როდრიგოს გოლმა ესპანეთის ნაკრებს მოაგებინა

როდრიგოს გოლმა ესპანეთის ნაკრებს მოაგებინა


ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საწყის ტურში ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატი თანატოლები 2-1 დაამარცხა. შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი “კასტილიას” ფორვარდმა, როდრიგომ, გაიტანა.


ანგარიში ხორვატმა ანდრიაშევიჩმა გახსნა 41-ე წუთზე. მეორე ტაიმის დასაწყისში “ბარსელონელმა” ტიაგო ალკანტარამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 12 წუთში როდრიგომ გადაწყვეტი გოლი შეუგდო ხორვატებს. “რეალის” ფორვარდმა მოედანზე 72 წუთი დაჰყო, რის შემდეგაც ის როჩინამ შეცვალა. რაც შეეხება “სამეფო კლუბის” მეორე ფეხბურთელს, სერხიო კანალესს, მან შეხვედრა სრულად ჩაატარა.

მომდევნო მატჩს ესპანელები 21 ივლისს ჩაატარებენ, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, რომელმაც პირველ ტურში იტალიელები 2-0 დაამარცხა.

ხორვატია 1-2 ესპანეთი

გოლები: 1-0 ანდრიაშევიჩი (41), 1-1 ალკანტარა (52), 1-2 როდრიგო (64).

ხორვატია: დელაჩი, ვრსალკო, რუგაშევიჩი, ანდრიაშევიჩი, კელიჩი, გლუმაცი, ადემი, ოზობიჩი, კრამარიცი (ტიჩინოვიჩი 65), პამიჩი (პუნცეკი 82), მაგლიცა (ვუკუშიჩი 65).

ესპანეთი: ალექსი, მონტოია, პულიდო, ბარტრა, პლანასი, კეკო (მუნიაინი 46), ალკანატარა, კანალესი, რომეუ, პაჩეკო (კალვენტე 89), როდრიგო (როჩინა 72).

ინფორმაციის წყარო: defensacentral.com dle 10.1

  • niko
  • 18 ივლისი 2010
  • 2045
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)