პერესი:„„უეფას“ ამ კითხვაზე პასუხს გავაცემინებ, ეს სირცხვილია“

„რეალის“ პრეზიდენტმა ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი და „უეფა“ გააკრიტიკა....


„ჩემსა და ხავიერ ტებასს შორის ურთიერთობა ათწლეულებს მოითვლის, ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთს და ვიზიარებდით პოზიციებს, მაგრამ როდესაც მოვისმინე, რომ სატელევიზიო უფლებები 50 წლით რაღაც თანხის გამო უნდა დაგვეთმო, მაშინვე სასამართლო დავა დავიწყე, ვინაიდან მივხვდი, რომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა. ეს იყო გარიგება, რომელიც აზიანებდა აბსოლუტურად ყველა კლუბის ინტერესს. აქ არ აქვს მნიშვნელობა მოკლევადიან პერსპექტივებს, ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და ისეთი ნაბიჯები არ გადავდგათ, რომელიც არამხოლოდ კლუბებს, არამედ მთელ ლა ლიგას დააზიანებს.“

„საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ მიზანს მივაღწიეთ და შეთანხმება არ შედგა. ჩემი აზრით, ბრძოლას ნამდვილად ჰქონდა აზრი და ამ იდეას პერსპექტივა აღარ აქვს.“

„რაც შეეხება „უეფას“. მე ვნახე ჩეფერინი, ფინალის დღეს შეხვედრა შედგა და ახალი ბერნაბეუს მაკეტიც ვუსახსოვრე, ჩვენ ბევრი არ გვისაუბრია, თუმცა ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჯდებოდა.“

„მე „უეფასთან“ შეკითხვები მაქვს, რომელზეც პასუხის გაცემა აუცილებელია. რატომ ჩაინიშნა ფინალი პარიზში? ამას გარკვეული მიზეზები აქვს და ორგანიზაციამ პასუხი უნდა გაგვცეს.“

„ჩვენ არასდროს შეგვშინებია ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთის, ვინაიდან გვჯერა, რომ მართლები ვართ და სასამართლო პროცესებიც ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება.“

„სწორედ ეს არის განსხვავება მონოპოლიური ხასიათის „უეფასა“ და ჩვენს შორის, ვისაც სუპერლიგის დაარსება გვსურს და გვჯერა ამ იდეის.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 ივნისი 2022
  • 2187
  • 1

1

16 ივნისი 2022 11:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 356
იმენა მაფიოზი ხარ პერეს ჩემ თვალში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 27
2 დე ტომასი 17
3 ვინისიუსი 17
4 ასპასი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 5 0 1 15
2 ინტერი 6 3 1 2 10
3 შერიფი 6 2 1 3 7
4 შახტარი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

ვინ არის 21/22 წ.წ. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
მოდრიჩი
ვინისიუსი
კაზემირო
კურტუა



მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2022 (94)
ივლისი 2022 (371)
ივნისი 2022 (488)
მაისი 2022 (646)
აპრილი 2022 (487)
მარტი 2022 (294)