"რეალის" მოთამაშეები რაულზე

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს ლეგენდარულ "ელ კაპიტანოზე".


იკერ კასილასი:
"რაული მადრიდის "რეალის" სიმბოლოა. იგი დიდებული კაპიტანია და ურთულეს სიტუაციებშიც კი შეუძლია გამოსავალის პოვნა. რაული ყველასთვის მისაბაძი ადამიანია. სწორედ ის მასწავლიდა როგორ უნდა ვყოფილიყავი კარგი ფეხბურთელი და პიროვნება. ამ კლუბის ისტორია არის დიდებულ ფეხბურთელებზე აგებული, რაული ერთ–ერთი მათგანია."

კრიშტიანუ რონალდუ
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ რაულთან ერთად თამაშის შანსი მომეცა. ყოველთვის მსურდა მისთვის მიბაძვა. მინდა რაულს წარმატებები ვუსურვო."

ჩაბი ალონსო
"რაული მადრიდის "რეალის" სიმბოლო და უდიდესი ნაწილია. არ არის ადვილი ერთი კლუბში 15 წლით თამაში, მაგრამ რაულმა ეს შეძლო, რადგან დიდებული ფეხბურთელია."

კაკა:
"რაული დიდებული ფეხბურთელი და ამ კლუბის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. რაული მუდამ იქნება მადრიდისტა. დღეს მის გულშემატკივრებს მძიმე დღე აქვთ."

დრენტე:
"მე მას ფეხბურთის ჯენტლმენად და ფანტასტიურ კაპიტნად ვთვლი. იგი მუდამ კარგად მეპყრობოდა და ჩემზე ზრუნავდა."

პეპე:
"16 წელი გაატარა რაულმა ამ კლუბში და ყველას დაუმტკიცა, რომ უნიჭიერესი ფეხბურთელია. იგი მუდამ დარჩება ჩემს გულში. იგი მადრიდის "რეალის" ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია."

ლასანა დიარა:
"ძალიან ბედნიერი ვარ რომ მასთან ერთად შევძელი თამაში. ბავშობაში მის თამაშებს ვუყურებდი. იგი მე მეხმარებოდა მადრიდში მოსვლის დღიდან. მე მუდამ სიამაყით ვიტყვი, რომ "ბლანკოსში" რაულთან ერთად მაქვს ნათამაშები."

დუდეკი:
"რაული არის უმაღლესი დონის ფეხბურთელი. მას უნდა მიბაძოს ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელმა. ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო მის გვერდით თამაში."

ბენზემა:
"რაული ახარგაზრდა ფეხბურთელებისთვის მისაბაძი პიროვნებაა. იგი მადრიდის "რეალის" სიმბოლო და დიდებული კაპიტანია. იგი ფანტასტიური ფორვარდი და ეფექტური მოთამაშეა."

ანტონიო ადანი:
"მადრიდის "რეალის" ისტორიის ნაწილი კლუბს ტოვებს. იგი დიდებული კაპიტანია. მას უნდა მიბაძოს ყველა კასტილიას ფეხბურთელმა. მსურს რაულს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო."

მარსელო:
რაული ჩვენ არ დაგვივიწყებს, არც ჩვენ დავივიწყებთ მას. იგი მადრიდის "რეალის" სიმბოლოა."

გაგო:
მადრიდის "რეალს" დიდებული ფეხბურთელი ტოვებს. დიდი სიამოვნება იყო რაულის გვერდით თამაში. მე მას წარმატებებს ვუსურვებ."

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)