ანჩელოტი:„ამ თემაზე საუბრით თავი მომაბეზრეთ“

კარლო ანჩელოტიმ „ელჩესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ გვყავს მეტოქე, რომელმაც სამეფო თასის დაპირისპირებაში დაამტკიცა, რომ ძალიან ბრძოლისუნარიანია. გუნდმა სრული ყურადღება უნდა გადაიტანოს ხვალინდელ დაპირისპირებაში და 3 ქულა ჩაიწეროა აქტივში, სხვა შედეგი დამაკმაყოფილებელი არცერთ ვარიანტში არ იქნება.“

„კალენდარი, რომელიც „ბლანკოსს“ აქვს ნორმალური არ არის. სამეფო თასის დაპირისპირების დროს ფეხბურთელები დილემის წინაშე დგებიან - აირჩიონ ეროვნული ნაკრები, თუ დაეხმარონ კლუბს. არ ვფიქრობ, რომ ეს რეალისტური პროცესია.“

„ამ სიტუაციას მარტო „რეალი“ არ დაუზარალებელია, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა ყველა გუნდს წაადგება.“

„ტიბო კურტუამ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ის ჩემს სამსახურშია და არაფერი აწუხებს. ბელგიელის სახით უდიდესი მეკარე გვყავს.“

„როტაცია? „ლა კოპას“ დაპირისპირებაში რამდენიმე ცვლილება განვახორციელე, ვინაიდან სხვა გზა არ იყო. ხვალინდელ თერთმეტეულზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ. ვეცდებით, ბალანსი მოვახდინო.“

„მარსელოს სახით სამეფო თასზე დიდი დანაკლისი გვექნება. ბრაზილიელისთვის 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ნამდვილად გადამეტებულია.“

„ვალიეხო, ასენსიო, მარიანო და კარვახალი ხვალ ვერ დაგვეხმარებიან. ჩვენ ვიცით, რომ კარგად ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, თუმცა გამოწვევის მისაღებად მზად ვართ.“

„ბეილს შანსი აუცილებლად მიეცემა. ტრავმის შემდეგ უელსელი ფეხბურთელი 100%-ით მზად არის და შეუძლია გუნდის დახმარება.“

„ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად გულწრფელი ჩემს პასუხებში, მაგრამ აზარისა და ბეილის საკითხებზე საუბარი უკვე მომაბეზრებელია. მე ყოველთვის გეუბნებით იმას, რაც ხდება და სიმართლეა.კიდევ საუბარი უკვე ზედმეტია.““

„„ატლეტიკოს“ და „ბარსელონას“ რთული ეპოქა აქვთ, მაგრამ ორივე დიდი გუნდია და კონკურენტებად აღვიქვამთ. რესურსი არსებობს როგორც „როხიბლანკოში“, ასევე კატალონიაში.“

„კაზემიროს ალტერნატივა მსოფლიოში არ არსებობს, ვინაიდან ის უნიკალური ჩამშლელია. ჩვენ გვყავს კამავინგა, რომელსაც მის პოზიციაზე არაერთხელ უთამაშია, თუმცა ედუარდომ ბევრი რამ უნდა ისწავლოს. კაზე ტაქტიკურად განსწავლულია, რაც პირველ რიგში წლებმა მოიტანა.“

„მომავალ სეზონს აზართან ერთად ვგეგმავთ. ახლა ამაზე საუბარი არ შემიძლია. ვნახოთ, რას იზამს ედენი ზაფხულში.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 იანვარი 2022
  • 2727
  • 6

1

22 იანვარი 2022 17:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარლო შE კლასნო

2

22 იანვარი 2022 18:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
N1

3

22 იანვარი 2022 19:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2570
ფატის ოპერაცია ჭირდება და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებსო. მაგრად შემეცოდა ეგ ბიჭი, ბოლო ტრავმის მერე ვეღარ დაბრუნდა. მადრიდისტები ვართ მაგრამ პირადად ჩემთვის ყოველთვის გულდასაწყვეტია ნებისმიერი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელის გაწამება ტრავმის გამო.

4

22 იანვარი 2022 19:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
ბაზარი არაა საინტერესო პაექრობა იკვეთებოდასავით ფატის და ვინის შორის მაგრამ ვერ დაბრუნდა ის და ჰე, იმედია მომავალ სეზონში ვნახავთ vs

5

22 იანვარი 2022 19:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: murtoreali777
ფატის ოპერაცია ჭირდება და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებსო. მაგრად შემეცოდა ეგ ბიჭი, ბოლო ტრავმის მერე ვეღარ დაბრუნდა. მადრიდისტები ვართ მაგრამ პირადად ჩემთვის ყოველთვის გულდასაწყვეტია ნებისმიერი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელის გაწამება ტრავმის გამო.

ოჰ, რასამბობ ტრამვა როცა არ აქ დაფრინავს.

6

23 იანვარი 2022 03:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1866
ციტატა: დავიდ ალაბა
ციტატა: murtoreali777
ფატის ოპერაცია ჭირდება და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებსო. მაგრად შემეცოდა ეგ ბიჭი, ბოლო ტრავმის მერე ვეღარ დაბრუნდა. მადრიდისტები ვართ მაგრამ პირადად ჩემთვის ყოველთვის გულდასაწყვეტია ნებისმიერი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელის გაწამება ტრავმის გამო.

ოჰ, რასამბობ ტრამვა როცა არ აქ დაფრინავს.

ფატიზე მაგას როგორ არკბობ უნიჭიერესია 19 წლის არის როცა დაბრუნდა სულ გააქ გოლები უბრალოდ ტრანვები აპაუზებს მაგრად...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)