CR9: "ყოველ წელს სტადიონზე სათამაშოდ მონდომებული გამოვდივარ"

მადრიდის "რეალი" პორტუგალიელმა ფორვარდმა ლოს ანჯელესიდან ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. კრისტიანო ძალიან გაბრაზებულია იმით, რომ გასულ სეზონში მისი გუნდი უტიტულოდ დარჩა. მას არ სურს წელს იგივე განმეორდეს. რონალდოს ძალიან გაუხარდებოდა, თუ ის 7 ნომრიანი მაისურით ითამაშებდა.


"მოურინიოსთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ფეხბურთელები ბევრს ვმუშაობთ, რათა მომავალ წელს უკეთესად ვითამაშოთ."

"ძალიან სამწუხაროა, რომ "რეალი" რაულმა და გუტიმ დატოვა. ისინი მადრიდელებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იყვნენ. გონსალესი ძალიან მომწონს, როგორც ფეხბურთელი და ასევე როგორც პიროვნება. იგი ამ გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან დიდ ხანს ფიქრობდა, ძალიან სამწუხაროა, რომ რაულმა წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის "შალკესთან" ერთად ტიტულების მოპოვებას შესძლებს, რადგან ის ნამდვილი პროფესიონალია."

" კარგი იქნებოდა, თუ მომავალ სეზონში 7 ნომრიანი მაისურით ვითამაშებდი. ეს ჩემი საყვარელი ციფრია და "მანჩესტერშიც" 7 ნომრით ვთამაშობდი. თუ მე ამ ნომრით ვითამაშებ, მაშინ უფრო მეტი სტიმული მომეცემა, რადგან ამ ნომრით მადრიდის "რეალის" ლეგენდალური კაპიტანი რაულ გონსალეს ბლანკო თამაშობდა."

"მოურინიოს უკვე კარგად ვიცნობ, მასზე ყოველთვის ბევრს მესაუბრებოდნენ. მოუ ნამდვილი გამარჯვებულია, მას ბევრი ტიტულები აქვს მოგებული და დარწმუნებული ვარ ტიტულებს "ბლანკოსთან" ერთადაც მოიპოვებს. ის ფეხბურთელებს ყოველთვის ეხმარება ადაპტაციის გავლაში. იგი დიდებული მწვრთნელი და ასევე დიდებული ადამიანია. ჩვენ ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ."

რონალდოს "ბარსაზეც" ჰკითხეს.

"ჩვენი თამაშის სტილი წელს განსხვავებული იქნება. გასულ წელს "ბარსა" ჩვენზე უკეთესად თამაშობდა, მაგრამ იმედი მაქვს წელს ყველაფერი შეიცვლება. წელს უკეთესად ვითამაშებთ, ვიდრე გასულ წელს."

"ბარსასთვის" მოგება შეგვიძლია. კატალონიურ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ წელს ბევრს ვიშრომებთ მათ დასამარცხებლად."

"სერხიო რამოსს და იკერს ტელეფონით ხშირად ვესაუბრები. მე მათ მსოფლიო ჩემპიონობა მივულოცე. ახლა "რეალის" ვიცე კაპიტნებმა მხოლოდ "ბლანკოსზე" უნდა იფიქრონ, როგორც ჩვენ."

"ყოველ წელს სტადიონზე სათამაშოთ მონდომებული გამოვდივარ, მაგრამ ეს სეზონი განსაკუთრებული იქნება, რადგან გასულ წელს მე და "სამეფო კლუბი" ტიტულების გარეშე დავრჩით, ეს არც მე, და არც "რეალს" არ ჩვევია. ლიგის და ლა ლიგის დაწყებას მოუთმენლად ველი." დაასრულა პორტუგალიელმა ფორვარდმა, კრისტიანო რონალდომ.

ინფორმაციის წყარო Marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)