ლეგენდა მადრიდიდან

რაულმა დატოვა მადრიდის ,,რეალი''. ერთი შეხედვით ამ მარტივი და უბრალო წინადადებით გაგებულმა ამბავმა, ყველა მადრიდისტას გული დასწყვიტა(რბილად რომ ვქვათ). ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაც დამთავრდა, რაღაც დიადი და შეუცნობელი.რეალი დატოვა ბოლო ,,გალაქტიკომ'', რომელიც ყველა ფორმაციის რეალის ლიდერი და სიმბოლო იყო. არ მეგულება დედამიწაზე ფეხბურთელი, თუ ზოგადად სპორტსმენი,რომელსაც ხალხის ამდენი სითბო, სიყვარული და პატივისცემა მოეპოვებინოს . აქ ლაპარაკი არ მაქვს მარტო რეალის გულშემატკივრებზე.ადამიანთა უმრავლესობა ,რომლებიც სპორტით არიან გატაცებულნი დიდ პატივს სცემენ ბლანკოს.ალბათ, ბოლო წამამდე თითოეული მადრიდისტას გულში იმედის ნაპერწკალი კიაფობდა, რომ მოხდებოდა სასწაული და ჩვენი ლეგენდა არ დაგვტოვებდა.მაგრამ...ყველაფერს აქვს დასასრული.


არსებობს ბევრი ვერსია, თუ რატომ გადადგა რაულმა ეს ნაბიჯი,ზოგი პრეზიდენტს აბრალებს, ზოგი მწვრთნელს,მაგრამ ჩემთვის ახლა ამას ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარი ამ წუთას არა მიზეზების ძიებაა, არამედ შედეგი, რომელიც ძალიან გულდასაწყვეტია. რაული უპირველეს ყოვლისა მისაბაძი პიროვნებაა და შემდეგ ფეხბურთელი. ადამიანი, რომელიც წაგებასა და მოგებას ღირსეულად იღებს.თუნდაც ის ფაქტი რად ღირს,რომ მას არცერთი წითელი ბარათი არ აქვს მიღებული თავისი კარიერის განმავლობაში. კარიერის, რომელიც მადრიდს რეალს მიუძღვნა. რაული ,ძალიან ახლოს დგას ქართველი კაცის ტიპაჟთან. ერთ ისტორიას გავიხსენებ. რონალდომ(ფენომენი) დაბადების დღეზე დაპატიჯა გუნდელები, მათ შორის რაულიც.მან მეგობრებს ,,სიურპრიზი'' მოუწყო და ,,გოგოები'' დაიქირავა მათ გასართობად. რაული ამ ,,წვეულებაზე'' ცოლთან ერთად მივიდა და როდესაც გაიგო რაც ხდებოდა, სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. რაული არის ადამიანი,რომლისთვისაც ოჯახი უმთავრესია. რაული არის ადამიანი,რომელიც არასდროს მომხვდარა ყვითელი პრესის ფურცლებზე. მას აქვს იმდენი დადებითი თვისება, რომ მათზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.

ხორხე ვალდანო არის ადამიანი,რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. მან მადრიდისტებს გვაჩუქა რაულ გონსალეს ბლანკო. სწორედ მან გაუკაფა გზა ახალგაზრდა ,,კანტერანოსს'' მთავარი გუნდისკენ. მან ააკაშკაშა ვარსკვლავი,სახელად რაული.

რაული თვალცრემლიანი დაემშვიდობა მადრიულ პუბლიკას და არამარტო მათ. ჩვენც იგივე განცდით ვუხდით მადლობას მას იმ ღვაწლისათვის, რაც რეალისთვის გაიღო. რეალი და რაული განუყოფელნი არიან. მოვიყვან რაულის ერთ ციტატას:,,როდესაც მე გავიტანე გოლი ატლეტიკოს კარში, მე ვაკოცე ,,რეალის'' გერბს, რათა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ვარ ნამდვილი მადრიდისტა და მოვკვდები ამ კლუბის გამო. ყოველ თამაშში მე მოვკვდები რეალის ფორმისთვის''.ამ სიტყვების წარმოთქმა მხოლოდ ისეთ გენიალურ ადამიანს შეეძლო, როგორიც რაულია. საერთოდ ნათქვამია, რომ ადამიანს მაშინ უფრო მეტად აფასებენ ,როცა მიდის(ამ შემთხვევაში კლუბიდან). მე მჯერა იმის ,რომ გავა დრო და ყველა მადრიდისტა უფრო ღრმად გაათვითცნობიერებს, თუ როგორი ადამიანის თანამედროვენი ვართ. ჩვენ გვქონდა იმის ,,ფუფუნება'', რომ მისი თამაშის მომსწრენი ვყოფილიყავით. ის მუდამ ჩვენს გულებში დარჩება და მუდამ გვემახსოვრება ,,7ნომერი'', ლეგენდა მადრიდიდან.


გაუმარჯოს რაულს!!! დიდება ჩვენს კაპიტანს!!!

სტატიის ავტორი:legend from madrid dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ხერარდ მორენო 6
2 ბენზემა 6
3 ლორენი 6
4 სუარესი 4

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 2 2 0 0 6
2 ბრიუგე 2 0 2 0 2
3 გალათასარაი 2 0 1 1 1
4 რეალი 2 0 1 1 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2019 (153)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)