მოუ:" კაკა და რონალდო ამ სეზონს ისე ჩაატარებენ, როგორც არასდროს"

ჟოზე მოურინიო უკვე ამზადებს გუნდს ტიტულების მოსაგებად. ის დიდ იმედებს ამყარებს რიკარდო კაკაზე და კრისტიანო რონალდოზე. მას სურს წელს ყველა ტიტული მოიპოვოს.


რას ფიქრობთ იმის შესაახებ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი 2 წლის განმავლობაში უტიტულოთ არის, გგონიათ, რომ შეძლებთ ძველი და ნამდვილი "რეალის" დაბრუნებას?

"მე უკვე მრავალი ტიტული მოვიგე, მე 3 გუნდს ვწვრთნიდი და კარგ შედეგსაც მივაღწიე. მე ვიცი რასაც ვაკეთებ. იმედი მაქვს შევძლებ და კლუბს ფეხზე დავაყენებ."

თქვენ იტალიური და ინგლისური ლიგა მოიგეთ, თუ თქვენ ესპანურ ლიგასაც მოიგებთ, იქნებით პირველი მწვრთნელი მსოფლიოში, რომელმაც ეს შესძლო, რას ფიქრობთ ამის შესახებ?

"მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენს მივაღწიე, ყოველთვის ბევრს ვშრომობ. ადამიანს ყოველთვის მეტის მიღწევა სურს, კარგი იქნებოდა თუ ჩემს ტიტულებს ესპანური ლიგის ტიტულიც მიემატება."

რის მოგებას აპირებთ "რეალთან" ერთად?

"მე სამივე ტიტულის მოგება მინდა. ვიცი, რომ პრიმერა დივიზიონში გამარჯვება ადვილი არ იქნება. დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი "ბარსელონაა", ადვილი არ იქნება ისეთი ლიგის მოგება, სადაც კატალონიური კლუბი ასპარეზობს."

რამდენი დააგვიანდება კლუბს რათა ითამაშოს მოურინიოს სტილით, ანუ თქვენი სტილით?!

"არ ვიცი რას ნიშნავს მოურინიოს სტილი, მაგრამ მე ვიცი ის, რომ ჩემს გუნდში ყოველთვის შედეგი არის. პირველ წელს ძნელია ბევრ რამეს მიაღწიო, ჩვენ წლევანდელ სეზონზე ბევრ რამეს მივაღწევთ, მაგრამ შემდეგ წელს კლუბი ბევრად უკეთესად ითამაშებს.

როგორ აპირებთ "ბარსელონას" დამარცხებას?

როგორც უკვე ავღნიშნე "ბარსელონა" საუკეთესო გუნდია, თუმცა არ ვიცი ამას რატო ვამბობ. ჩემმა გუნდმა შესძლო მათი გამოგდება ნახევარ ფინალიდან. ჩვენ ისინი უნდა დავამარცხოთ, არ დაგავიწყდეთ, რომ გუნდში კრისტიანო რონალდო და რიკარდო კაკა თამაშობენ. ორივე ფეხბურთელებმა სეზონი ტიტულების გარეშე დაასრულეს, მათ არ უნდათ მეტი ცდა რათა ყველას დაუმტკიცონ თუ რისი გაკეთება შეუძლიათ. ისინი გუნდის ლიდერები არიან და სწორედ მათ შეუძლიათ "ბარსელონას" დამარცხება, მაგრამ გუნდმა გუნდური თამაში უნდა ითამაშოს თუ რაიმეს მიღწევა სურს. მე ამ ვარსკვლავებს კიდევ უფრო კარგად მოვამზადებ მომავალი სეზონისათვის."

გუნდი ბევრი ფეხბურთელებით არის დინტერესებული. ვისი ტრანსფერი გსურთ თქვენს კლუბში?

"არ მინდა ფლორენტინომ კიდევ ვარსკვლავები შეიძინოს და ძალიან ბევრი ფული დახარჯოს, როგორც მან გასულ წელს გააკეთა. ჩემი მიზანია ფეხბურთელების ყიდვა, რომლებსაც თამაში კარგად შეუძლიათ, დანარჩენი კი ჩემი საქმეა. გუნდი ვარსკვლავებით არ იქმნება. ჩვენ ნამდვილ გუნდს შევქმნით."

ბევრი გაკრიტიკებთ, ამბობენ, რომ თქვენ დაცვით ფეხბურთს თამაშობთ. რას იტყვით ამის შესახებ?.

"ეს მე საერთოდ არ მაინტერესებს. მე მათ არც კი ვუსმენ. მწვრთნელი, რომელიც დაცვით ფეხბურთს თამაშობს, იგებს მხოლოდ ერთხელ და არა 18ჯერ. ხალხი, რომლებიც ჩემზე ამბობენ, რომ მე დაცვით ფეხბურთს ვთამაშობ, ისინი უბრალოდ დაიღალნენ იმის ხედვით, რომ ყოველ წელს მოურინიოს ხელში სხვა და სხვა ტიტული უჭირავს. "

რას იტყვით კრისტიანო რონალდოზე?

"ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, არავის შეუძლია იმის თქმა, რომ კრისტიანო დიდი პროფესიონალი არ არის. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ, და ვიცი, რომ ის იმედბეს არ გაგვიცრუებს."

წყარო Marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)