კრისტოფ მეტცელდერი:რაულს გასულ სეზონში ცუდად ექცეოდნენ

სამი გატარებული სეზონის შემდეგ გერმანელი მცველი,სამშობლოში დაბრუნდა და თან თავისი მეგობარი,რაულ გონსალეს ბლანკო გაიყოლა.კრისტოფი დარწმუნებულია,რომ რაული "შალკეში" დიდ წარმატებებს მიაღწევს,რადგან მას სწყურია დიდი გამარჯვებები.


რაულის ყიდვის შემდეგ "შალკე" მეცხრე ცაზეა,როგორ მიიღო იგი გუნდმა?

20-წლის ბიჭებს,რაული მხოლოდ ტელევიზორში ჰყავდათ ნანახი,ეხლა კი იგი მათი პარტნიორია გუნდში.იმედი მაქ ისინი,მისგან ბევრს ისწავლიან.თავიდან მათ არ სჯეროდათ,რომ რაული მათ გუნდში გადმოვიდოდა.იგი კაშკაშა ვარსკვლავია,ურთიერთობაში კი უბრალო ადამიანი.ჩამოსვლისთანავე,იგი ვარჯიშს შეუდგა.

ერთხელ თქვენ განაცხადეთ,რაული რომ გერმანიაში დაბადებულიყო,იგი ნამდვილი ღმერთი იქნებოდაო

დიახ,მას თავის შრომას,მიღწევებს და გამარჯვებებს გერმანიაში სხვანაირად დაუფასებდნენ.ჩემთვის პირადად,იგი როგორც მალდინია.იგი 20 წლის განმავლობაში თამაშობდა,მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში და არავის წარმოედგინა,თუ იგი ოდესმე იტყოდა "მე გადავდივარ სხვა კლუბში".რაულის გადასვლა,ყველასთვის სიურპრიზი იყო და "შალკე" მოხარულია,იმით რომ რაული მათთან გადმოვიდა.

როგორ ფიქრობთ,რაულს სათანადოდ გამოემშვიდობნენ ?

გასულ სეზონში "რეალი" რაულს ცუდად ეპყრობოდა.ბევრ კლუბს ჰყავს,ესეთი ვეტერანები,თუმცა ისენი უფრო ხშირად აძლევენ მათ თამაშის საშუალებას.რაული ყოველ მატჩში,ხურდებოდა 30 წუთი რათა შემდეგ ეთამაშა რამოდენიმე წუთი.მე ვფიქრობ,რომ სწორედ მაშინ გადაწყვიტა მან წასვლა.

თქვენ რომ "შალკეში" არ გადმოსულიყავით,რაულიც არ იქნებოდა აქ?

დიახ,ჩემმა გადმობარგებამ "შალკეში" დიდი როლი ითამაშა.როდესაც მე შევხვდი მაგათს,ჩვენ ვილაპარაკეთ იმ ფეხბურთელებზე,რომლებსაც იგი ეძებდა.მე მას მოვახსენე,რაულის შესახებ,შემდეგ კი თვით ბლანკოსს შევხვდი მადრიდში,რათა გამეცნო "შალკეს" მდგომარეობა.იგი დაინტერესდა,კლუბით და ქალაქით.ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და მან იცის რომ მე შემიძლია მისი დახმარება.რაულის ის ფეხბურთელი არ არის,რომელიც ბოლო წლებს აშშ-ში ან დუბაიში ატარებს,ის კიდევ დიდხანს ითამაშებს მაღალ დონეზე.

რაულმა განაცხადა პრეზენტაციაზე,რომ იგი მოვიდა "შალკეში" ბუნდესლიგის მოგებისთვის,თუმცა "შალკეს" 51 წელი ბუნდესლიგა არ მოუგია....


რაული გუნდს თავის მებრძოლ ხასიათს შემატებს,მას აქვს შანსი მოახდინოს სასწაულები უკვე სხვა ქვეყანაში.თუ იგი ითამაშებს,ის აუცილებლად გაიტანს,რადგან ის ამას ყოველთვის ახერხებს.ჩვენ ზუსტად მისნაირი ფეხბურთელი არ გვყავდა.

მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ასევე,ევროპული ტურნირების ბომბარდირობა იქნება,რომელიც ამჟამად გერდ მიულერს ეკუთვნის.

რაულისთვის მნიშვნელოვანი იყო,გადმოსულიყო ისეთ გუნდში რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებდა და ასევე ქვეყნის ჩემპიონობაზე განაცხადებდა პრეტენზიას,რათქმა უნდა ის რეკორდზეც იფიქრებს.

თქვენ როგორ ფიქრობთ,როგორი იქნება მისი ადაპტაციის პერიოდი?

რათქმა უნდა,მისთვის და მისი ოჯახისთვის აქ ყველაფერი ახალი იქნება.აქ სხვა ვარჯიშის სხვა სტილია,მწვრთნელი ფიზიკურ ვარჯიშებს დიდ დროს უთმობს.მაგრამ რაულს დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ ის თავს გაართმევს. dle 10.1

  • raul777
  • 30 ივლისი 2010
  • 1591
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 9
2 ხერარდ მორენო 8
3 მესი 8
4 ლორენი 7

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 4 4 0 0 12
2 რეალი 4 2 1 1 7
3 ბრიუგე 4 0 2 2 2
4 გალათასარაი 4 0 1 3 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2019 (245)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)