ექსპერტთა აზრი ჟოზე მოურინიოზე

ესპანელმა ექსპერტებმა და კრიტიკოსებმა ვრცელ სტატიაში თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს სამეფო კლუბის პორტუგალიელ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით. მათ განიხილეს მოურინიოს პოზიტიური და ნეგატიური მხარეები. მაშ ასე, გთავაზობთ ექსპერტთა აზრებს ამ ადამიანის შესახებ.


რეგინალდო როდრიგესი

ჟოზე მოურინიო ნამდვილი ტალანტია, რომელსაც ნებისმიერი გრანდის გაწვრთნა შეუძლია, მან უკვე ბევრჯერ დაგვანახა, რომ უმაღლესი კლასის მწვრთნელია და იმსახურებს მადრიდის "რეალის" სათავეში ყოფნას. მოუ ტაქტიკოსობასთან ერთად შესანიშნავი ფსიქოლოგიც არის, რომელსაც ფეხბურთელების მოსაგებად განწყობა შეუძლია, დღევანდელ ფეხბურთში კი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. წლევანდელი სეზონი მეტად საინტერესო იქნება, რადგან ჟოზე "ბლანკოსის" მწვრთნელის რანგში მოგვევლინება, მომავალი ლა ლიგის ფავორიტად თამამად შემიძლია მადრიდის "რეალი" დავასახელო, რადგან ამ გუნდს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს, რომელიც არასდროს ნებდება და მუდამ მაქსიმუმისთვის იბრძვის.

ხუან სანჩესი


ჩემი აზრით პორტუგალიელი სპეციალისტი სამეფო კლუბს იდეალურად მოერგება და ძველ დიდებას დაუბრუნებს, მოუმ უნდა შეძლოს ის, რაც ვერ შეძლო ჩილელმა მანუელ პელეგრინიმ, რომელსაც ყველა პირობა ჰქონდა ჩემპიონობისათვის. სამეფო კლუბმა წინა ზაფხულს კრიშტიანო რონალდოსა და რიკარდო კაკას გადაბირება შეძლო, რომლებიც თავიანთ გუნდებში ბრწყინავდნენ, უნდა ვაღიაროთ, რომ მანუელმა მათი სრულიად გახსნა ესპანურ გრანდში ვერ მოახერხა, ვფიქრობ სწორედ ამან გამოიწვია ის შედეგები, რაც რეალმა მიიღო, ესპანურმა გრანგმა ორივე მატჩი დათმო კატალონიის ბარსელონასთან , ეს კი მადრიდელი ინჩასებისთვის ნამდვილი ტრაგედია იყო.

სალვადორ პერეა


მადრიდის რეალში თამაშობს ფეხბურთელი, სახელად რიკარდო კაკა, რომელსაც მოედანზე სასწაულების მოხდენა შეუძლია, წინა სეზონი რიკარდოსთვის მართლაც საშინელი იყო, რადგან მან საკუთარი შესაძლებლობების 30%-იც ვერ გამოავლინა, არ ვიცი ეს თავად მას დავაბრალო თუ სამწვრთნელო შტაბს, მაგრამ ამ ფეხბურთელს გაცილებით მეტი შეუძლია. ვფიქრობ, ჟოზე მოურინიოს მთავარი კოზირი მოედანზე სწორედ ბრაზილიელი გამთამაშებელი იქნება, რომელსაც მართლაც შეუძლია ისეთი კლუბის ლიდერობა, როგორიც მადრიდის "რეალია". პორტუგალიელმა სპეციალისტმა ინტერში მუშაობის დროს, უესლი სნეიდერი მსოფლიო ვარსკვლავად აქცია, რომელიც რეალში ერთ რიგით მოთამაშედ ითვლებოდა, ახლა კი ჟოზეს მართლაც ნამდვილი ვარსკვლავი ჰყავს გუნდში და დარწმუნებული ვარ მის გამოყენებას სათანადოდ მოახერხებს, მადრიდელ ინჩასებს ძალიან ეიმედებათ პორტუგალიელი სპეციალისტის და დარწმუნებული ვარ მისი მუშაობა დიდ შედეგებს გამოიღებს.

ხუან დიასი

ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და ის ნამდვილად აქცევს მადრიდის რეალს კვლავ სამეფო კლუბად, რომლისაც ყველას ეშინია, დარწმუნებული ვარ პორტუგალიელის ხელში ეს გუნდი გაიბრწყინებს. ჟოზე ნამდვილი ტაქტიკოსია და ტაქტიკურად დამარცხება წარმოუდგენელია, დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს სწორი მონახაზით თამაში. პორტუ,ჩელსი, ინტერი, როდესაც მოურინიო ამ გუნდებში მუშაობდა ყოველთვის სალაპარაკო თემა იყო მისი ტაქტიკური მონახაზები, ეს ადამიანი ყველა გუნდს და ყველა ჩემპიონატს ერგება, დარწმუნებული ვარ ხოსეპ გვარდიოლას ბარსელონას მომავალ სეზონში მადრიდის "რეალი" გაცილებით უფრო დიდ პრობლემებს შეუმნის ვიდრე აქამდე უქმნიდა.

ალფრედო სანსი


პორტუგალიელი სპეციალისტი უმაღლესი დონის დამრიგებელია, მაგრამ არა მადრიდის რეალისთვის, ეს ადამიანი გაცილებით მეტ დროს ფიზიკურ მომზადებასა და დაცვაზე ზრუნვას უთმობს. მართალია ფიზიკური სიძლიერე ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. "ბლანკოსი" არის გუნდი, რომელმაც მუდამ შეტევაზე და მეტი გოლის გატანაზე იფიქროს, მოურინიოს ხელში დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არ იქნება ასრულებული. ჟოზე გუნდს საკუთარი სქემით, ანუ დაცვითი ტაქტიკით ათამაშებს, ეს კი სამეფო კლუბის გულშემატკივართათვის აბსოლიტურად მიუღებელია. მანუელ პელეგრინიმ ვერ აჩვენა შედეგები, მაგრამ აჩვენა სანახაობრივი ფეხბურთი, მისი მოღვაწეობის დროს "ბლანკოსი" მართლაც ლამაზად თამაშობდა და გოლს გოლზე იტანდა, ამაზე ის სტატისტიკაც მეტყველებს, რომელიც ამ გუნდმა წინა სეზონში დადო.

ედუარდო გარსია


ფლორენტინო პერესმა, მოურინიოს გადმოსაბირებლად ძალიან ბევრი იმუშავა და დარწმუნებული ვარ ეს მწვრთნელი თავის საქმეს გააკეთებს, უბრალოდ "რეალში" ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო და ამ ყველაფერმა შედეგი უნდა გამოიღოს, სხვაგვარად არაფერი გამოვა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარი სამწვრთნელო შტაბი მიიყვანა გუნდში, მას ყველა პირობა აქვს შექმნილი გუნდის ფეხზე დასაყენებლად და ტიტულების მოსაგებად, დანარჩენი მის პროფესიონალიზმსა და გამძლეობაზეა დამოკიდებული, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. dle 10.1

  • Hala
  • 21 ივლისი 2010
  • 2003
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)