გუტის პრესკონფერენცია

ხოსე მარია გუტიერესმა დღეს დილით მადრიდის "რეალი" ოფიციალურად დატოვა. გუტი "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი 9 წლის გახდა, საერთო ჯამში მან მადრიდში 24 წელი გაატარა, 15 წელი კი მადრიდის მთავარ გუნდში. ესპანელი ლეგენდა მადლობას უხდის ყველა მის ფანს და მის ოჯახს. "მე შემიძლია გუნდი თავ აწეულმა დავტოვო, რადგან ვიცი, რომ ყველა "მადრიდისტას" ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს ისინი. მე სხვა კლუბში ვითამაშებ, მაგრამ ჩემი გული ყოველთვის აქ დარჩება."


გუტი მადრიდის "რეალს" სამუდამოდ არ ემშვიდობება. "რეალი" ჩემი სახლია. კარიერის დასრულების შემდეგ "ბლანკოსში" დაბრუნება მსურს, იმედია ამაში ხელს არავინ შემიშლის."

პრესკონფერენციის დაწყებამდე ფლორენტინო პერესმა მას დიდი მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

"მინდა გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში 24 წელი ვითამაშე და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მართალია მე სხვა გუნდში გადავდივარ, მაგრამ ჩემი გული ყოველთვის აქ დარჩება. ჩვენ ყოველთვის ერთი ოჯახი ვიყავით და იმედია ეს ოჯახი არ დაიშლება. მე გუნდს თავ აწეული ვტოვებ. ვიცი, რომ ყველა ყველა "რეალის" ფანს ძალიან ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს ჩემი ფანები. ისინი სულ ჩემს გვერდით იყვნენ და მე ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი მათ."

ესპანელი ნახევარმველი მადრიდის რეალის ისტორიაში შევა. მან "სამეფო კლუბთან" ერთად 542 მატჩი ჩაატარა. "ძალიან მომენატრება ჩემი კლუბი. მე მხოლოდ ის მინდა, რომ გზა ახალგაზრდებს დავუთმო. ჩემს მომავალ კლუბში ყველაფერს გავაკეთებ და შევეცდები მაღალ დონეზე ვითამაშო."

"აქ თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. მე მადრიდის "რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე. ყოველთვის მქონდა საინტერესო შემოთავაზებები სხვა და სხვა ევროპული გრანდებისგან, მაგრამ მე ყოველთვს ნამდვილი "მადრიდისტა" ვიყავი და ვიქნები. "რეალის" გულშემატკივრებს თავს ალბათ ჩემი გაკეთებული პასებით დავამახსოვრებ."

ხორხე ვალდანო : "ძალიან საწყენია, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გუტიმ ჩვენს კლუბში 24 წელი გაატარა, მათ შორის 15 წელი უმაღლეს დონეზე თამაშობდა. ესპანელი ლეგენდა ყოველ თამაშს მაღალ დონეზე ატარებდა. გუტიმ "მადრიდისტებს" ბევრი სიხარული მიანიჭა. მასთან ერთად გუნდმა ბევრი ტიტულების მოგება შესძლო, ის ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში."

"რაულს და ალბარო ბენიტოს დიდ მადლობას ვუხდი. ისინი რომ არა, მე ფეხბურთში ასეთი სახელი არ მექნებოდა. მე ძალიან მინდა ხელმძღვანელობამ კასტილიელი ფეხბურთელები მთავარ გუნდში ამოიყვანონ. მე სწორედ კასტილიიდან ამიყვანეს მთავარ გუნდში. თუ ამას ისინი გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ თქვენ ახალ გუტის იხილავთ."

ინფორმაციის წყარო RealMadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)