პალენსია 3-5 კასტილია

პალენსია 3-5 კასტილია


წარმატებულად დაიწყო მოსამზადებელი ეტაპი “რეალის” სარეზერვო გუნდმა. ალეხანდრო მენენდესის შეგირდები “პალენსიას” ესტუმრნენ და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხეს.


ჯერ კიდევ მატჩამდე, მენენდესმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელებზე ძალიან დადებითად იმოქმედებდა მთავარ გუნდთან ერთად გატარებული ერთი კვირა. როგორც იცით, “კასტილიას” რამდენიმე ფეხბურთელი გასული 7 დღის განმავლობაში ჟოზე მაურინიოს უშუალო მეთვალყურეობით ვარჯიშობდა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს. მენენდესმა შემადგენლობა ოდნავ გადაახალისა. ძირითადში იასპარეზა ოთხივე ახალწვეულმა და უნდა აღინიშნოს, რომ ცუდი შთაბეჭდილება არცერთ მათგანს დაუტოვებია. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, კერძოდ დე პაულამ შეხვედრის მე-7 წუთზე. მასპინძელთა ფორვარდმა მცველთა შეუთანხმებელი თამაშით კარგად ისარგებლა. 26-ე წუთზე, რუბენ რამოსის პასით ხოსელუმ ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის ბოლომდე, “კასტილიამ” კიდევ ორჯერ შეაგდო: თავი რაულ რუისმა და ფრან რიკომ (პენალტით) გამოიჩინეს.

პალენსია 3-5 კასტილია


შეხვედრის მეორე ნახევარში, მენენდესმა გუნდის ლიდერები ჩართო შეხვედრაში. 48-ე წუთზე სწორედ მათ მიერ ორგანიზებულ შეტევას მოჰყვა მორიგი გოლი “პალენსიას” კარში. პაბლო სარაბიას იერიში კრისტიანმა დააგვირგვინა გატანილი გოლით. 61-ე წუთზე თავი უკვე დენის ჩერიშევმა გამოიჩინა. რუს ფორვარდს გოლი სამუმ გაატანინა. იქვე ვიქტორ მერჩანს მეექვსეს გატანაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა. მენენდესის შეგირდები გატანილი გოლების შემდეგ მოეშვნენ და, შედეგად, 2 წუთში ამდენივე გოლი მიიღეს საკუთარ კარში. მასპინძელთაგან თავი პაულინომ და ჩუჩიმ გამოიჩინეს და შეხვედრის საბოლოო შედეგიც დააფიქსირეს.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს “კასტილია” 31 ივლისს, "პუერტოლანოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

პალენსია 3-5 კასტილია

გოლები: 1-0 დე პაულა (7), 1-1 ხოსელუ (26), 1-2 რაულ რუისი (30), 1-3 ფრან რიკო (39)-პენ., 1-4 კრისტიანი (48), 1-5 ჩერიშევი (61), 2-5 პაულინო (68), 3-5 ჩუჩი (69).

კასტილია: ხესუსი, ლუის ერნანდესი, ხორხე კასადო, პაბლო ხილი, ხუანანი, მანდი, ხუან კარლოსი, რაულ რუისი, ფრან რიკო, ხოსელუ, რუბენ რამოსი.

შეცვლაზე შევიდნენ: მეხიასი, მერჩანი, სარაბია, სამუ, კრისტიანი, ხავი ერნანდესი, მატეოსი და ჩერიშევი.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 29 ივლისი 2010
  • 1784
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)