პერესი: „მიუხედავად ბევრი შემოთავაზებისა, მას არ გავყიდით“
ფლორენტინო პერესი El Chiringuito-ს სტუმრობდა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
„ჩემთვის რთული არ არის სიმშვიდის შენარჩუნება. თქვენს ეთერში წინა ვიზიტის დროსაც გითხარით, რომ ჩემპიონთა ლიგის მეთოთხმეტედ მოგების შემთხვევაში, დავბრუნდებოდი და აი, ახლა აქ ვარ. ცხადია, ყოველწლიურად ვერ მოიგებ ასეთ ტურნირის, მაგრამ ჩვენ განვლილი სეზონი ტრიუმფით დავასრულეთ.“
„ჯგუფური ეტაპიდან დაწყებული საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ. ვგონებ, ამ წლის სეზონი ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.“
„ჩვენ უბრალოდ გვინდოდა პარიზელების დამარცხება, რათა შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. ეს გვამოძრავებდა „ჩელსისთან“ და „სიტისთან“ მატჩებშიც. რა თქმა უნდა, მტრობაზე საუბარი ყოველგვარ ეჭვს მოკლებულია. ყველასთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს.“
„მბაპე მოუწოდებდა ჩუამენს, რომ პარიზისკენ აეღო გეზი, მაგრამ ამ უკანასკნელმა არჩევანი „რეალზე“ შეაჩერა. ოურელინის შესაძლებლობებით არა ერთი კლუბი იყო დაინტერესებული, რაც ნორმალურია.“
„ანჩელოტის მადლობა გადავუხადე დაბრუნებისათვის. მან დიდებული სამუშაოები ჩაატარა. 25 წევრიანი შემადგენლობის მართვა არ არის ადვილი. გასახდელში შესანიშნავი განწყობა სუფევს.“
„ბენზემა, მოდრიჩი, კურტია და სხვანი მეტად ეხმარებიან ახალგაზრდებს. „მანჩესტერ სიტისთან“ პაექრობის დასრულების შემდეგ სასიამოვნო სანახაობის მომსწრენი გავხდით, როდესაც ახალგაზრდები ტაშს უკრავდნენ ვეტერანებს და პირიქით.“
„გულშემატკივრებმა დიდი წვლილი შეიტანეს გუნდის წარმატებაში. ვგონებ, მათსა და ფეხბურთელებს შორის წარმოუდგენელი კავშირი სუფევდა.“
„ბენზემასთან მოლაპარაკებებს უშუალოდ ვაწარმოებდი. მას სახლში ვესტუმრე. ის საკმაოდ მორიდებული იყო და ცოტას საუბრობდა. რაც შეეხებათ სხვებს, ტრანსფერის განხორციელებამდე პირადი კომუნიკაცია მქონდა კაკასთანაც, ზიდანთანაც, რონალდუსთანაც, რონალდოსთანაც, ბექემთანაც, ფიგუსთანაც...“
„შემადგენლობაში გვყავს დიდებული ფეხბურთელები ვინისიუსის, ვალვერდეს, როდრიგოს, მილიტაოს და სხვების სახით. მათი სატრანსფერი ღირებულება ძალიან მაღალია. ვინისთან კონტრაქტის გახანგრძლივება უახლოეს პერიოდში მოხდება. ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს. მიუხედავად არა ერთი შეთავაზებისა, ის ყოველთვის ცალსახად აღნიშნავს, რომ მისი სურვილია კარიერის „რეალში“ გაგრძელება. ერთ მშვენიერი დღეს ბრაზილიელი ბენზემასა და მოდრიჩის მსგავსად „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული გახდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი ამ ფეხბურთელების მიმართ. განვლილი სეზონის გათვალისწინებით კი, საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი ჯილდო კარიმს ეკუთვნის.“
„ჩვენ 16 წლის ასაკში შევიძინეთ ვინი და უკვე 18 წლიდან „რეალში“ ასპარეზობს. თავდაპირველად ის არ იყო ასეთი ეფექტური. ამაში დიდი წვლილი ანჩელოტის მიუძღვის. მის გაყიდვაზე ფიქრი უაზრობაა.“
„რამოსის დაბრუნება? ეს მასზეა დამოკიდებული, თუ რა გზას აირჩევს კარიერის დასრულების შემდეგ. ჩემთვის სერხიო საუკეთესო მცველია. არასდროს მავიწყდება მისი გოლი ლისაბონის ფინალში.“
„გარეთ ბეილი „რეალის“ ისტორიაში ერთ-ერთი დიდებული მოთამაშეა. კარგად გვახსოვს კიევის, ვალენსიისა და ლისაბონის ფინალები... ის ძალიან მიყვარს. „სანტიაგო ბერნაბეუმ“ აპლოდისმენტებით გააცილა უელსელი.“
„აზარი უიღბლო გამოდგა. მუნირთან ინციდენტის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიყრა, მაგრამ ახლა პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. აზარის განცხადება? თუ მაქვს აქვს ასეთი მისწრაფება, აუცილებლად უნდა დავუჯეროთ.“
„„სიბელესი“ ქომაგებისა და ფეხბურთელების ადგილია, შესაბამისად მე იქ არ ვიმყოფებოდით ზეიმის დროს.“
„„ატლეტიკომ“ საპატიო კორიდორზე უარი თქვა? ყველას საკუთარი დამოკიდებულება აქვს, რაშიც პრობლემას ვერ ვხედავ.“
- 16 ივნისი 2022
- 1885
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.