¡GRACIAS, GUTI!

მინდა შემოგთავაზოთ გუტისთვის დასამშვიდობებელი სტატია, მინდა გამოვხატო წუხილი მისი წასვლის შემდეგ და მინდა ყველამ გაიზიაროთ და წაიკითხოთ ეს სტატია !


ხოსე მარია გუტიერესი, უდიდესი ფეხბურთელი, მადრიდის ლეგენდა ! არ ვიცი, სიტყვებით მიჭირს იმის გამოხატვა თუ როგორ დამწყდა მისი წასვლით გული... არ ვიცი რაღაც დააკლდება ჩემთვის მადრიდის რეალს, რაღაც ძალიან დიდი... ნებისმიერ დროს როცა გუნდს უჭირდა გუტი მუდამ საოცარი პასით გამოასწორებდა ყველაფერს, მისი 24 (ბავშვობიდან მოყოლებული... იგი რეალის აღზრდილია.) წლიანი კარიერა მადრიდის რეალში იყო შთამბეჭდავი. მან ბევრი რამ გამოიარა, იგი არასდროს ყოფილა ძირითადის ფეხბურთელი, მაგრამ არასდროს უწუწუნია ამაზე და მუდამ იბრძოდა ძირითადისთვის. მისი პასები აოცებდა ყველას, უიმედო მდგომარეობიდან ისეთ პასს გააკეთებდა , რომ მადრიდულ პუბლიკას აღაფრთოვანებდა... იყო დრო როცა გუტის ლანძღავდნენ ცუდი ფორმის გამო , მაგრამ იგი არ დანებდა და არ შეიძულა მადრიდელი ჰინჩასები, იბრძოლა და ისევ დაიბრუნა გულშემატკივრების სიყვარული. გუტი ყველასთვის პატივსაცემია, მიუხედავად მისი მძიმე ხასიათისა... მე არ დამავიწყდება მისი სახე როცა ლაკორუნიას დეპორტივო დაამარცხა მადრიდის რეალმა, მან დაიჩოქა ცაში აიხედა და ხმა მაღლა ყვიროდა შევძელით... მე არ დამავიწყდება ის ემოცია როდესაც მან ბენზემას პასი გაუკეთა, არ დამავიწყდება როცა შარშან წინ გუტიმ ესპანიოლს ჯარიმა გაუტანა , არ დამავიწყდება ლიონთან გაკეთებული საგოლე პასი რონალდოს მიმართულებით და კიდევ ბევრი რამ... იგი შეუცვლელია , მას მადრიდის რეალში ვერანაირი ალონსო და კაკა ვერ შეცვლის, იგი იყო არის და იქნება მუდამ საუკეთესო ნახევარმცველი თავის პოზიციაზე მადრიდის რეალში ! მისი ხასიათი , ბრძოლა თავისი კლუბისთვის, ის მართლაც რჩეულია. მე დარწმუნებული ვარ პატარა მადრიდელებსაც ( გულშემატკივრებს ) დასწყდება გული გუტის წასვლის გამო, ბევრმა არ იცის რას წარმოადგენს გუტი , მაგრამ დარწმუნებული ვარ რაც აქვთ ნანახი გუტის შემოქმედებიდან მოეწონებოდათ და დაწყდებოდათ გული ამ ფეხბურთელის წასვლის გამო. მადრიდული პუბლიკა ფეხზე იდგა და ისე ემშვიდობებოდა მას ბილბაოსთან მატჩის შემდეგ, ყველა ტაშს უკრავდა , ცრემლები , ატირებული სახეები და ა.შ
დიდი ფეხბურთელი წავიდა მადრიდის რეალიდან, უდიდესი ! ლეგენდა , ცოცხალი ლეგენდა... მისი 14 ნომრიანი მაისური ... უნდა დარჩეს ხელშეუხებელი და არ უნდა მოირგოს იგი ხაბი ალონსომ... რაც გუტიმ რეალისთვის გააკეთა იმის ნახევარს ვერ გააკეთებს ბევრი თავისი კლუბისთვის... მშვიდობით გუტი , შენ მუდამ გამარჯვებული იქნები და ჩვენს გულში მუდამ დარჩები !... გმადლობ ყველაფრისთვის. ¡GRACIAS, GUTI! ADIOS ...
019 019

Uno, Dos, Tres HALAAAAAAAAAAA GUTIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIII !!!!!


¡GRACIAS, GUTI!
¡GRACIAS, GUTI!
¡GRACIAS, GUTI!
¡GRACIAS, GUTI!
¡GRACIAS, GUTI!
¡GRACIAS, GUTI!
¡GRACIAS, GUTI! dle 10.1

  • CampO
  • 25 ივლისი 2010
  • 2128
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)