მოუ: "სასურველი შედეგისთვის 2 წელი მჭირდება"

დღეს ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა. "ჩემს გუნდებთან სასურველ შედეგს მეორე წელს ვაღწევ."


ჟოზე. "ძალიან უკმაყოფილო ვარ ჩემი ცხოვრებით. მე ჩემს ოჯახთან და ჩემს მეგობრებთან ერთად, გარეთ გასვლის საშუალებაც კი არ მაქვს. ეს არის ერთი რამ ფეხბურთში, რომელიც არცერთ ფეხბურთელს და არცერთ მწვრთნელს არ მოსწონს. ხალხი ჩვენს ირგვლივ ყოველთვის იკრიბება და მოსვენების საშუალებას არ გვაძლევენ, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს."

''ჩემი ოჯახი ჩემით ძალიან უკმაყოფილოა. როცა მადრიდში ჩამოვედით, მე გადავწვიტე ატრაქციონების პარკში წავსულიყავი. ჩემს ცოლს ვთხოვე ჩემთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ მან უარი მითხრა, რადგან იცოდა, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ხალხი შეიკრიბებოდა. ჩემი ცოლი არა, მაგრამ ჩემი შვილი ჩემთან ერთად წასვლაზე დამთანხმდა, მაგრამ როცა სახლში დავბრუნდით, მან მითხრა, რომ ჩემთან ერთად გარეთ არასოდეს არ გამოვიდოდა, რადგან ის ძალიან შეწუხდა. მე ვხვდები, რომ თავისუფლება არასოდეს მეღირსება, ასე რომ ჩემი ცხოვრება ფეხბურთია, მე ყოველთვის ფეხბურთზე ვფიქრობ, სხვა რამეზე ფიქრი უკვე აღარ გამომდის."

"ჩემი გუნდები სასურველ შედეგს, ჩემი წვრთნიდან მეორე წელს აღწევენ.

"მზად ვარ მადრიდის "რეალი" გავწვრთნა. ვიცი, რომ აქ მოგება ადვილი არ იქნება, მაგრამ რაც მოგება უფრო ძნელია, მით უფრო მოტივირებული ვარ მოსაგებად. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი გუნდები წარმატებას მეორე წელს აღწევენ. წელს ტიტულს აუცილებლად მოვიგებთ, მაგრამ მთავარი მიზანი მომავალ წელს ასრულდება."

"ფეხბურთელებს, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად ვენდობოდი, ბოლოში ისინი საუკეთესოები გამოდგნენ."

"ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად 1 წელი უნდა დავიცადოთ, თუ წელს არა, მაშინ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგა ჩვენი იქნება. მე ფეხბურთელების შესარჩევად 1 წელი მჭირდება. მე ბევრ ფეხბურთელებში ვცდებოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ეს ფეხბურთელი გუნდში საუკეთესო იყო, ბოლოში ის ყველაზე ცუდი აღმოჩნდა. ვიზეც ვფიქრობდი, რომ გუნდის ყველაზე ცუდი ფეხბურთელი იყო, ის ბოლოს საუკეთესო აღმოჩნდა." დაასრულა პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ.

ინფორმაციის წყარო Defensacentral.com dle 10.1

  • Dzebnili
  • 1 აგვისტო 2010
  • 2005
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)