ფლორენტინო პერესის სრული საუბარი რაულის წასვლასთან დაკავშირებით

"მოგესალმებით ყველას და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სანტიაგო ბერნაბეუზე."


"საყვარელო მეგობრებო, როგორც თქვენ იცით ეს ლეგენდარული სტადიონი არის მოწმე კლუბის დაუვიწყარი მიღწევების. ეს მინდორი არის სავსე ემოციებითა და ღვაწლებით. და დღეს ამ სტადიონზე ჩვენ გადავიტანთ კიდევ ერთ ემოციურ მოვლენას."

"ბევრი ადამიანი გამხდარა ნაწილი რეალ მადრიდის ლეგენდისა და ბევრ ადამიანს დაუტოვებია ამ კლუბში თავისი კვალი. ყველამ კარგად ვიცით, რომ მოთხოვნა სრულყოფილების, ტიტულებისა და გამარჯვებების არის დიდი. ბევრმა მოახერხა შეუდარებელი გულშემატკივრების ხსოვნის, დიდების, პატივისცემისა და სიყვარულის დაპყრობა. მაგრამ ამ არაჩვეულებრივ ადამიანთაგან, ცოტანი არიან არჩეულნი მადრიდისმის სიმბოლოდ."

ფლორენტინო პერესის სრული საუბარი რაულის წასვლასთან დაკავშირებით


"რაული უდაოდ ფლობს იმ ნიჭსა და ტალანტს, რომელიც პასუხობს ამ კლუბის წმინდა კოდექსს. მისი უსასრულო ვალდებულებით, შეუწყვეტელი მუშაობითა და რეალ მადრიდისადმი სიყვარულით მან მოიპოვა ქომაგების ურღვევი ერთგულება, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა სად წავა, ის მუდამ იქნება მათ გულებში."

"პირადად რაულს 10 წლის წინ შევხვდი 2000 წელს, როდესაც რეალის პრეზიდენტი გავხდი, და მას შემდეგ შემიძლია დავადასტურო, რომ რასაც ის მოითხოვს საკუთარი თავისგან და მისი ლტოლვა ტრიუმფისკენ აღემატება ყოველგვარ ლოგიკას."

"დღეს ჩემი ოცნებაა, რომ ყველა რეალის ფეხბურთელმა გაამხნევოს რაულ გონსალეს ბლანკო, ჩვენი კაპიტანი რომელიც გვტოვებს. მინდორსა და მის გარეთ რაული შესანიშნავად პასუხობდა მადრიდისმის ღირებულებებს."

"როგორც პრეზიდენტმა მინდა ავღნიშნო სიამაყე, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდი უდიდეს პატივისცემასა და აღტაცებას გამოხატავდა მის მიმართ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის თუ როგორ ღირსეულად ემსახურებოდა რაული გუნდს."

"მისი მიღწევები არის დიდი. არ არის ადვილი, რომ გქონდეს მოგებული 6 ლიგა, 3 ევროპის თასი, 2 საერთაშორისო თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ოქროს მედალი: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან, მადრიდის ერისგან და სამეფო ორდენი სპორტული დამსახურებებისთვის. ასევე არ არის ადვილი იყო უეფას საუკეთესო შემტევი ევროპაში 2001-სა და 2002-ში, იყო 2 გზის ლა ლიგის ბომბარდირი 1998/99-სა 2000/01-ში, იყო რეალ მადრიდის ოფიციალური ბომბარდირი, იყო მადრიდის ბომბარდირი ლა ლიგაში, იყო მადრიდის ბომბარდირი ევროპაში, გქონდეს ჩატარებული ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი მადრიდში, გქონდეს ნათამაშები ყველაზე მეტი ლიგის მატჩი მადრიდისთვის და იყო ყველა დროის ბომბარდირი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 44 გოლით."

"ეს არის ულამაზესი რეზიუმე, რომელიც ძალიან საჭიროა გუნდისთვის. მილიონობით სპორტის მხარდამჭერი ტაშით აღიარებს რაულს და თვლის თავს რაულისტად იმისდამიუხედავად თუ სად იმყოფებიან ისინი."

ფლორენტინო პერესის სრული საუბარი რაულის წასვლასთან დაკავშირებით


"რაული არის რეალ მადრიდის კაპიტანი და ასევე თავისი ბედის ბატონ-პატრონი. მან გადაწყვიტა წასულიყო გუნდიდან, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არ არის "მშვიდობით" ეს არის "მოგვიანებით გნახავ". მინდა გაგახსენოთ, რომ ანალოგიური მოხდა ღირსების პრეზიდენტის, ალფრედო დი სტეფანოს შემთხვევაშიც. საყვარელო რაულ, სადაც არ უნდა წახვიდე და სადაც არ უნდა ითამაშო, იცოდე რომ რეალ მადრიდის მაისური მუდამ იქნება შენი მაისური, რეალ მადრიდის მიღწევა მუდამ იქნება შენი მიღწევა, რეალ მადრიდს გულშემატკივრები მუდამ იქნებიან შენი გულშემატკივრები და სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონი მუდამ იქნება შენი სახლი."

"კაპიტანო, მადლობა, დიდი მადლობა ყველა იმ დაუვიწყარი წლისთვის, რომელიც გაატარე გუნდში. ჩვენ არ დაგივიწყებთ, იმიტომ, რომ არ გვინდა შენი დავიწყება."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 27 ივლისი 2010
  • 2248
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)