ბენზემა:„„ბარსელონას“ ვარსკვლავი ნამდვილად ვერ შემაშინებს“

კარიმ ბენზემამ „აინტრახთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ ფინეთში იმისთვის ჩამოვედით, რომ ევროპის სუპერთასი მოვიგოთ და მადრიდისტები გავახაროთ. ეს იქნება იმ დიდებული სერიის გაგრძელება, რომელიც შარშანდელ სეზონში გვქონდა.“

„გუნდმა კარგად ივარჯიშა და ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე დგას. ერთი სიტყვით, გამარჯვებისთვის მზად ვართ.“

„ვარ თუ არა მსოფლიოში საუკეთესო? ეს სხვა ადამიანებმა უნდა თქვან. მე მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ სეზონიდან სეზონამდე საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშო და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშე გავხდე.“

„6 ტიტულის მოგება შეგვიძლია. მერწმუნეთ, მადრიდის „რეალი“ მიზანი ყველა მათგანის მოგება იქნება. ჩვენ ეს შეგვიძლია.“

„რონალდუს წასვლის შემდეგ გუნდის მთავარი გოლეადორის სტატუსი მოვირგე. როდესაც პორტუგალიელი ჩვენთან ერთად იყო, უფრო მეტად მის დახმარებაზე ვიყავი ორიენტირებული. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და კიდევ ბევრი გოლის გატანას ვგეგმავ.“

„ოქროს ბურთი? ამაზე ახლა არ ვფიქრობ, ჩემთვის ყველაზე მთავარი გუნდური ჯილდოებია.“

„ლევანდოვსკიზე ძალიან ბევრს მეკითხებით. პოლონელი ვერ შემაშინებს, თუმცა კონკურენცია რა თქმა უნდა იქნება. რობერტმა „ბაიერნში“ ეპოქა შექმნა.“

„ლუკა მოდრიჩი საოცარი ფეხბურთელია, მასთან ერთად დიდი სიამოვნების მიღება შემიძლია. ხორვატის საუკეთესო თვისება? პასი გარე ტერფით.“

„როდესაც მადრიდში ჩამოვედი 21 წლის ვიყავი და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობდი, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და 5-ჯერ გავხდი ჩემპიონი. ეს არის უდიდესი ბედნიერება. დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი აღებული ტემპის შენარჩუნებაა. ახლა გუნდში ახალი ამპლუა მაქვს, კაპიტნის სამკლაურის მორგება დიდი პატივია.“

„შემცვლელი? მოდით, ეს შეკითხვა ხელმძღვანელობს დაუსვით. მე გუნდის ტრანსფერებზე პასუხისმგებელი პირი არ ვარ.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 აგვისტო 2022
  • 4191
  • 2

1

10 აგვისტო 2022 11:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბენზიი შენი დუბლი მინდა დღეს და აზარი გოლი🤍🤍🤍🤍🤍

2

10 აგვისტო 2022 11:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1169
„ლევანდოვსკიზე ძალიან ბევრს მეკითხებით. პოლონელი ვერ შემაშინებს, თუმცა კონკურენცია რა თქმა უნდა იქნება. რობერტმა „ბაიერნში“ ეპოქა შექმნა.“
მწერალს მინდა ვკითხო სად ამბობს ბენზემა: „ბარსელონას“ ვარსკვლავი ნამდვილად ვერ შემაშინებს“-ო? თქვენ ესე აპირებთ ბარსელონასთან მეგობრობას?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)