სებალიოსის ტრანსფერი - „ბეტისი“ საჩუქრის მოლოდინშია?

დანი სებალიოსს „რეალში“ ყოფნის ვადა გაისად ეწურება.


მადრიდელები ნახევარმცველის უანგაროდ გაშვებას არ აპირებენ, შესაბამისად მას 2 ვარიანტს სთავაზობენ - კონტრაქტის გახანგრძლივება, ან მიმდინარე ზაფხულს კლუბის დატოვება.

ესპანელ ფეხბურთელი ამჟამად კუთვნილი არდადეგებით სარგებლობს და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა მედიაში ვარაუდობენ, რომ სება კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. ჩუამენის მოსვლის შემდეგ, მისი თამაშის შანსები კიდევ უფრო მცირდება, რაც მუნდიალზე გამგზავრების მსურველი მოთამაშისათვის ყოვლად მიუღებელია.

არსებული მომენტისათვის, 26 წლის შუახაზელის შესაძლებლობებით რამდენიმე ევროპული გუნდია დაინტერესებული. ყველაზე აქტიურობით კი „ბეტისი“ გამოირჩევა, საიდანაც „რეალმა“ 2017 წელს გაიფორმა ის, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ სევილიელებს ტრანსფერებისთვის მხოლოდ 3 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული და როგორც ჩანს, მხოლოდ სასიამოვნო საჩუქრის იმედად არიან.

განვლილ სეზონში სებალიოსმა 268 წუთი ლა ლიგაზე გაატარა საქმეში, 36 ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო 34 კოპა დელ რეიზე. 1 წლის წინ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიღებულმა ტრავმამ, დანიელის მდგომარეობა საგრძნობლად გაართულა. dle 10.1


1

17 ივნისი 2022 11:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1467
ამის დარჩენას რა აზრი აქვს როცა ჩუამენს/კამავინგას და ვალვერდეს მეტი დრო სჭირდებათ?

2

17 ივნისი 2022 12:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 428
ის აზრი რომ მომავალ სეზონში 60-70 თამაშზე ავლენ ფეხბურთელები.
თვითონ ფეხბურთელებიც უნდა ხვდებოდნენ, რომ საჭიროები არიან და ყველამ მომავალში რომ არ იწუწუბოს გრაფიკზე, ზოგჯერ ვიღაც სკამზე უნდა დაჯდეს.
კარლომ უთხრა სებას მჭირდებიო, სებამ მე ძირითადი მჭირდებაო... მსოფლიო უნდა ბიჭს, მაგრამ სავარაუდოდ ბოლო არჩევანია ენრიკეს სიაში.
კლასიც აქვს და ყველაფერიც, ტრაკი თუ ეყოფა დარჩება და არაფერია მერე გამორიცხული.
მე დავრჩებოდი.. ყველა ფეხბურთელი ვარსკვლავი ვერ იქნება, რეალში კიდევ არაფერი მოაკლდება, ჩემი აზრით.
ტრავმა რომ არა ოლიმპიადაზე დაიტვირთებოდა სათანადოდ.

მინიმუმ 38 ლა ლიგაში
მინიმუმ 8 ლიგაზე
მსოფლიო საკლუბოზე მინიმუმ 1 ხო მაინც იქნება
კოპაზე მინიმუმ 4
ესპანეთის სუპერთასზე მინიმუმ 2
სუპერთასზეც კიდევ ერთი
ახლა ყველაფრის მოგება ხო უნდა დავგეგმოთ და დაამატე ფინალებამდე რამდენი მატჩია.
პლიუს სანაკრებოები. პლიუს მსოფლიო.
ასეთია ტოპ ფეხბურთელების განრიგი.
ტონი გიჟი ხო არ იყო კარიერა რო დაასრულა ნაკრებში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 27
2 დე ტომასი 17
3 ვინისიუსი 17
4 ასპასი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 5 0 1 15
2 ინტერი 6 3 1 2 10
3 შერიფი 6 2 1 3 7
4 შახტარი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

ვინ არის 21/22 წ.წ. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
მოდრიჩი
ვინისიუსი
კაზემირო
კურტუა



მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2022 (94)
ივლისი 2022 (371)
ივნისი 2022 (488)
მაისი 2022 (646)
აპრილი 2022 (487)
მარტი 2022 (294)