ის მუდამ ჩვენს გულებში დარჩება...

რაული მიდის... მიდის ბუნდესლიგაში, მაგრამ მისი ყოფნა "ბერნაბეუზე" ყოველთვის საგრძნობი იქნება. "რაული-არის მადრიდი და მადრიდი-არის რაული", თქვა ერთხელ "კაპიტანის" კერპმა ემილიო ბუტრაგენიომ. ის მხოლოდ 17-წლის იყო, როცა მისი დებიუტი შედგა "რეალში" და მას შემდეგ ის "სამეფო კლუბის" ლიდერი და კაპიტანი გახდა, მაგრამ ახლა მისი კარიერის ეს ნაწილი დასრულდა...


თავისი უკანასკნელი მატჩი "რეალის" შემადგენლობაში რაულმა გამართა იქ სადაც დაიწყო, სტადიონ "ლა რომარედაზე". მისთვის ყველაფერი იქ დამთავრდა სადაც დაიწყო. კოჭლობით, დაჭრილი, მაგრამ ძველებურად ამაყი რაული ასრულებს უკანასკნელ გადაცემას, მას სურდა გუნდის დახმარება და ტრავმის მიუხედავად ბოლომდე იბრძოდა... მაშინ მან არ იცოდა, რომ ეს მისი ბოლო თამაში იქნებოდა "რეალში", მაგრამ რაულს სურდა ეჩვენებინა, რომ ის ისევ ის პატარა ბიჭი იყო, რომელიც პირველად 15-წლის წინ გამოჩნდა "რეალის" მაისურით.

კაპიტანი კოჭლობით შეიჭრა საჯარიმოში და რონალდოს გადაცემის შემდეგ გაიტანა გოლი მისთვის ჩვეულ სტილში, მარცხენა ფეხით და ერთი შეხებით. ამ გოლს ის დიდი ხანი ელოდა, და მისთვის თამაშში დარჩენილ დროს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მან გაიტანა არა თავისთვის, არამედ მადრიდის "რეალისათვის". შემდეგ ის შეცვლილი იქნა, მაშინ არავინ არ იცოდა, რომ ეს მისი ბოლო აპლოდისმენტები იყო.

რაული-ერთადერთია ასეთი. რაული-ფეხბურთელი, იმიტომ, რომ ის დაიბადა რათა სიზმარი რეალობად ექცია. ღმერთმა არ მისცა მას ის საფეხბურთო შესაძლებლობები, რაც სხვას. რაული არ არის ძალიან სწრაფი, ძალიან ძლიერი, მაგრამ ის ნამდვილი ლიდერია, ყველაზე საუკეთესო მათ შორის, რომლებსაც ოდესმე "რეალის" მაისურით უთამაშიათ, დი სტეფანოსთან ერთად.

რაული-ბავშვია, რომელისაც ჩაეძინება ავტობუსში მისი სადებიუტო მატჩის წინ, ის მამაცი ახალგაზრდაა, რომელიც არ უფრთხის პიეტრო ვერხოვოდს, ის ბიჭია, რომელიც იგონებს ფინტს, რათა დაეხმაროს გუნდს საკონტინენტთაშორისო თასის მოგებაში, ის მადრიდისტაა, რომელიც ბედავს დაადუმოს "კამპ ნოუს" ტრიბუნები.

რიცხვები არ ტყუიან, ისინი ამყარებენ რაულის დიდებას, მაგრამ ეს მარტო სტატისტიკა არ არის. რიცხვებმა არ უნდა დაგვავიწყოს ის რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი კვალი, კვალი დიდი ფეხბურთელისა, რომელიც დაიბადა რათა ეთამაშა მადრიდის "რეალში". რაული არ იქნება მოედანზე, მაგრამ ის გააგრძელებს თამაშს "რეალში". ის ამას გულის დახმარებით გააკეთებს. რაული არ მიდის , ის მხოლოდ დროებით გვტოვებს. dle 10.1

  • CH1PO
  • 26 ივლისი 2010
  • 1721
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)