პერესის გეგმა გაცხადდა

ის, რომ დონ ფლორენტინო შორსმჭვრეტელი ადამიანია, ამაში ბევრჯერ დარწმუნებულან მადრიდისტები.


რამდენიმე დღის წინ ერლინგ ჰოლანდისა და „მანჩესტერ სიტის“ მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაკეთდა, რაც საკმაოდ მშვიდად მიიღეს „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ გუნდის პრეზიდენტი მისთვის ერთ-ერთ ფავორიტ და პრიორიტეტულ მოთამაშეს დაემშვიდობა, ოღონდ დროებით.

როგორც ირკვევა, მსურველ გუნდს ნორვეგიელი გოლეადორის „ქალაქელებიდან“ გამოსყიდვა 2 სეზონის შემდეგ შეეძლება და მხოლოდ 150 მილიონ ევროც. აღნიშნული ფასი საკმაოდ მისაღებია ისეთი გრანდისათვის, როგორიც „რეალია.“

პერესის გეგმა კი იმაში მდგომარეობს, რომ 2024 წლის ზაფხულში, ის შეელევა კარიმ ბენზემას და 9 ნომრიან მაისურს სწორედ ჰოლანდს გადააბარებს. ფრანგ თავდამსხმელს მოქმედი კონტრაქტი გაისად ეწურება, თუმცა მას კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივებენ ესპანეთის დედაქალაქში ყოფნის ვადას და უკვე 36 წლის ასაკში, ღირსეულად გადააბარებს გუნდის ბომბარდირობაზე პასუხისმგებლობას ახალგაზრდა კოლეგას. dle 10.1


1

12 მაი 2022 21:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყველაზე დიდი სისულელე ჰოლანდი რო რეალში მოვიდეს თუ ყიდვა უნდოდათ აქამდე უნდა ეყიდაა

2

12 მაი 2022 23:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
პერესის კერპთაყვანისმცემლობას გავს ეს სტატია 😁, მალე იმასაც გავიგებთ ალბათ 150 მილიონი პერესმა ჩააწერინაო. ფაქტია რომ ამ გადმოსახედით პერესი შეცდა 60მილიონად ჰოლანდი ნაჩუქარი იყო დღეს რა ფასებიცაა იმის გათვალისწინებით. პროსტა ასაკშია ეგ მელა და რაღაც ვერ გათვალა.

3

13 მაი 2022 12:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ციტატა: Joker100
პერესის კერპთაყვანისმცემლობას გავს ეს სტატია 😁, მალე იმასაც გავიგებთ ალბათ 150 მილიონი პერესმა ჩააწერინაო. ფაქტია რომ ამ გადმოსახედით პერესი შეცდა 60მილიონად ჰოლანდი ნაჩუქარი იყო დღეს რა ფასებიცაა იმის გათვალისწინებით. პროსტა ასაკშია ეგ მელა და რაღაც ვერ გათვალა.

იქნებადა თვითონ არ უნდოდა ჰალანდ ბენზემას გამო?

4

13 მაი 2022 13:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 32
ციტატა: Joker100
პერესის კერპთაყვანისმცემლობას გავს ეს სტატია 😁, მალე იმასაც გავიგებთ ალბათ 150 მილიონი პერესმა ჩააწერინაო. ფაქტია რომ ამ გადმოსახედით პერესი შეცდა 60მილიონად ჰოლანდი ნაჩუქარი იყო დღეს რა ფასებიცაა იმის გათვალისწინებით. პროსტა ასაკშია ეგ მელა და რაღაც ვერ გათვალა.

ორი ცენტრალური თავდამსხმელით დღეს აღარ თამაშობს არავინ. ვინიციუსი მბაპე რომ გყავს შეტევაში, მანდ მაქსიმუმ ერთი თავდამახმელი დაამატო. ეს ან ბენზემაა ან ჰალანდი. აქედან რომელს დასვამ სკამზე? ვერცერთს. ამიტომ მეც ვფიქრობ რომ ახლა ჰალანდის მოყვანის საჭიროება არ იყო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)