ხაბი ალონსო:"ეს მატჩი ჩემთვის მნიშვნელოვანია"

ხვალ ხაბი ალონსო ითამაშებს იმ გუნდის წინააღმდეგ,რომელიც იყო მისი მშობლიური კლუბი.


დამთხვევაა.თქვენ ხვალ დაუპირისპირდებით თქვენს მშობლიურ კლუბს "ანოეტაზე"...

მე მოუთმენლად ველოდები ამ მატჩს.ხვალ "სოსიედადისთვის" იქნება ისტორიული მატჩი და ასევე ჩემთვისაც.

რა აზრის ხართ ახალ პარტნიორებზე?

კმაყოფილი ვარ.ზოგიერთთან ადრეც მქონდა ურთიერთობა,ხოლო ზოგს დავუახლოვდები დროთა განმავლობაში.ყველაფერი კარგადაა.

რომელი გუნდია დღესდღეობით საუკეთესო–"რეალი" თუ "ბარსელონა"?

ლა–ლიგის დაწყებამდე ჯერ კიდევ 2 კვირაა დარჩენილი."ბარსელონაში" ცოტა რამ შეიცვალა შემადგენლობის მხრივ,ასევე ჩვენც გვყავს ახალი მოთამაშეები.

ჩვენ შევამჩნიეთ,რომ თქვენ დიდ დროს ატარებთ მანუელ პელეგრინისთან.რა როლი გაკისრიათ გუნდში?

ნათელია,რომ ფლანგზე არ ვითამაშებ.მე მომიწევს ცენტრში თამაში,რაც დიდი მოვალეობაა ჩემთვის.მწვრთნელმა კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები.

თქვენ მარტო გირჩევნიათ თამაში თქვენს პოზიციაზე თუ პარტნიორის გვერდით?

მე მახარებს ის ფაქტი,რომ ჩვენს გუნდს შეუძლია როტაცია.ძალიან ბევრი ალტერნატივა გაგვაჩნია.ეს ზოგადად გუნდისთვის კარგია.

შეუძლია ამ გუნდს მოიგოს სამივე ტიტული?

ჩვენ მხოლოდ ამაზე არ უნდა ვიფიქროთ.ყველაფერი ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ.ტიტულებს იგებენ სეზონის ბოლოს.ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი გუნდი,რათა ეს ტიტულები ჩენ დაგვრჩეს.

რა იცით დღევანდელ "რეალ სოსიედადზე"?

მე ველაპარაკე კლუბის წევრებს.მათ ჰყავთ ახალი ფეხბურთლები,ახალი მწვრთელი.ძალიან მომწონს მათი პროექტი.ეს სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.ვიმედოვნებ,"სოსიედადი" დაბრუნდება ლა–ლიგაში.

ვინ მოიგებს ესპანეთის სუპერთასს?

ის,ვინც გაიმარჯვებს პირველ მატჩში.მე არ მყავს ფავორიტი ამ მატჩში.

ახლა თქვენ და რონალდო პარტნიორები ხართ,ცოტა ხნის წინ კი მეტოქეები იყავით...

ეს მეტოქეობა დასრულდა.ეხლა თანაგუნდელები და მეგობრები ვართ.ის ძალიან კარგი ადამიანია,რომელსაც ბევრის გაკეთება შეუძლია "რეალისთვის".

ვისთან გაქვთ კარგი ურთიერთობა გუნდში?

ძნელია ვინმეს გამოყოფა.ყველასთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს.

რას ფიქრობთ,ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

მე მომწონს პრემიერლიგა.ფავორიტები არიან–"მანჩესტერი","ჩელსი","ლივერპული" და "არსენალი",მაგრამ არ შეიძლება "სიტის" დავიწყებაც.მე მოუთმენლად ველი პრემიერლიგის დაწყებას.

ნეგრედომ გკითხათ უკვე პრემიერლიგის შესახებ?

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ,მაგრამ არ მომწონს რჩევების მიცემა.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 15 აგვისტო 2009
  • 1871
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)