისტო 2022 22:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2585
კუნდეს ვერ არეგისტრირებენ ჯიგრები და მოუწევთ უფასოდ გაუშვან 60 მილიონად ნაყიდი კაცი🤣🤣😍 აგერ მოვა 31 აგვისტო რას მოასწრებენ აბა ვნახოთ!

24

22 აგვისტო 2022 23:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 52
86 მილიონი 4 წელში , თუ გაუგრძელეს +1 , სულ 108 ლიმონს მოხსნის. შვილიშვილებსაც ეყოფად მაგის ) თან არამგონია მანიუ ამ 5 წელიწადში რეალის კონკურენტად იქცეს ლიგაზე , ასე რომ არაუშვას

25

23 აგვისტო 2022 00:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 817
აი სად წავიდა კაზე. დაქცეული დაქცეულიო. :დ გადაახია ბურთი ლივერპულს.

26

23 აგვისტო 2022 01:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
იმედია მართლა მოიხოდება მანიუ. ინგლისში ტოტენჰემს ვქომაგობ კონტეს პონტში, მაგრამ მანიუს წარმატებაც მაგრა გამისწორდება. რეალთან ძალიან ახლოს არის ეგ გუნდი, ისტორიულად სულ კარგად არიან ერთმანეთთან. რეალის ფეხის დაცდენას, როგორც უსაფრდებიან კულეები და სხვა გუნდის ფანები მასიურად ზუსტად ეგრე ზეიმობს მთელი პრემიერლიგის ფანკლუბი მანიუს ფეხის დაცდენას 🙂 რეალს მგონი მარტო მანიუს ფანებიღა თუ ქომაგობენ თორე სხვა გრანდების ფანები ლამისაა გასკდნენ.

ლივერპულს ვქომაგობდი კლოპის გამო, როცა მწვრთნელად დაინიშნა. თამაშს არ ვმაზავდი და სიგიჟემდე ვაფანატებდი, მაგრამ ოდნავ გაიქაჩნენ თუ არა, ეგრევე დაიწყეს ტიპებმა დამცინავად საუბარი და თითქოსდა ყველას ზემოდან უყურებენ😂 ყოველი წარუმატებლობის მერე ყველა და ყველაფერია დამნაშავე ოღონდ თვითონვე არა. ისე იქცევიან თითქოსდა 30 წელი ჭაობში იყვნენ კიარა, მეგა დომინანტები ყოფილიყვნენ😂 რა უცებ დაივიწყეს სად იყვნენ. წავა კლოპი და დაუბრუნდებიან დიდი ალბათობით მაგ ჭაობს.

27

23 აგვისტო 2022 01:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 693
ციტატა: Rafael nadal
ვისაც მე black mamba ვგონივარ და უმიზეზოდ მტენის მე მისი დედას ვტე.ე, მაგ სლეობა ვინც აიტაცია კიდე ინიესტა 8 სლეში თუ ჩემი ფეხები მოგიმათ დედები მმე.

გუშინ ამ ნიკზეც იძახდი ჩემი არ არისო, შვილი დაიფიცე.

28

23 აგვისტო 2022 10:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 342
ციტატა: Vini Jr.
იმედია მართლა მოიხოდება მანიუ. ინგლისში ტოტენჰემს ვქომაგობ კონტეს პონტში, მაგრამ მანიუს წარმატებაც მაგრა გამისწორდება. რეალთან ძალიან ახლოს არის ეგ გუნდი, ისტორიულად სულ კარგად არიან ერთმანეთთან. რეალის ფეხის დაცდენას, როგორც უსაფრდებიან კულეები და სხვა გუნდის ფანები მასიურად ზუსტად ეგრე ზეიმობს მთელი პრემიერლიგის ფანკლუბი მანიუს ფეხის დაცდენას 🙂 რეალს მგონი მარტო მანიუს ფანებიღა თუ ქომაგობენ თორე სხვა გრანდების ფანები ლამისაა გასკდნენ.

ლივერპულს ვქომაგობდი კლოპის გამო, როცა მწვრთნელად დაინიშნა. თამაშს არ ვმაზავდი და სიგიჟემდე ვაფანატებდი, მაგრამ ოდნავ გაიქაჩნენ თუ არა, ეგრევე დაიწყეს ტიპებმა დამცინავად საუბარი და თითქოსდა ყველას ზემოდან უყურებენ😂 ყოველი წარუმატებლობის მერე ყველა და ყველაფერია დამნაშავე ოღონდ თვითონვე არა. ისე იქცევიან თითქოსდა 30 წელი ჭაობში იყვნენ კიარა, მეგა დომინანტები ყოფილიყვნენ😂 რა უცებ დაივიწყეს სად იყვნენ. წავა კლოპი და დაუბრუნდებიან დიდი ალბათობით მაგ ჭაობს.

მანჩესტერის ფანები ეხლა იმიტო გვქომაგობენ რომ ვარანი რონი კაზე ყავთ ჩვენგან და + კაი ხანი არ გამოგვიგდებია მანჩესტერი ლიგიდან მარა ისეც ძაან მევასება ეგ გუნდი.
4-0 ზე იძახდნენ ლივერპულის ფანები მესამე სასტავით ითამაშეს და წააგესო და ეხლა რას იტყვიან ნეტა ამ 2-1 ზე.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)