"მოურინიო "ბარსას" შიშს ჰგვრის"

ალბათ თქვენ ბალტემარ ბრიტოს სახელი არასოდეს გსმენიათ. ბრიტოსი ჟოზე მოურინიოს დამხმარე მწვრთნელი იყო, როცა პორტუგალიელი ლონდონის "ჩელსის" სპეციალისტი იყო. ჟოზეს ყოფილი დამხმარე მოხარულია მოურინიოს ასეთი წარმატებით.


ბალტემარ ბრიტო უარყოფს იმას, რომ ჟოზე გუარდიოლაზე უკეთესი მწვრთნელია. ის ამბობს, რომ მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო ტაქტიკოსია. "ჟოზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მან მეტი ტიტული მოიპოვა, ვიდრე გუარდიოლამ. მე პეპს კარგად არ ვიცნობ, რადგან არც თუ ისე დიდი ხანია, რაც გუარდიოლა მწვრთნელად მუშაობს. მე ვფიქრობ, რომ პორტუგალიელი "ბარსას" მწვრთნელს ჯობია."

"მისი მიზანი კატალონიური კლუბის მოგება არ არის. მისი მიზანია ლა ლიგაში ყველა გუნდი დაამარცხოს და ტიტულები მოიპოვოს. ჟოზეს "ბარსელონა" ძალიან არ უყვარს. მე მასთან ერთად "ნოუ კამპზე" გავემგზავრე, როცა მისი დამხმარე ვიყავი. იქ მოურინიოს ძალიან ცუდად შეხვდნენ."

"წლევანდელ სეზონში "ელ კლასიკო" ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ერთმანეთს ორი მოსისხლე მტერი და ორი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. "ბარსას" ჟოზესი ნამდვილად ეშინია."

ინფორმაციის წყარო Defensacentral.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)