კამბიასო: მოურინიო დიდებული მწვრთნელია

მილანის ინტერის არგენტინელმა ნახევარმცველმა, ესტებან კამბიასომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო დიდებული მწვრთნელია და მას მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს...


"მე არასდროს მეყოფა პორტუგალიელი სპეციალისტის საქებარი სიტყვები, რადგან ის ნადმვილი გენიოსია. მოურინიომ ინტერში შესანიშნავი წლები გაატარა და ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებაც შეძლო. ის მართლაც გენიოსია."

"მასთან ერთად უბრალოდ ძალიან ბევრი რამის გაგება და სწავლა შეიძლება, მე მისი მადლიერი დავრჩები მთელი ცხოვრების მანძილზე. ჯოზემ ჩემ კარიერაში უდიდესი გარდატეხა შეიტანა, მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე, რომელსაც მთელი დარჩენილი კარიერის მანძილზე გამოვიყენებ."

"მადრიდის რეალში თამაში ძალიან კარგად ვიცი რასაც ნიშნავს, რადგან წლების წინ სწორედ იქ გამოვდიოდი. ეს არის უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხი, სამეფო კლუბს ძალიან მომთხოვნი გულშემატკივრები ჰყავს."

"ჟოზე მოურინიო რეალთან ერთად ძალიან ბევრს მიაღწევს, ამის დარწმუნებით თქმა შემიძლია. პორტუგალიელ სპეციალისტს ჰყავს საჭირო კოლექტივი, რომელსაც შეუძლია ტიტულების მოგება."

"დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ძალიან გაგვიჭირდება მოპოვებული ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვა, რადგან ჩვენი კონკურენტი მოურინიოს "რეალი" იქნება. "ბლანკოსი" მომავალი წლის უდავო ფავორიტია, ისინი მართლაც ძალიან შორს წავლენ და ბევრ დაუვიწყარ მატჩს შემოგვთავაზებენ."

"მოხარული ვარ, რომ ჩემი თანამემამულე გონსალო იგუაინი მადრიდის რეალში ბრწყინავს. ვიმეორებ, ამ კლუბში თამაში მართლაც დიდი ფსიქოლოგიური წნეხია და პიპიტამ ეს უკვე გადალახა, იგი მართლაც ძალიან ძლიერი ადამიანია. ვგონებ, გონსალო რეალში კიდევ დიდ ხანს დარჩება და უამრავი გოლის გატანას მოახერხებს მეტოქეთა კარში." dle 10.1

  • Hala
  • 29 ივლისი 2010
  • 1488
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)