ველვერდე: „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, „ოქროს ბურთს“ მათ გადავცემდი“

ფედერიკო ვალვერდემ Marca-სთან ინტერვიუს დროს განვლილი სეზონის საინტერესო მომენტები გაიხსენა.


„დარტყმა თუ პასი? ზოგი ამბობს, გადაცემა გავაკეთე, ხოლო მეორე ნაწილის აზრით ეს კარისკენ გასროლას გავდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის თასმა მადრიდში დაიდო ბინა. ამ დარტყმა-პასის წყალობით ჩვენ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოვიგეთ. ეს ქმედება კი ჩემს კარიერაში ყველაზე ნიშანდობლივი გამოდგა.“

„მე და ვინი ბევრს ვხუმრობდით ამის შესახებ და მინ მითხრა, რომ დიდებული ეს იყო დიდებული პასი. ამ ეპიზოდით გარკვეული წვლილი შევიტანე „რეალის“ ისტორიაში და ძალიან ვამაყობ.“

„ფინალის შემდეგ სახლში მოვედი და ოჯახის წევრებთან ერთად განვლილი მატჩი განვიხილეთ. საწოლისკენ სასიამოვნო გრძნობით გავეშურე, ვინაიდან ვხვდებოდი, რომ დიდებული მოვლენის მომსწრე ვიყავი. დიდი სიამოვნება მივიღე საყვარელ ადამიანების გარემოცვაში. თუმცა ჩვენ საქმე გვაქვს მადრიდთან, სადაც მეორე დღეს აღარავის ახსოვდა მიღწეული. საჭიროა ამ გეზის შენარჩუნება.“

„როდესაც სეზონის განმავლობაში ტრავმა მქონდა და ირგვლივი ნეგატიური მოვლენებით აივსო ყველაფერი, მეუღლე მეხმარებოდა. ის ჩემი დიდი გულშემატკივარია და ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს ჩემგან.“

„„ოქროს ბურთს“ „რეალის“ შემადგენლობის 11-ვე წევრს გადავცემდი, მაგრამ ჩემი აზრით, ბენზემამ დაიმსახურა ეს ჯილდო. ის არის მადრიდის, საფრანგეთისა და მთელი მსოფლიოს სიმბოლო. უბრალოდ არ ვიცი, მეტი რა უნდა მოიმოქმედოს კარიმმა, რომ გამოკითხვაში პირველი ადგილი მოიპოვოს.“

„სიმართლე გითხრათ, ჩუამენის თამაშს კარგად არ ვიცნობ, ვინაიდან რაც ჩემი შვილი დაიბადა, ფეხბურთის ყურებისათვის ნაკლები დრო მრჩება. უფრო მეტად ვთამაშობ, ვიდრე ტელევიზორში ვუცქერ (იცინის). როგორც ვიცი, ის დიდებული ფეხბურთელია და ეროვნული ნაკრების თითოეულ პაექრობაში ამტკიცებს ამას.“

„ფინალის შემდეგ ფლორენტინომ მითხრა - „ურუგვაი!“ სასიამოვნოა, რომ ჩემს ქვეყანასთან მაიგივებენ და მე მათ წარმოვადგენ.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)