მილიტაო და როდრიგო რიგში არიან

მიუხედავად არდადეგებისა, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ოფისებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს რიგ არასპორტულ საკითხებზე.

განხორციელებული ტრანსფერების პარალელურად, „რეალი“ შემადგენლობის წვერებთან აწარმოეებს მოლაპარაკებებს კონტრაქტების განახლების თაობაზე. როგორც უკვე იცით, რამდენიმე დღის წინ, ლუკა მოდრიჩმა გაახანგრძლივა დედაქალაქურ გრანდში ყოფნის ვადა. ფაქტობრივად, ყველაფერი შეთანხმებულია ვინისიუსის შემთხვევაშიც, რომელიც გაუმჯობესებული პირობებით იასპარეზებს შემდეგი სეზონიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარ რიგს ელოდებიან მილიტაო და როდრიგო. ბრაზილიელ მოთამაშეებს 2025 წლის 30 ივნისამდე აქვთ დაკავშირებული მომავალი „ბლანკოსთან“ და ამასთანავე, მათი ანაზღაურება თანაგუნდელებთან შედარებით საკმაოდ მწირია. შესაბამისად, კლუბი მიმდინარე ზაფხულსვე გააფორმებს მათთან ახალ შეთანხმებას.

განვლილ სეზონში ცენტრალურმა მცველმა ანჩელოტის შემადგენლობიდან ყველაზე მეტი სათამაშო დრო გაატარა საქმეში. ის საკმაოდ წარმატებით ასპარეზობდა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტიტულების მოპოვების გზაზე.

რაც შეეხება როდრიგოს, ამ უკანასკნელმა ბურთაობა არცთუ ისე წარმატებულად დაიწყო, თუმცა სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე რადიკალურად შეიცვალა. საერთო ჯამში მის აქტივშია 9 გოლი და 10 ასისტი. მან არა ერთ უკიდურესად მნიშვნელოვან და საჭირო დროს მოახერხა თავის გამოჩენა. dle 10.1

1

16 ივნისი 2022 14:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1802
umateben tanac swrapi tempit. imsaxureben. msopliosa da planetis sauketeso gundis wevrobas

2

16 ივნისი 2022 15:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
სწორი პოლიტიკაა კონტრაქტების განახლება

3

16 ივნისი 2022 15:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
პერესმა მბაპეს ტექნიკურად დაა*ა.
"მბაპეს არავისთვის უღალატია. მისი მდგომარეობის გარკვევამდე 15 დღით ადრე შეიცვალა პოზიცია, რადგან მისმა ახალმა როლმა გუნდში (ტექნიკური დირექტორობა), შეთავაზებებმა ( 300 მლნ ბონუსი + ხელფასი 100 მლნ) და უდიდესმა ზეწოლამ ( საფრანგეთის პრეზიდენტი, ყატარის ემირი) გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე. მას არასდროს დაუმალავს, რომ აქ თამაში მისი ოცნება იყო, თუმცა პოზიცია შეიცვალა. ის ის მბაპე არ არის, რომლის გადმოყვანაც მსურდა და თუ ეს ასეა, ჯობს, პსჟ-ში დარჩეს.

"ფიქრობთ, შესაძლებელია ესპანეთის მეფემ კონკრეტული გუნდის ფეხბურთელს დაურეკოს და დაარწმუნოს დარჩენაში? ეს სრული აბსურდია".

" რატომ გადაწყვიტეს პარიზში ლიგის ფინალის ჩატარება როდესაც ყველასთვის ცნობილი იყო იქ არსებული პრობლემები? რატომ შეცვალეს ლიგის ფიბალის გამართვის ადგილი? ეს მას შემდეგ მოზდა, როდესაც მადრიდის რეალმა პარიზში 1-0 წააგო და ვერ აჩვენა კარგი თამაში. შესაძლებელია, ისინი ფიქრობდნენ, რომ ბერნაბეუზე გამარჯვებას და ფინალში პარიზში თამაშს შეძლებდნენ, თუმცა შეცდნენ. მრავალი ფანი გაძარცვეს, დააყაჩაღეს, ზოგმა ღამე საავადმყოფოშიც კი გაათია. უეფასგან პასუხს ველით, რატომ გადაწყდა პარიზში ლიგის ფინალის გამართვა. გულშემატკივრები პასუხს იმსახურებენ."

უმაგრესი კაცია რა. ყველა პრეზიდენტისგან გამოირჩევა. არავის ერიდება, ყოველთვის იცავს თავის პოზიციას.

4

16 ივნისი 2022 18:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ციტატა: LUCA MODRIC

ბოლომდე უნდა დაასხას თავზე ჩეფერინს და შეიხებს

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)