კურტუას „ატლეტიკოს“ დახმარება სჭირდება

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 2 ტურია დარჩენილი.


გამომდინარე იქედან, რომ უკვე ცნობილია ტურნირის გამარჯვებულისა („რეალმა“ რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად გაიფორმა) და მთავარი ბომბარდირის (ბენზემას ანგარიშზე 27 გოლია და 9-ით უსწრებს უახლოეს მდევარ იაგო ასპასს) ვინაობა, მთავარ გამოწვევად რჩება საუკეთესო მეკარის გამოვლენა.

არსებული მომენტისათვის, „ზამორას“ მოპოვების მთავარ ფავორიტად „სევილიას“ კარის დარაჯი ბონო ითვლება. ამ უკანასკნელმა 30 მატჩში მხოლოდ 23 გოლი გაუშვა, საშუალოდ 0,77. მას ფეხდაფეხ მიჰყვება ტიბო კურტუა, რომლის უკანაც 35 შეხვედრაში 29-ჯერ შეარხიეს ბადე, საშუალოდ 0,83.

როგორც ცნობილია, ბელგიელი ფეხბურთელი ამ უქმეებზე „კადისის“ წინააღმდეგ არ იასპარეზებს და საქმეში მხოლოდ ბოლო ტურში ჩაერთვება „ბეტისთან.“ თუ მან „მწვანეებს“ გოლის გატანის საშუალება არ მისცა, მაშინ, „ატლეტიკოსა“ და „ატლეტიკის“ დახმარება დასჭირდება, ვინაიდან ანდალუსიელებს სწორედ აღნიშნულ კლუბებთან რჩებათ შეხვედრები ჩასატარებელი. იმისათვის, რომ ეს ინდივიდუალური ჯილდო მადრიდში წამოვიდეს, ბონოს 2 დაპირისპირებაში 3 გოლის გაშვება მართებს.

კურტუას იმედი აქვს, ყოფილი თანაგუნდელები არ დაინდობენ მაროკოელ გოლკიპერს. dle 10.1


1

14 მაი 2022 12:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4882
ვინი მოდრიჩი ნაჩო და მილიტაო ახალგრძლუვებენ კონტრაქტს.
ვინის 2028 წლამდე უგრძელებენ და არცერთი სიტყვა არ უთქვამს ხელფასის მომატებაზეო)) ფული მაგრად კიდია ვინის და სრულად განვითარებაზეა გადართული. ამიტომ არის რომ რიგითი ბრაზილიელი შლანგისგან მაგარი ფეხბურთელი დადგა)) რამხელა პროგრესი აქვს ამ 3 წელში, მალადეც))
10 მილიონამდე გაეზრდება ხელფასიო.
რამდენს ნიშნავს როცა ფეხბურთელი არ იწყებს ტ.რაკის.თამაშს, ხელფასი მომიმატეთ ან წავალო. ტიპს ვალეხოზე და ლუნინზე მეტი აქვს მხოლოდ ხელფასი 25 კაციდან და მომატება არ მოუთხოვია. სანაცვლოდ, რეალმა ერთგულება და პროგრესი დაუფასა და 10 მლნ ექნება შემდეგ წელს)))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)