„რეალის“ ობიექტივში 16 წლის ბრაზილიელი ბრილიანტი მოხვდა

სამეფო კლუბი განაგრძობს ბრაზილიელ ტალანტებზე აქტიურ დაკვირვებას.


ამჯერად, „რეალის“ ობიექტივში „პალმეირასის“ 16 წლის ამომავალი ვარსკვლავი მოხვდა. ლუის გილერმემ რამდენიმე დღის წინ 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა პროფესიონალური კონტრაქტი გუნდთან და მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს. ის ამპლუით შემტევი ნახევარმცველია და თავს კომფორტულად გრძნობს „ათიანის“ პოზიციაზე. საკმაოდ ეფექტურია გოლის გატანისა და გადაცემების შესრულების კომპონენტში. მან ძალები უკვე სანაკრებო დონეზეც მოსინჯა და „ყვითლების“ 17 წლამდელთა გუნდში ასპარეზობს.

გილერმემ გამოცემა AS-ის კითხვებს უპასუხა: „ერთ-ერთი კუმირი არის მესი, რომელიც ჩემსავით მარცხენა ფეხით თამაშობს და რა თქმა უნდა, ნეიმარი. ის ახალგაზრდა ბრაზილიელებისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი ვიდეოების ყურებით გავიზარდე.“

- რას ფიქრობ ვინისიუსსა და როდრიგოზე?
- ვგონებ, ისინი მსოფლიოს ფეხბურთის დიდებული ვარსკვლავები გახდებიან. არ არის ადვილი „სელესაოს“ ახალგაზრდა წევრებისათვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ასპარეზობა. მათ ადრეულ ინტერვიუებს გავეცანი, სადაც ამბობდნენ, რომ ნეიმართან ერთად ნაკრებში თამაშზე ოცნებობდნენ. ამ ბიჭების სურვილი რეალობად იქცა, რაც ძალიან მახარებს. ახლა კი ჩვენი თაობისათვის არის საოცნებობა ვინისა და როდრიგოს გვერდი-გვერდ ბურთაობა. იმედია ასეც მოხდება.

- რას ფიქრობ „რეალზე,“ რომელიც ყურადღებით გაკვირდება?
- „რეალის“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდედისი კლუბია და ვფიქრობ, ბრაზილიაში ვერ ნახავთ ბავშვს, რომელიც იქ თამაშზე უარს იტყოდა. ჩემთვის სიხარული მოაქვს იმ ფაქტს, რომ ასეთ ადრეულ ასაკში მადრიდის დარი კლუბის ინტერესს ვიწვევ და საბედნიეროდ, ეს ზეწოლას არ ახდენს. ჩემი ამჟამინდელი მიზანია თავდაუზოგავი მუშაობა და სწავლა, რათა დავეხმარო როგორც „პალმეირასს,“ ასევე ბრაზილიის ნაკრებს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, დარწმუნებული ვარ, ოცნებები რეალობად იქცევა.

- რა არის შენი მთავარი თვისებები?
- მე ვარ ფეხბურთელი კარგი ტექნიკით, მაღალი სისწრაფით. ასევე, გამოვირჩევი ფეთქებადობით. ეს კი შეტევაში სხვადასხვა როლის მორგების საშუალებას მაძლევს. „პალმეირასის“ რიგებში ფრთაზე მიწევს ასპარეზობა, თუმცა ჩემი ნატურალური პოზიცია არის ნახევარმცველობა და მეორე ფორვარდობა. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი დარტყმაც მაქვს და კიდევ უფრო გავაუმჯობესებ. dle 10.1


1

17 ივნისი 2022 12:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ბრაზილია მოსახვეტია კარგად ტალანტებით

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)