რაული:"მე ყოველთვის "რეალის" მხარდამჭერი ვიქნები"

შესამჩნევად აღელვებულმა და სევდიანმა რაულმა ისაუბრა თავის გამოსმშვიდობებელ პრესს-კონფერენციაზე...


"გადაწყვეტილების მიღების დრო მოვიდა. თხუთმეტი წლის განმავლობაში მე ვატარებდი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბის მაისურს, რის გამოც მე მზად ვიყავი მიმეცა "რეალისათვის" ყველაფერი. მე ახლა 33-წლის ვარ და ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა ჩემს კარიერაში გამომეცადა ძალები ესპანეთის საზღვრებს გარეთ. მე ძალიან დიდხანს ვიღებდი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე არ გემშვიდობებით, ჩვენ მოგვიანებით შევხვდებით. მე ყოველთვის "რეალ მადრიდის" მხარდამჭერი ვიქნები, მიუხედავად იმისა თუ რომელ გუნდში ვიქნები".

"მე მინდა მადლობა გადავუხადო "რეალს" იმისათვის, რომ მათ მომცეს დრო გადაწყვეტილების მისაღებად. მე ვფიქრობდი ჩემს ოჯახზე და კლუბზე მშვიდ გარემოში. იყო ძალიან რთული იმიტომ, რომ ახალი მწვრთნელი ჩემზე იმედებს ამყარებდა. მე უნდა შემეხედა ამ სიტუაციისათვის განსაზღვრული მხრიდან და მაშინ მე მივიღე ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამავე დროს სწორიც."

"მე ძალიან ბევრი მოგონება მაქვს და ერთის ამორჩევა ძალიან ძნელია. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემს კარიერაში იყო მაშინ, როცა მე 28-ოქტომბერს დავბრუნდი სახლში და ვუთხარი დედას, რომ მე მივდივარ სარაგოსაში პირველ გუნდთან ერთად და ის, რომ მე მომეცემოდა თამაშის შესაძლებლობა. დედაჩემს სიხარულისაგან ცრემლები წამოსცვივდა, იმ მომენტისათვის ის უბედნიერესი ადამიანი იყო, რომელიც მე ოდესმე მინახავს. მე ყოველთვის გავიხსენებ ამას, იმიტომ, რომ ეს პირველი სასიამოვნო მოგონებაა რაც მე მახსენდება."

" ნომერი "7" ძალიან სიმბოლურია მადრიდის "რეალისათვის". მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მოთამაშეები, რომლებიც ამ ნომრიან მაისურს ატარებენ, შესძლებენ ამას როგორც საჭიროა. თქვენ უნდა დატკბეთ ამ მომენტით და არ იცხოვროთ წარსულით. მთავარია არა ნომერი, არამედ ის ვინც მას ატარებს. ეს არის ის რასაც მე მნიშვნელოვნად მივიჩნევ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ვინც ითამაშებს 7-ნომრიანი მაისურით, ამას კარგად გააკეთებს."

"ჟოზე მოურინიომ მაიძულა მე მეფიქრა დიდი ხანი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ის დიდი მრწვთნელია და მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი მუშაობით. ჩვენ ვსაუბრობდით და მან თქვა, რომ ჩემი იმედი ჰქონდა და მოუთმენლად ელის ჩემთან მუშაობის დაწყებას, მაგრამ მე სხვაგვარად გადავწყვიტე."

წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • CH1PO
  • 26 ივლისი 2010
  • 1536
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ხერარდ მორენო 6
2 ბენზემა 6
3 ლორენი 6
4 სუარესი 4

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 2 2 0 0 6
2 ბრიუგე 2 0 2 0 2
3 გალათასარაი 2 0 1 1 1
4 რეალი 2 0 1 1 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2019 (153)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)