ტრაგედია თუ ამოსუნთქვა მადრიდს ???

ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ საკმაოდ აქტუალური თემა რაულზე და გუტიზე, გთხოვთ ყველანი შებრძანდეთ სრულიად წაკითხვაში და წაიკითხოთ სტატია !


მაშ ასე დავიწყოთ !

პირველ რიგში რა მინდა გითხრათ, ამ სტატიას ვინმეს გასაღიზიანებლად არ ვდებ უბრალოდ მინდა რომ რაღაც რაღაცებზე წარმოდგენა გვქონდეს !

ბოლო წლებში მუდამ აქტუალური იყო თემა იმის შესახებ , რომ მადრიდის რეალს მართავდნენ გუტი და რაული , უმეტეს წილად გუტი და ეს ყველაფერი იწვევდა გუნდში კონფლიქტებს , რომლებსაც საგულდაგულოდ მალავდნენ , მაგრამ არის რაღაცები რაც არ დაიმალა და გავრცელდა... დავიწყოთ უახლესი ფაქტით.

პელეგრინისა და გუტის დაპირისპირება

ტრაგედია თუ ამოსუნთქვა მადრიდს ???


ძალიან ბევრმა მაშინ გაამართლა გუტი... აქ საქართველოში რეალური ფაქტები ძალიან ცოტამ იცის, სულ სხვას ლაპარაკობენ მადრიდში და ალბათ სწორსაც... მე მყავს ძალიან ბევრი ახლობელი , რომლებიც მადრიდში ცხოვრობენ და მათ სულ სხვანაირად იციან ვიდრე ჩვენ... როდესაც მე მათი მონაყოლი გავიგე ასე ვთქვათ "დავიგრუზე"...

რა მოხდა კონკრეტულად გუტისა და პელეგრინის შორის... ეს ყველაფერი ალკორკონთან თამაშზე არ დაწყებულა, ყველაფერი დაიწყო გუტის ვარჯიშზე დაგვიანებით.
როდესაც გუტიმ ვარჯიშზე დააგვიანა, მანუელ პეგეგრინი მასთან მივიდა და უთხრა , რომ ეს აღარ განმეორებულიყო და იმის მაგივრად , რომ გუტის ბოდიში მოეხადა და მწვრთნელისთვის დაეჯერებინა , შეეპასუხა და დაახლოებით რა უთხრა არავინ იცის , მაგრამ მადრიდში იციან, რომ გუტიმ თქვა ასეთი რაღაც : "შენ ვინ ხარ და ვინ გეკითხება ? მე გუტი ვარ !"

როგორც მადრიდში ამბობენ, პელეგრინი ძალიან სუსტია როგორც ადამიანი და ვერ თოკავდა ფეხბურთელებს, არ უჯერებდნენ და მთავარი ფიგურა იყო გუტი.

ტრაგედია თუ ამოსუნთქვა მადრიდს ???


ძალიან ბევრს ნანახიც აქვს როგორ ავალებს პელეგრინი ვარჯიშზე ფეხბურთელებს რაღაცებს, მაგრამ ისინი სულ სხვა რაღაცას აკეთებენ. ამ ყველაფერს დაემატა ისიც ,რომ როდესაც გუტი გაიყვანა ჩილელმა სპეციალისტმა ალკორკონთან მატჩში, ხოსე მარია მას ეუზრდელა და უსაყვედურა გაყვანის გამო. ეს ყველაფერი დაგროვდა დაგროვდა და რა თქმა უნდა ამოუვიდა მანუელს ყელში და გუტი აღარ ათამაშა ასე ვთქვათ "დასაჯა". თქვენც იცით თუ რამდენი ხანი ავრცელებდნენ ხმებს , რომ გუტის ტრავმა აქვს და ა.შ
ამავდროულად პელეგრინიც ამბობდა , რომ მას და გუტის შორის არაფერი ხდება, რადგან ეს ყველაფერი რომ გამსკდარიყო იმ პერიოდში ატყდებოდა ძალიან დიდი სკანდალი... შეძლებისდაგვარად ჩაახშეს მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ კარგად იცის რომ გუტი ეუხეშა პელეგრინის და ასე არ შეიძლება ის მწვრთნელია და მას უნდა უჯერებდნენ... ნუ რა თქმა უნდა გუტი გუტია ! არის ის ავტორიტეტი, მაგრამ არსებობს რაღაც ზომები რომელსაც არავინ უნდა გადააბიჯოს. მოკლედ გუტიმ თავისი საქციელით დაისვა თავი სათადარიგოზე, იმის მიუხედავად , რომ მე გუტი ძალიან მიყვარს და მისი წასვლით მე რაღაც ძალიან დიდი დამაკლდა, უნდა ვაღიარო , რომ ეს ფაქტი გუტის დაწყებულია.

ტრაგედია თუ ამოსუნთქვა მადრიდს ???


ამბობენ , რომ გუტის კრისტიანო რონალდოც არ ეხატებოდა დიდად გულზე და საერთოდ ძალიან ბევრს იგი უშლიდა ადაპტირებაში ხელს... არ მინდა დავიჯერო ის , რომ გუტის თავში აქვს ავარდნილი, მაგრამ ასე ჩანს... მადრიდშიც ამბობენ , რომ გუტი ბევრს იღებს თავის თავზე და ერევა კლუბის მართვის საქმეებშიც... მოკლედ მადრიდში ძააალიან ბევრი თვლის ,რომ კლუბის წარუმატებლობა გარკვეულ წილად გუტის ბრალიცაა, მაგრამ ამას გარკვეული ნაწილი თვლის , მაგრამ პირადად მე არა. არსებობენ გულშემატკივრები რომლებიც ამას ასე არ თვლიან. შეიძლება ხოსე მარია არასწორად აკეთებდა რაღაცებს , მაგრამ გუნდი , რომ 6 წელია 1/8-ს ვერ ცდება მისი ბრალი ნამდვილად არ არის... მას უყვარს მადრიდი და უნდა რეალის წარმატება !

ტრაგედია თუ ამოსუნთქვა მადრიდს ???


რაც შეეხება რაულს , მასზე ბევრს არ ლაპარაკობენ , მაგრამ არის რაღაცები რაც საქართველოში ძალიან ბევრმა არ იცის. რაული მადრიდში ძალიან ბევრს სძულს თავისი საქციელების გამო. ამ საქციელებს კი ასახელებენ ასე : "გუნდის მართვაში ჩარევა, კალდერონთან უთანხმოება, სატრანსფერო პოლიტიკაში ჩარევა და ა.შ

ტრაგედია თუ ამოსუნთქვა მადრიდს ???

არავინ იცის ეს სიმართლეა თუ უბრალოდ ანტი რაულისტების მოგონილი და კარგად შეთხზული ჭორი... მე პირადად არ ვფიქრობ ასე, მაგრამ შეიძლება ასეც იყოს არავინ იცის ეს გარდა მადრიდის შიდა ბანაკში მყოფი ხალხისა და ამას ვერც გავიგებთ... ძალიან არ მინდა ასე იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი საუბრობს ამაზე... უმეტეს წილად რეალის ასე ვთქვათ სტაჟიანი გულშემატკივრები და არა 16-17 წლის ბიჭები...

ერთი რამ უნდა აღინიშნოს, გუნდში როდესაც შიდა კონფლიქტები მძვინვარებს , გუნდის თამაში უკან იწევს... რელაში ძალიან ბევრი შიდა კონფლიქტებია და ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გუნდის წარუმატებლობის...

მოკლედ ამ სტატიით მე ის აღვნიშნე რომ , მადრიდისტების რაღაც პროცენტი გუტის და რაულს აბრალებს გუნდის წარუმატებლობას და ასევე ფლორენტინო პერესსაც...

ამ სტატიით უბრალოდ გაგაცანით თუ რა ხდება მადრიდში და რას ლაპარაკობენ და დაწერეთ თქვენი აზრი და ძალიან გთხოვთ შეიკავეთ თავი ასეთი კომენტარებისგან : " აუ შენ რა იცი ძმაო იქ რა ხდება " და ა.შ

სტატიის ავტორი : CampO dle 10.1

  • CampO
  • 29 ივლისი 2010
  • 3914
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)