როისტონ დრენტე:"მადრიდში ყველაფრის მიღწევა მსურს"
როისტონ დრენტემ ინტერვიუ მისცა ყოველდღიურ გამოცემა Marca–ს.ჰოლანდიელი სეირნობდა მადრიდის ქუჩებში.მისი თქმით,ბევრის მიღწევა სურს მადრიდულ კლუბში.
რა გეგმები გაქვთ დასახული?
ყველაფრის მოგება მსურს,რაზეც მონაწილეობას მივიღებთ.ჩვენ გვმართებს ბევრი მუშაობა.მინიმუმ 2 ტიტული მაინც უნდა მოვიგოთ.მსოფლიოში ბევრი ძლიერი გუნდია,მაგრამ "რეალი" მუდამ "რეალია".უნდა ვიბრძოლოთ ნებისმიერი ტიტულისათვის.
თქვენთვის ყველაზე სასურველი ტიტული–ჩემპიონთა ლიგაა?
მე მსურს მოვიგო ყველა ტიტული,სამეფო თასის ჩათვლით,რომელიც არც იკერს და არც რაულს ჯერ არ მოუგიათ.რა თქმა უნდა შესანიშნავი იქნებოდა მოგვეგო ჩემპიონთა ლიგა "სანტიაგო ბერნაბეუზე".
გაქვთ შანსი ითამაშოთ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებში?
რატომაც არა.თუ მე ვითამაშებ ისე,როგორც ეხლა,მაშინ ყველაფერი შესაძლებელია.
ვინ გედგათ გვერდში?
ყველა...რაული,კასილასი.
რა შეგიძლიათ თქვათ რაულზე?
ის ნომერ პირველია.ის ჩემი კაპიტანია.მუდამ კეთილად მექცეოდა.მე ვერ გეტყვით რას მელაპარაკება ის,მაგრამ დიდებული ადამიანია.მე ამ ყველაფერს სიყვარულით ვაცხადებ.ის ამ სეზონში ბევრს მიაღწევს.
და როგორ გეხმარებათ იკერი ცუდ პერიოდში?
ის უფრო გიჟია,ვიდრე რაული.მან მე სასაცილო სახელი შემარქვა და ყველა ასე მომმართავს.ამ ყველაფრისათვის ვაზღვევინებ(იცინის).სიმართლე,რომ ვთქვათ,კარგია,როცა გუნდში შენით ყველა კმაყოფილია და ყველას მოწონხარ.
თქვენ გამოიყურებით ისეთი გახარებული,როგორც არასდროს...
მე ის როისტონ დრენტე ვარ,როგორიც ადრე ვიყავი,მაგრამ მე აქ ბედნიერად ვგრძნობ თავს.მგონია,რომ ეს წელი ჩემი იქნება.ძალიან მინდა ყველას ვაჩვენო,თუ რას წარმოვადგენ.
გეტყობათ,ძალიან მოგწონთ მადრიდი...
მე ძალიან მიყვარს როგორც გუნდი,ისე ქალაქი.ჩემი ოჯახიც ძალიან შეეჩვია აქაურობას და ძალიან დიდი ხნით მსურს აქ დარჩენა.
თქვენმა ასაკმა ითამაშა დიდი როლი თქვენს გუნდში დატოვებაში?
მე მხოლოდ 22 წლის ვარ და ბევრს შეუძია შეშურდეს,რომ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ვარ.ეს მე მოტივაციას მძენს ყოველდღიურად.ძალიან გამიმართლა და მსურს ვისარგებლო ბოძებული შანსით.მინდა ჩემი ოჯახი,ჩემი ქალიშვილი ამაყობდნენ ჩემით.
თქვენ შეხვდით ფლორენტინო პერესს?
დიახ,მე მას გასახდელში შევხვდი.ის ელეგანტური იყო და მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ.მან ბევრი გააკეთა "რეალისთვის".დაამტკიცა,რომ უყვარს კლუბი.ის მუდამ ძლიერ ფეხბურთელებს ყიდულობს.
როდესმე წარმოგედგინათ,რომ ითამაშებდით კაკას,კრისტიანო რონალდოსა და ბენზემას გვერდით...?
ეს ყველაფერი ფლორენტინო პერესის დამსახურებაა.მან მოიყვანა ისინი გუნდში.ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი მოვიგოთ.
რას იტყვით კრისტიანო რონალდოზე?
ის ფენომენალური მოთამაშეა.ძალიან მეგობრული და მხიარულია.მუდამ იცინის და ხუმრობს.ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე.ერთი სიტყვით დიდებული ტრანსფერია.
ვინ სჭირდებოდა "რეალს" გასულ სეზონში,რათა მოეგო გადამწყვეტი მატჩები?
მესი და კრისტიანო რონალდო.ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან.
და კაკა არ არის მათი დონის ფეხბურთელი?
დიახ,კაკაც გენიალური ფეხბურთელია.როცა პატარა ვიყავი და ვთამაშობდი "playstation"-ს,მუდამ ვირჩევდი კაკასა და რონალდოს.ისინი საუკეთესონი იყვნენ და მოხიბლული ვიყავი მათი თამაშით.ის დამეხმარება კარგად ვითამაშო.
რას ფირობთ თქვენს მეგობარ ჰოლანდიელებზე?
მე ეს ძალიან მაღელვებს.იმედია ყველაფერი მათთვის კარგად დასრულდება.ისინი ჩემი მეგობრები არიან.ისინი მუდამ ბევრს მუშაობდნენ და კარგი იქნება დარჩნენ კლუბში.
რეკომენდაციას ხომ არ გაუწევდით სნეიდერსა და რობენს?
იმედი მაქვს ისინი დარჩებიან გუნდში,რადგან ორივე ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან.რაც არ უნდა მოხდეს,იმედი მაქვს ისინი ბედნიერები იქნებიან.
როგორ არის რუუდ ვან ნისტელროი?
ის ძალიან კარგად გრძნობს თავს.უკვე ჩვენთან ერთად ვარჯიშობს.ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა"რეალისთვის".ვფიქრობ,ის ძალიან საჭირო ფეხბურთელია კლუბისათვის.როცა ის დაბრუნდება,ძალიან ბევრ გოლს გაიტანს.
ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com
- 15 აგვისტო 2009
- 2461
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.