ბუტრაგენიო:„„რეალს“ „ლა კოპას“ 1/4 ფინალში ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა“

ემილიო ბუტრაგენიომ სამეფო თასის კენჭისყრა შეაფასა და განაცხადა, რომ მადრიდის „რეალს“ ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა...


„„ბილბაო“ არის მდგრადი გუნდი, რომელიც ცოტა გოლს უშვებს, ძალიან სწრაფია და არასდროს ნებდება. ჩვენი გუნდები ამ წელს ერთმანეთს უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ და ზუსტად, ვიცით რამხელა კლასის მატარებლები არიან ისინი. ვფიქრობ, ურთულესი მატჩი გველის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნახევარფინალში გასასვლელად.“

„პაკო ხენტოს გარდაცვალებამ მადრიდისტები ძალიან გაანაწყენა, გუშინდელ საღამოს კი მოთამაშეებმა ქომაგებს დიდი სიხარული მიანიჭეს. „ელჩესთან“ პაექრობა იყო „რეალის“ მენტალური ძალის დემონსტრირება. რატომ? იმიტომ, რომ გუნდი 10 ფეხბურთელით დარჩა და გოლი გაუშვა, ამას კი დიდი „ქამბექი“ მოჰყვა, რაც ბოლომდე ბრძოლის შედეგი და უდიდესი პასუხისმგებლობის გამოვლინება გახლდათ.“

„როდესაც „სან მამესზე“ ვთამაშობთ, ჩვენი გუნდის მიმართ დიდი პატივისცემა ფიქსირდება, ისევე როგორც მადრიდში ასპარეზობის დროს. ამ გუნდებს ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა და მეგობრული ურთიეერთობა აქვთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 21 იანვარი 2022
  • 1023
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)