ბენზემა რაულს გაუთანაბრდა!

„რეალის“ ფრანგი თავდამსხმელისათვის „ღამურებთან“ დაპირისპირება ისტორიული გამოდგა.


კარიმ ბენზემამ მატჩის მე-19 წუთზე, ვინისიუსის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი. აღნიშნული გოლით, რომელიც მისთვის 323 გამოდგა მადრიდულ კარიერაში, „ცხრიანი“ ლეგენდარულ რაულს გაუთანაბრდა და ახლა მასთან ერთად იყოფს კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-2 პოზიციას. დიდებული ფორვარდების წინ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუა. ამ უკანასკნელს 450-ჯერ ჰყავს დამწუხრებული მოწინააღმდეგე.

ფრანგ შემტევ 323 გოლის გასატანად 603 დაპირისპირება დასჭირდა, ხოლო ელ კაპიტანომ ანალოგიური შედეგი 741 მატჩის შემდეგ შეძლო.

ბენზემას შესანიშნავი შანსი ექნება, რამდენიმე დღეში, „კადისთან“ დაპირისპირებაში უკან მოიტოვოს ლეგენდარული „შვიდიანის“ მიღწევა.

„რეალის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეული:

1) რონალდუ - 450 გოლი;
2) რაული - 323;
3) ბენზემა - 323;
4) დი სტეფანო - 308;
5) სანტილიანა - 290;
6) პუშკაში - 242;
7) უგო სანჩესი - 208;
8) ხენტო - 182;
9) პირი - 172;
10) ბუტრაგენიო - 171. dle 10.1


1

13 მაი 2022 01:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1418
რონი ეხლა რეალში რო ყოფილიყო 550 გოლზე მეტი ექნებოდა.მაგტამ ისედაც ამ რეკორდს კაი ხანი ვერავინ ვერ მოხსნის.
-----------------------
Decimotercero

2

13 მაი 2022 01:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 425
საშუალო, ან აუტსაიდერ გუნდებთან დააყენე კამა, სებალიოსი, ფედეს ტრიო და გადაახევენ ბურთს ნებისმიერს😁 აი ზიზუს დროს ხომ მაგარი სვარკა იყო ასეთ გუნდებთან თამაში და ამ ტრიოთი პირიქით ერთი სიამოვნებაა ყურება იმენა ბურთს ახევენ ტიპებს თავზეე. ნუ ეგ ტრიო ფურცელზე თორე იმედია დაემატება რეალს ნახევარდაცვაში ტოპ იგროკები ამ ზაფხულს, რომც არ დაემატოს მაინც გაქაჩავენ წესით და რიგით. აი ჩოუამენი დახატავდა რა რეალს კაზეს იდეალურად შეცვლიდა. თუნდაც დიდ თამაშებში კაზე რო დაგვაკლდეს ტოპ დონეზე ვერ ვცვლით და რამხელა პრობლემები გვაქ. პოგბას მოსვლასაც მივესალმები მე პირადად ტრამვებმა თუ არ დატანჯა გაასწორებს. მანჩესტერში მისი თამაში საერთოდ არაა საზომი, აი ნაკრებში რაცაა კაგით უფრო ნათელია რა კლასნია. აშკარად არ ქონდა უტდში მუღამი როგორია ნაადრევ სტადიებზე ყველა თასის მოგების შანსი გაუშვა და მერე მონდომებით ითამაშო😁 თვითონაც თქვა ახალო გამოწვევა უნდა და მოტივირებული იქნება .

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 27
2 დე ტომასი 17
3 ვინისიუსი 17
4 ასპასი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 5 0 1 15
2 ინტერი 6 3 1 2 10
3 შერიფი 6 2 1 3 7
4 შახტარი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღესდღეობით „რეალის“ საუკეთესო ნახევარმცველია...

კაზემირო
კროოსი
მოდრიჩი
ვალვერდე



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2022 (326)
აპრილი 2022 (487)
მარტი 2022 (294)
თებერვალი 2022 (455)
იანვარი 2022 (479)
დეკემბერი 2021 (530)