რატომ არ ჩქარობს „რეალი“ ახალი თავდამსხმელის დამატებას?
ფლორენტინო პერესმა პედრეროლისთვის მიცემულ ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კარიმ ბენზემას ხელშეუხებლობას. აღსანიშნავია, რომ ასეთი პოზიცია აქვს კარლო ანჩელოტისაც.
ფრანგ თავდამსხმელს მადრიდულ გრანდთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტით გათვალიწინებული ვადა, თუმცა უახლოს მომავალში, კლუბი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივებს „ცხრიანს“ შემადგენლობაში ყოფნის პერიოდს. კლუბში დარწმუნებულნი არიან კაპიტნის შესაძლებლობებით და ფიქრობენ, რომ მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში ის კვლავ მოახერხებს მაღალ დონეზე ასპარეზობას.
აქედან გამომდინარე, „რეალი“ არ ჩქარობს ახალი თავდამსხმელის დამატებას. თუ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ამის აუცილებლობა არ დადგა, „ბლანკოსი“ სამომავლოდ გადაწევს კოლექტივში ახალი ცენტრალური ფორვარდის მოყვანის საკითხს.
ცხადია, ბენზემას შემცვლელის მოძიება ადვილი საქმე სულაც არ არის. მან განვლილი სეზონი 44 გოლითა და 14 გადაცემით დაასრულა.
- 17 ივნისი 2022
- 1408
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.