დუდეკის პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" მეკარე, ჯერზი დუდეკი ძალიან დამწუხრებულია რაულის წასვლით.


"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ "რეალში" 3 სეზონი რაულთან ერთად გავატარე. "ელ კაპიტანო" არის დედებული ფეხბურთელი და ძალიან კარგი ადამიანი. ესპანელი ფეხბურთელი "სამეფო კლუბის" ლეგენდაა. ის ნამდვილი კაპიტანია. სამწუხაროა, რომ მან გუნდის დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ის ყოველთვის ჩვენს გულებში დარჩება."

დუდეკმა ჟოზე მოურინიოზე და მანუელ პელეგრინიზე ისაუბრა.

"მოურინიო და პელეგრინი ორივე ძალიან კარგი მწვრთნელები არიან. თუ მათ შევადარებთ, ეს იქნება შეცდომა, რადგან ყველა მწვრთნელს მისი ტაქტიკა აქვს. გასულ წელს ვერაფერი მოვიგეთ. წელს კი მზად ვართ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ. ამაში ჟოზე ძალიან დაგვეხმარება."

რაულის წასვლის შემდეგ 7 ნომერი თავისუფალია. ამბობენ, რომ მომავალ სეზონზე კრისტიანო 7 ნომრით ითამაშებს. "რონალდოს საყვარელი ციფრი 7_ია. მას ყოველთვის სურდა ამ ციფრით თამაში, მაგრამ პორტუგალიელს არ გამოუთქვამს ინტერესი "რეალში" 7 ნომრით ითამაშოს."



"მოურინიო პიზიკურად არ გვტვირთავს. ვარჯიშებზე ყოველთვის ბურთთან გვაქვს შეხება. ის არ გვავალდებულებს სპორტულ დარბაზში ბევრი ვივარჯიშოთ"

"ძალიან მოხარული ვარ "ბლანკოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებით. მე გუნდში კიდევ 1 წელი დავრჩები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას. მართალია, რომ სათამაშო დრო ძალიან ცოტა მაქვს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ჩემი გუნდის დასახმარებლად."

ინფორმაციის წყარო Marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)