რუდიგერი: „დიახ, სწორედ მან დამარწმუნა „რეალში“ გადმოსვლაში“

„რეალის“ ფეხბურთელის რანგში ანტონიო რუდიგერმა პირველი ინტერვიუ ჩაწერა კლუბის ოფიციალურ მედიასთან.


„უწინარეს ყოვლისა, მადლიერი ვარ აქ ყოფნით. თითქოს ისევ ვოცნებობ, მაგრამ პარალელურად ვხვდები, რომ ყველაფერი რეალურია და დიდად მსიამოვნებს მადრიდში გადმოსვლა. სიმართლე გითხრათ, აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს. „რეალ მადრიდ სითი“ საკმაოდ შთამბეჭდავია. ეს ჩემში აღფრთოვანებას იწვევს და მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც ვარჯიშებს დავიწყებ ამ მოედნებზე.“

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგა „რეალის“ ტურნირია. აღნიშნულ გათამაშებაში კარგად ჩანს მათი რეალური მხარე.“

„ჩემი ტრანსფერის განხორციელებაში ლომის წვლილი შეიტანა ანჩელოტიმ. მასთან საუბარმა დამარწმუნა ამაში.“

„ვფიქრობ, ძლიერი ხასიათის მოთამაშე ვარ, თუმცა უკეთესი იქნება სხვებმა შემაფასონ და ზედმეტი საუბარი არ მომიწიოს საკუთარ თავზე. ყოველთვის რთულია სისწრაფეების გაუმჯობესება, მაგრამ გენეტიკის წყალობით ეს კარგად გამოდის, რაც ძალიან მახარებს. მოედანზე მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული, ხოლო მის გარეთ კი ვცდილობ მხიარულების შენარჩუნებას და სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებას. ყველაზე კარგად კი ჩემზე გამომდის ხუმრობები. რადგან ტონი კროოსიც შემადგენლობაშია, არ მინდა რომ თანაგუნდელებმა ანტონიო დამიძახონ, მე მომწონს რუდი.“

„ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელებზე, რომლებმაც ახლახანს მოიგეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი. მაგალითად, ნაჩო ფერნანდესმა ეს ხუთჯერ გააკეთა. გუნდში გამოცდილებისა და ახალგაზრდული სულისკვეთების კარგი ნაზავია. მილიტაო მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საერთაშორისოდ აღიარებულია და უკვე ბევრ შეხვედრას მოითვლის.“

„კროოსთან ბევრს არ ვსაუბრობდი „რეალთან“ დაკავშირებით, თუმცა ზღვა ინფორმაცია მივიღე მატეო კოვაჩიჩსგან. მისი თქმით, შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღე. „რეალზე“ არასდროს მსმენია ცუდი.“

„დიდი პატივია კარლოს განკარგულებაში ყოფნა. დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ბევრს ვისწავლი მისგან და ვიმედოვნებ, გუნდს ჩემპიონთა ლიგის მორიგი თასის მოგებაში დავეხმარები.“

„რონალდომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საინტერესო ვარცხნილობით ითამაშა. როდესაც ბავშვები ვიყავით და ქუჩაში ბურთს ვაგორებდით, ის ჩვენი კუმირი გახლდათ. „რეალის“ გადმოსვლის შემდეგ მასთან ე.წ. ვიდეო ქოლით მქონდა კომუნიკაცია. ძალიან აღელვებული ვიყავი. მალე გნახავთ, ჰალა მადრიდ!“ dle 10.1


1

21 ივნისი 2022 20:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2590
რონალდო იუვედან წასვლას ნანობსო და დაბრუნება უნდა ტურინშიოო. ეს კაცი რეალს აღარსად ახსენებს და რა ხდება ნეტა. იუვედან წასვლას ნანობს და რეალიდან არაა???

2

21 ივნისი 2022 21:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სითი არა კვატი კიდე

3

21 ივნისი 2022 21:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1803
ციტატა: murtoreali777
რონალდო იუვედან წასვლას ნანობსო და დაბრუნება უნდა ტურინშიოო. ეს კაცი რეალს აღარსად ახსენებს და რა ხდება ნეტა. იუვედან წასვლას ნანობს და რეალიდან არაა???

ara peress kidia gamowvevebis mazieblebi realia gamowveva sxva aravin da araperi reali yoveltvis mshieria. mogebis mere axlis ziebashia manchesters 10 weli yopnis. 1 liga hoda idi naxui legendav

4

21 ივნისი 2022 22:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ისედაც არ ქონდათ მაგათ მთლად გადასარევი ურთიერთობა პერესს და რონის და არამგონია დააბრუნოს პლუს მაღალ ხელფასს არ გადაუხდის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)