"რეალს" დავიდ ლუისის შეძენაში ხელს "მანჩესტერ სიტი" უშლის

მადრიდელები "ბენფიკას" 28 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ ამ თახნის გაზრდა მოუწევთ, რადგან "მანჩესტერ სიტი" მზად არის ბრაზილიელში 33 მილიონი გადაიხადონ.


"მანჩესტერ სიტი" მადრიდელებს ფეხბურთელების შეძენაში ხელს უშლიან. "რეალს" დავიდ ლუისის შეძენა სურს, მაგრამ ახლა ბრაზილიელისთვის ინგლისური გუნდიც იბრძვის. "სიტიმ" უკვე ტურე იაია, სილვა და კოლაროვი შეიძინა. შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბს" სილვას და კოლაროვის შეძენა სურდა, მაგრამ ისინი "სიტიმ" შეიძინა. ახლა კი ინგლისელები ცდილობენ "რეალს" დავიდ ლუისი წაართვან.

"მანჩესტერ სიტიმ" ლისბოელებს 33 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ლუის ფელიპე ვიერამ მათ უარი განუცხადა. "ბენფიკის" პრეზიდენტმა ეს ყველაფერი ფლორენტინო პერესს აცნობა და სატრანსფერო თანხის გაზრდა მოთხოვა, თუ "რეალს" მისი შეძენა სურს, მაშინ "ბენფიკასთვის" 40 მილიონის გადახდა მოუწევს. ვიერა მისი სატრანსფერო ფასის შემცირებას არ აპირებს.

თავიდან პორტუგალიური კლუბი ლუისისთვის 32 მილიონს ითხოვდნენ. "რეალი" კი არ იყო მზად 25 მილიონზე მეტი გადაეხადა. ახლა ბრაზილიელის ფასი 40 მილიონამდე გაიზარდა, რადგან ინგლისელები დავიდით დაინტერესდნენ და კარგ თანხას სთავაზობენ. "რეალს" ბრაზილიელისთვის 34 მილიონის გადახდა მოუწევს, ან უფრო მეტის.

დავიდ ლუისის შეძენას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" სცდილობს, ასე რომ მადრიდულ კლუბს ძალიან გაუჭირდება მისი შეძენა. თუ "რეალი" რომელიმე ფეხბურთელით ინტერესდება, ფეხბურთელის ფასი ძალიან იწევს და მისი ტრანსფერი ძალიან რთულდება. მოურინიოს დაცვის გაძლიერება სურს. ისინი მაიკონის შეძენასაც სცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ. თუ დავიდ ლუისის ტრანსფერი არ გამართლდა, მაშინ ფლორენტინო ტიაგო სილვას შესაძენად იბრძოლებს, თუმცა ბერლუსკონიმ უკვე უარი უთხრა ყველა კლუბს, რომლებიც სილვათი ინტერესდებიან.

"ბენფიკა" "რეალის" კანტერანოებით ინტერესდება, ლისბოელებმა უკვე კასტილიელი როდრიგო ოფიციალურად შეიძინეს, მაგრამ ისინი კიდევ რამდენიმე კასტილიელი ფეხბურთელით ინტერესდებიან. თუ "ბლანკოსი" "ბენფიკას" კიდევ რამდენიმე კასტილიელ ფეხბურთელს მიყიდის, მაშინ დავიდ ლუისის ტრანსფერი მადრიდელებს შედარებით იაფი დაუჯდებათ.

პორტუგალიელები ინტერესდებიან ასევე ეზიკელ გარაით და როისტონ დრენტეთი, ისინი მოურინიოს გეგმებში არ შედიან და შესაძლოა კლუბი დატოვონ და კარიერა პორტუგალიაში განაგრძონ.

დავიდ ლუისმა უკვე სურვილი გამოთქვა მადრიდის "რეალში" თამაშზე. "კარგი იქნებოდა კაკასთან ერთად თამაში". განაცხადა ბრაზილიელმა.

ინფორმაციის წყარო Marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)