სიახლეები და ჭორები მადრიდის გარშემო

მაურინიოს კამბიასოს დაბრუნება სურდა,თუმცა ამის უფლება პერესმა არ მისცა.ხედირას აფრთხილებენ რომ "რეალში" თამაში,არც თუ ისე იოლია,"ნიუკასლმა" თვალი მამადუ დიარას დაადგა,"ვერდერი" ოზილის კონტრაქტს ვერ უხანგრძლივებს,ფელიქს მაგათი კი დარწმუნებულია,რომ რაული "შალკეში" გადავა.ეს ყველაფერი ესპანური პრესის ყველაზე აქტიური თემებია.


მაურინიოს კამბიასოს დაბრუნება სურდა.

როგორც ესპანური გამოცემა AS იუწყება,ჯოზე მაურინიოს გადაწყვეტილი ჰქონდა ესტებან კამბიასოს "რეალში" დაბრუნება,რომელიც კლუბის ღირსებას 2002–2004 წლებში იცავდა."მაურინიოს კამბიასოს წაყვანა უნდოდა მადრიდში,მაგრამ ხელმძღვანელობამ მას უარი განუცხადა.საქმე იმაშა რომ,სწორედ პერესმა აჩუქა "ინტერს" კამბიასო 2004 წელს და მას ჯოზესთვის ეს თხოვნა რომ აესრულებინა,გამოვიდოდა რომ პერესი თავის დანაშაულს აღიარებს,განაცხადა არგენტინელი ნახევარმცველის აგენტმა ერთ–ერთ ინტერვიუში.



გიუნტერ ნეცტნერი ხედირას აფრთხილებს,მადრიდულ პრობლემებზე

გერმანიის ნაკრების და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი გიუნტერ ნეცტნერმა კომენტარი გააკეთა იმის შესახებ,თითქოს ხედირა "რეალში" გადადიოდეს.ნეცტნერი აფრთხილებს ხედირას,რომ ყველაფერი ისე არ არის "რეალში" როგორც ეს გარედან ჩანს,ამიტომ ის უნდა დაფიქრდეს თავის გადაწყვეტილებაზე.
"რეალმა" თავისი ხიბლი დაკარგა,გუნდში მუდამ პრობლემებია,გასულმა სეზონმა კიდევ ერთხელ გვანახა რომ,მხოლოდ ძველი დიდება და სახელი არაა საკმარისი იმისთვის რომ ტიტულს დაეუფლო" განაცხადა ნეცტნერმა რომელიც მადრიდულ კლუბში 70 წლებში გამოდიოდა."არიან ძვირადღირებული და უბედური ფეხბურთელები ამ კლუბში,ხედირამ ეს უნდა გაითვალისწინოს " განაცხადა მან.



"ნიუკასლმა" თვალი მამადუ დიარას დაადგა

მამადუ დიარა აპირებს საუკეთესო სეზონი ჩაატაროს მადრიდულ კლუბში,თუმცა ამის გაკეთებაში სავარაუდოდ მას კლუბი ხელს შეუშლის.საქმე იმაშია,რომ მადრიდელებს ინგლისიდან საკმაოდ სარფიანი წინადადება მოუვიდათ,რამაც ისენი ძალიან ჩააფიქრა."
"ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა შეეძინათ მსოფლიოს რიგი საუკეთესო მოთამაშეები,მათ შორის ლაპარაკი მამადუზეც ყოფილა.

29 წლის მამადუ დიარა,კლუბში ოთხი წლის წინ გადმოვიდა "ლიონიდან",რომელმაც სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო მიიღო.პირველი სეზონი მალელმა მართლაც რომ საუცხოოდ ჩაატარა,ორჯერ დაეუფლა ჯილდოს ბერნ შუსტერის და ფაბიო კაპელოს თავკაცობით.თუმცა შემდეგ დიარამ ადგილი დაკარგა სასტარტოში და მიიღო მუხლის უმძიმესი ტრამვა.ეხლა კი როგორც ჩანს,ჯოზე მაურინიო დიდ იმედებს არ ამყარებს მალელ ნახევარმცველზე.


"ვერდერმა" ოზილის კონტრაქტი ვერ გაუხანგრძლივა

ერთ–ერთმა მთავარმა სამიზნემ მადრიდული კლუბისა მესუთ ოზილმა რომლის კონტრაქტი ბრემენულ კლუბთან მომავალ წელს იწურება,უარი განაცხადა მის გახანგრძლივებაზე.
"ჩვენ ფეხბურთელთან საერთო ენა ვერ გამოვნახეთ,კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.ეს დრამა არაა,ესეთია სიტუაცია და ჩვენ მას უნდა შევეგუოთ.ვფიქრობ,ამ განცხადების შედმეგ ოზილზე შემოთავაზებები მოგვივა,რომლებსაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ" განაცხადა კლაუს ალოფსმა.


ფელიქს მაგათმა კომენტარი გააკეთა "შალკეს" დაინტერესებაზე რაულისადმი

გერმანული კლუბის მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა იმედი გამოთქვა,რომ რაული მომავალ სეზონში "შალკეს" მაისურს მოირგებს.
"ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე გამოვდივართ და ამიტომაც დიდი შანსი გვაქ რაული გადმოვიბიროთ,ეს ძნელი იქნება,მაგრამ შესაძლებელი და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ."შალკე" რომ ამ ტურნირზე არ იღებდეს მონაწილეობას,ჩვენ გონსალეს ბლანკოზე არც კი ვიფიქრებდით" განაცხადა მაგათმა.
მიზეზად კი თუ რატომ უნდა გადმოვიდეს რაული "შალკეში" მაგათმა ესე ახსნა: "მას ახალი გუნდი სჭირდება,ჩვენ გვჯერა მისი და მასაც სჯერა იმის რომ კვლავ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში.მას შეუძია ეს დაამტკიცოს "შალკესთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე.მას სურს გოლების გატანა,რაულისნაირ ფეხბურთელებს ყოველთვის აქვთ ახალი მოტივაციის ძებნის სურვილი.ჩვენ ერთ–ერთი ახალგაზრდა კლუბი ვართ ბუნდესლიგაში და გამოცდილი რაული ძალიან გამოგვადგებოდა.



dle 10.1

  • raul777
  • 20 ივლისი 2010
  • 1922
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)