ალონსოს სატრანსფერო საგა

ეს იყო ყველაზე გრძელი სატრანსფერო საგა ამ ზაფხულს."ლივერპულმა" მიიღო 30 მლნ.ფუნტი და შეავსო ბიუჯეტი.პერესმა მთლიანად დახარჯა 258 მლნ.ევრო.ეს ყველაფერი სიგიჟეა იტალიის პრემიერ–მინისტრ სილვიო ბერლუსკონისათვის,მაგრამ ეს "რეალია".


ხაბი ალონსო უნდა გამხდარიყო მადრიდის "რეალის" პირველი შენაძენი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე,მაგრამ "ლივერპულის" ხელმძღვანელობა არ აპირებდა მის გაშვებას.მანუელ პელეგრინის არ რჩებოდა სხვა გამოსავალი.მას უნდა დაეწყო წინასასეზონო მომზადება ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე.ეს ყველაფერი იქამდე მივიდა,რომ ბასკი ნახევარმცველი ბენიტესს სთხოვდა გაეშვა ის მადრიდში.ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ალონსო გახდა "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი.

ალონსოს ტრანსფერი კაკასა და კრისტიანო რონალდოს მოუტანს თავისუფლებას მოედანზე.ხაბის მისია სწორედ ისაა,რომ გაუნთავისუფლოს შემტევ ფეხბურთელებს ზონა.ბასკი უნდა გახდეს შემქმნელი,ისეთი,როგორიც იყო ფერნანდო რედონდო.მან ორგანიზაცია უნდა გაუწიოს გუნდის თამაშს.

ალონსოს დადებითი მხარეები

როგორც ფეხბურთელს,ხაბის აქვს მოედნის ძალიან კარგი ხედვა.ის გუნდისათვის ასრულებს ფუნდამენტალურ როლს."რეალ სოსიედადში" თამაშისას ის იყო ძალიან ახალგაზრდა,მაგრამ ლიდერი.მისი თამაშის ხასიათი აძლევს მას საშუალებას გახდეს მადრიდის "რეალის" ერთ–ერთი ლიდერი.

"სოსიედადში" ის აკეთებდა შესანიშნავ გადაცემებს რთულ სიტუაციებშიც და მართავდა გუნდის თამაშს.ის და ლასი შექმნიან დიდებულ დუეტს მოედნის ცენტრში და უხელმძღვანელებენ გუნდს.როცა საჭირო გახდება ის აწყნარებს თამაშს,ხოლო როცა სისწრაფეა საჭირო,გუნდის შეტევებსაც სწრაფად იწყებს.ის ამას ძალიან სწრაფად აკეთებს.რაც მთავარია,მას აქვს კარგი ტექნიკა და პასის კულტურა,რაც ძალიან სჭირდება "სამეფო კლუბს".მისთვის პირველ ადგილზე–გუნდია.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 16 აგვისტო 2009
  • 3352
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)